„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 284
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/08/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/09/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 200230040.22.033.017846
284
30/08/2024
ვებგვერდი, 02/09/2024
200230040.22.033.017846
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №284

2024 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში (სსმ, №172, 31.12.2010, 200230040.22.033.016103) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5):

1.  პირველი მუხლის მე-6 პუნქტის:

ა)  „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მე-19 სტრიქონში – საშემოსავლო გადასახადი დასაბეგრ შემოსავალზე, რომელიც მიიღება მე-17 და მე-18 სტრიქონებს შორის სხვაობის თანხის საშემოსავლო გადასახადის მე-16  სტრიქონში მითითებულ განაკვეთზე გამრავლებით (მათ შორის, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ ბიუჯეტებში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი);“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

„ვ) მე-20 სტრიქონში აისახება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, რომელიც მოიცავს ფიზიკური პირის მიერ აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებული საქმიანობის შედეგად მიღებულ შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადს;

ზ) 201 სტრიქონში აისახება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, რომელიც მოიცავს ფიზიკური პირის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებული საქმიანობის შედეგად მიღებულ შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადს.“.

2. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი