დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ფავნის“ (ს/ნ: 405154871) ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 332 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 23/08/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/08/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
შპს „ფავნის“ (ს/ნ: 405154871) ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 482 მუხლის პირველი პუნქტის, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 481 მუხლის მე-2 პუნქტის და „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 5 ივნისის №144/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე:
1. მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისის განჩინების საფუძველზე, შეწყდეს შპს „ფავნის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405154871) ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს ნინო მძინარიშვილი (პირადი ნომერი: 01023004698); 2. ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს; 3. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე; 4. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში; 5. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათელა თურნავა
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები