„დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 274
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/08/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 190020010.10.003.024669
274
26/08/2024
ვებგვერდი, 29/08/2024
190020010.10.003.024669
„დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №274

2024 წლის 26 აგვისტო

 ქ. თბილისი

 

„დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/02/2024, 190020010.10.003.024438) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №4 დანართის („არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ქვეპროგრამა“) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ ქვეპროგრამის მიზნებისთვის, განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა, სულ 1010 ერთეულით, კერძოდ:

ა) დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა განისაზღვროს არაუმეტეს 10 ერთეულით;

ბ) არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფ პირთა რიცხოვნობა განისაზღვროს არაუმეტეს 1 000 ერთეულით, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვადით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე