დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 სექტემბრის №465 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 280 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/08/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/08/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/10/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040090000.10.003.024675 |
|
„შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 სექტემბრის №465 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 სექტემბრის №465 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/10/2022, 040090000.10.003.023676) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის“ მე-5 მუხლის:
1. მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. შემსყიდველი უფლებამოსილია, ავიაკომპანიის ბაზირების სტიმულირების მიმართულებით გააფორმოს ხელშეკრულება არაუმეტეს სამ ავიაკომპანიასთან.“. 2. მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) თითოეულ პრიორიტეტულ მიმართულებაზე კვირაში, სულ მცირე, 2 სიხშირის შესრულება პირველი ავიარეისის შესრულების თარიღიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში.“. 3. მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. შემსყიდველი უფლებამოსილია, ახალი სტრატეგიული მიმართულების სტიმულირების ხელშეკრულება თითოეულ სტრატეგიულ მიმართულებაზე არაუმეტეს სამ ავიაკომპანიასთან გააფორმოს არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები