დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 29 აგვისტოს №277 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/01/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 5, 13/01/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/07/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.070.22.023.008.015 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.023.008.015
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №8
2006 წლის 11 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 29 აგვისტოს №277 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 29 აგვისტოს №277 ბრძანებით (სსმ III, 01.09.05წ. №103, მუხ.1153) დამტკიცებულ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7. ინსპექციის სისტემა
1. ინსპექცია თავის საქმიანობას ახორციელებს მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.
2. ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) აპარატი;
ბ) ინსპექტირების სამსახური;
გ) სწრაფი რეაგირების სამსახური;
დ) ანალიტიკური სამსახური;
ე) ფინანსური უზრუნველყოფის სამსახური.
3. ინსპექციის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) კახეთის ბიურო;
ბ) ქვემო ქართლის ბიურო;
გ) აღმოსავლეთ ცენტრალური ბიურო;
დ) დასავლეთ ცენტრალური ბიურო;
ე) სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიურო;
ვ) აჭარის ბიურო;
ზ) სამცხე-ჯავახეთის ბიურო;
თ) შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექცია.
4. ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების კონკრეტული კომპეტენცია განისაზღვრება მათი დებულებებითა და მოქმედი კანონმდებლობით.”.
ბ) დებულების მე-8 მუხლის ,,ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) ფინანსური უზრუნველყოფის სამსახურის კომპეტენციაა:
ე.ა) ინსპექციის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ანალიზი;
ე.ბ) ინსპექციის მატერიალური, შრომითი, ფინანსური და საკრედიტო რესურსების გამოყენება;
ე.გ) ინსპექციის ბალანსზე არსებული ქონებისა და მისი მოძრაობის, მატერიალური და ფინანსური რესურსების გამოყენების კონტროლი;
ე.დ) ინსპექციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები