სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის გეოგრაფიული ობიექტის, პოეტების ქუჩისათვის სახელის გადარქმევის შესახებ

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის გეოგრაფიული ობიექტის, პოეტების ქუჩისათვის სახელის გადარქმევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-55. 55242369
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/08/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.168.016031
გ-55. 55242369
23/08/2024
ვებგვერდი, 29/08/2024
000000000.00.168.016031
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის გეოგრაფიული ობიექტის, პოეტების ქუჩისათვის სახელის გადარქმევის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება:გ-55. 55242369

2024 წლის 23 აგვისტო

ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  ძველი  ანაგის  გეოგრაფიული  ობიექტისპოეტების  ქუჩისათვის  სახელის  გადარქმევის  შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ №239 დადგენილების მეოთხე მუხლის „ე“ პუნქტისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის“ 2024 წლის 26 ივნისის №42 სხდომის ოქმის საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. მოხდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის პოეტების ქუჩისათვის სახელის გადარქმევა და სიღნაღის მუნიციპლიტეტის საკრებულოს მიერ გამონაკლისის დაშვებით, მიენიჭოს „თემურ ჩალაბაშვილის“ სახელი.

2. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას განკარგულების შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და პრაქტიკულ ღონისძიებათა განხორციელება.

3. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს აღნიშნული განკარგულების გადაგზავნა ყველა დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირისთვის შესაბამისი ცვლილებების გასატარებლად.

4. ეს განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქ.№15 ) განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე                           დავითი ჯანიკაშვილი