,,კასპის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 15 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,კასპის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 15 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/08/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/08/2024
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.149.016541
17
23/08/2024
ვებგვერდი, 26/08/2024
190040000.35.149.016541
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 15 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი
 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №17

2024 წლის 23 აგვისტო

ქ. კასპი

 

„კასპის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 15 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1

„კასპის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 15 დეკემბრის №27 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 19/12/2023; 190040000.35.149.016515) დამტკიცებულ წესს  დაემატოს   201  მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 201. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება, რომლებსაც შშმ პირის სტატუსი მინიჭებული აქვთ ამპუტირებული კიდური/კიდურების გამო

1. ამ მუხლით  500 ლარის ოდენობით დახმარება გაეწევათ  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებსაც ამპუტირებული აქვთ კიდური/კიდურები. 

2. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა (მშობელი, მშვილებელი, მეურვე/მხარდამჭერი, მზრუნველი ან ნდობით აღჭურვილი პირი) ან მინდობილმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო არასრულწლოვნის შემთხვევაში დაბადების მოწმობა და არასრულწლოვნის რეგისტრაციის  ბარათი (ან პირადობის მოწმობა);

დ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში, არასრულწლოვნის შემთხვევაში ერთ-ერთი მშობლის, მეურვის ან მზრუნველის პირადი საბანკო ანგარიში;

ვ) ბენეფიციარის კანონიერმა წარმომადგენელმა (მშობელი, მშვილებელი, მეურვე/მხარდამჭერი, მზრუნველი ან ნდობით აღჭურვილი პირი) ან მინდობილმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს ასევე აღნიშნული უფლების დამადასტურებული დოკუმენტი.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას მიიღებს ბენეფიციარი, ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი, ან კანონიერი წარმომადგენელი პირად საბანკო ანგარიშზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშოთა ბეგლარაშვილი