„მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 20 მაისის N35/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 20 მაისის N35/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 39/ნ
დოკუმენტის მიმღები საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 23/08/2024
დოკუმენტის ტიპი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 310150000.77.090.016039
39/ნ
23/08/2024
ვებგვერდი, 26/08/2024
310150000.77.090.016039
„მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 20 მაისის N35/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის

სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №39/ნ

2024 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის   სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 20 მაისის №35/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის  სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 20 მაისის №35/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 21/05/2024, 310150000.77.090.016035) დამტკიცებულ „მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ წესის:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ასოციაცია – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი, სადაც გაწევრიანებულია არანაკლებ ისეთი 300 გადამზიდველი, რომელთაც საკუთრებაში ან/და ლიზინგის ვალდებულებით სამართლებრივი ფორმით მფლობელობაში გააჩნიათ სულ მცირე ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება (N2 ან/და N3 კატეგორია) და რომლებზეც სააგენტოს მიერ ბოლო 12 თვის განმავლობაში გაცემულია სულ მცირე ერთი სანებართვო დოკუმენტი;“.

2. მე-3 მუხლის:

ა)  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოს დირექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (შემდგომში  „აქტი“) საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემის პროცედურის (მათ შორის, გასაცემი სანებართვო დოკუმენტების რაოდენობის შესახებ) დაწყების და დასრულების თარიღის თაობაზე და ასოციაციებს განუსაზღვრავს ვადას, ასოციაციის წევრთა სიისა და სანებართვო დოკუმენტის მსურველთა სიის წარმოდგენისათვის.“;

ბ)  მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 , 42 და 43  პუნქტები:

„41. მომსახურების  შეუფერხებლად გაწევის უზრუნველსაყოფად სააგენტო  სანებართვო დოკუმენტის მსურველთა სიის წარმოდგენამდე ასოციაციებს განუსაზღვრავს სააგენტოს რეგიონულ განყოფილებებში ვიზიტორთა დღიურ ლიმიტებს. ასოციაციების მიერ აღნიშნული ლიმიტების გადაჭარბების შემთხვევაში სააგენტო  უფლებამოსილია დაგეგმილი ვიზიტების გრაფიკები განსაზღვროს შეხედულებისამებრ.

42. ასოციაცია უფლებამოსილია სააგენტოს დირექტორის მიერ განსაზღვრული პროცესის დასრულების საბოლოო თარიღამდე არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, დააკორექტიროს სანებართვო დოკუმენტის მსურველთა სია არაუმეტეს 3-ჯერ.

43. დაუშვებელია:

ა) კორექტირებულ სანებართვო დოკუმენტის მსურველთა სიაში წარმოდგენილი იყოს გადამზიდველი, რომელიც  არ ფიქსირდება ასოციაციის წევრთა სიაში;

ბ) კორექტირებულ სანებართვო დოკუმენტის  მსურველთა სიით ხდებოდეს წინა წარმოდგენილი სანებართვო დოკუმენტის მსურველთა სიით გადამზიდველზე განკუთვნილი სანებართვო დოკუმენტის იმ რიცხვითი მაჩვენებლის შემცირება, რაზეც სააგენტოში ფიქსირდება დაინტერესებული პირის განცხადება.“;

გ) მე-5  მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სააგენტო, 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს ასოციაციის წევრთა სიას და თუ მასში მითითებული გადამზიდველების შესახებ მონაცემები არ შეესაბამება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით და ამ მუხლის მე-6 პუნქტით   გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სააგენტო ასოციაციას განუსაზღვრავს არანაკლებ 3 სამუშაო დღის ვადას ამ ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდება ხარვეზის გამოსწორება, მაშინ ასოციაციის განცხადება მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის განაწილების პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით დარჩება განუხილველი.

6.    გადამზიდველი არ ითვლება ასოციაციის წევრად, თუ:

ა) მისი ხელძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ არ არის ხელმოწერილი შესაბამისი ასოციაციის წევრთა სია; ან

ბ) გადამზიდველი, ხელძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, ფიქსირდება 1-ზე მეტ ასოციაციის წევრთა სიაში.

7. ასოციაციებს შორის მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის განაწილება ხდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აქტით განსაზღვრული სანებართვო დოკუმენტების რაოდენობის ნამრავლით შესაბამისი ასოციაციის წევრთა საკუთრებაში ან/და ლიზინგის ვალდებულებით სამართლებრივი ფორმით მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რიცხვით მაჩვენებელზე (რომლებზეც სააგენტოს მიერ ბოლო 12 თვის განმავლობაში გაცემულია სულ მცირე ერთი სანებართვო დოკუმენტი), შეფარდებული ყველა ასოციაციის წევრთა  ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჯამურ რაოდენობასთან შემდეგი ფორმულის გათვალისწინებით: მაგალითად - სამი ასოციაციის შემთხვევაში -   

     “.                                                                                                                        

3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. სანებართვო დოკუმენტები, რომლებიც ამ წესით დადგენილი პროცედურებით ასოციაციებზე გადანაწილებული კვოტის ფარგლებში დარჩა გაუცემელი და  რომელთა ამ წესით  გაცემა და გამოყენება მათი მოქმედების ვადის გასვლამდე აგრეთვე ნაკლებად სავარაუდოა, სააგენტოს დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მათი განსხვავებული პროცედურებით გადამზიდველზე გაცემის თაობაზე (გარდა ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის და მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობებისა).

4. ამ მუხლით განსაზღვრული განსხვავებული პროცედურა უნდა იყოს საჯარო და ყველა გადამზიდველს აყენებდეს თანაბარ პირობებში. გადამზიდველებს უპირატესობა შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ სანებართვო დოკუმენტების  გამოყენების და საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებთან დაკავშირებული სააგენტოსათვის ცნობილი სხვა სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე.“.

4. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ასოციაციის მიერ ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, რამაც გამოიწვია მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის ამ წესის მოთხოვნების დარღვევით განაწილება, სააგენტო, დარღვევის აღმოჩენიდან 12 თვის განმავლობაში, უფლებამოსილია შეუზღუდოს ამ ასოციაციას მონაწილეობა მიიღოს მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის განაწილების პროცესში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დირექტორილევან გამყრელიძე