მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ბალდაში მდებარე კაღუს ჩანჩქერის მიმდებარედ საგზაო მოძრაობის ნიშნის მოწყობის შესახებ

მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ბალდაში მდებარე კაღუს ჩანჩქერის მიმდებარედ საგზაო მოძრაობის ნიშნის მოწყობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/08/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.109.016424
5
22/08/2024
ვებგვერდი, 29/08/2024
010250050.35.109.016424
მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ბალდაში მდებარე კაღუს ჩანჩქერის მიმდებარედ საგზაო მოძრაობის ნიშნის მოწყობის შესახებ
მარტვილის მუნიციპალიტეტი
 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2024 წლის 22 აგვისტო

ქ. მარტვილი

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ბალდაში მდებარე კაღუს ჩანჩქერის მიმდებარედ საგზაო მოძრაობის ნიშნის მოწყობის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საგზაო მოძრაობის  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ბალდაში, მდინარე აბაშაზე არსებული საცალფეხო ხიდის მიმდებარედ, კაღუს ჩანჩქერთან მისასვლელი გზის საწყის მონაკვეთზე დამონტაჟდეს სატრანსპორტო საშუალებების საგზაო მოძრაობის ნიშანი „შესვლა აკრძალულია“.
2. კაღუს ჩანჩქერთან მდებარე ავტოსადგომთან დამონტაჟდეს ორენოვანი საინფორმაციო აბრა წარწერით: „კაღუს ჩანჩქერთან მისასვლელ გზაზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აკრძალულია“ და „Vehicles are prohibited on road to the kahu waterfall“.
3. სატრანსპორტო საშუალებების საგზაო მოძრაობის ამკრძალავი ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება საგზაო მოძრაობის ამკრძალავი ნიშნის არეალში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეებზე.
4. სატრანსპორტო საშუალებების საგზაო მოძრაობის ამკრძალავი ნიშნის მოქმედების ზონად განისაზღვროს კოორდინატთა სისტემაში არსებული შემდეგი წერტილები: შესასვლელი – X – 288292,5068, Y –  4707515,5204, გზის ბოლო მონაკვეთი – X – 288434,3238, Y – 4707518,3779.
მუხლი 2
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების საგზაო მოძრაობის ამკრძალავი ნიშნის  დამზადება და მონტაჟი.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან სურმავა