დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკური საკიტხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ექსპერტთა ჯგუფის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №335 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/01/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4, 11/01/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.260.010.22.026.008.007 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.260.010.22.026.008.007
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №4
2006 წლის 10 იანვარი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ექსპერტთა ჯგუფის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №335 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ექსპერტთა ჯგუფის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №335 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №143, მუხ. 1592) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
“51. დამტკიცდეს, საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის განხორციელებისას საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატის გამცემი ორგანოს მიერ, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე გასაცემი საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატის თანდართული ფორმა (დანართი №4);
ბ) ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის “ს” ქვეპუნქტი:
„ს) საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე გასცემს საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატებს, საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული იმ პროდუქციის იმპორტისას, რომლის ქვეყანაში შემოტანისას საქართველოს იუსტიციის ან ეკონომიკური განვითარების სამინისტროები ნებართვებს გასცემენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე, ხოლო საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული იმ პროდუქციის იმპორტისას, რომლის დროსაც სახელმწიფო სანებართვო სამსახურები ნებართვებს გასცემენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის გარეშე, საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე, გაიცემა კანონით განსაზღვრული ნებართვის გამცემი უწყებების მიერ.“.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ი. ოქრუაშვილი
დანართი №4
საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი
| 1. იმპორტიორი: „------------------“ მისამართი: საფ. კოდ. ქვეყანა/ქალაქი: ტელ/ფაქსი: | 2. იმპორტიორი: „-----------------“ მისამართი: საფ. კოდ. ქვეყანა/ქალაქი: ტელ/ფაქსი: |
| 3. კონტრაქტი: №–––––––––– თარიღი: –––––––––––––––– | |
| 4. საქონლის დასახელება და რაოდენობა: 1. 2. | |
| 5. საქონლის დანიშნულება და გამოყენების ადგილი: | |
| 6. საქონლის საბოლოო მომხმარებელი: | |
| 7. ნებართვა საქმიანობაზე: | |
| 8. პასუხისმგებლობა: მე-4 პუნქტში მითითებული საქონელი არ იქნება გამოყენებული სხვა მიზნებისათვის, გარდა მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირობებისა, ასევე არ იქნება რეექსპორტირებული მესამე ქვეყანაში (ექსპორტიორი ორგანიზაცია) და (საბოლოო მომხმარებლის გამცემი ორგანო) შესაბამისი ნებართვის გარეშე. | |
| შეთანხმებულია (სანებართვო სამსახურის დასახელება) პასუხისმგებელი პირი (სახელი, გვარი) ხელმოწერა / /
თარიღი: | |
სერტიფიკატის გამცემი ორგანოს
ხელმძღვანელის ხელმოწერა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები