დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 8 აპრილის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/08/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/08/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.153.016719 |
|
„მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 8 აპრილის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება, „მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 8 აპრილის №12 დადგენილებაში (matsne.gov.ge,010250050.35.153.016567, 12/04/21 წელი), კერძოდ:
1. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1 – „მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესის“ მეორე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარის მე-7 პუნქტი: „7. ოლიმპიურ თამაშებში მოასპარეზე სპორტსმენის (რომელმაც დაიკავა საპრიზო ადგილი) მწვრთნელს გადაეცეს ფულადი ჯილდო – საპრიზო ადგილების მიხედვით – 50 %-ის ოდენობით.“. 2. დადგენილების მეორე მუხლით დამტკიცებული ფულადი ჯილდოს ოდენობები საპრიზო ადგილების მიხედვით დანართი №2-ის შესაბამისად – მე-13, მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „13. მსოფლიოს ოლიმპიური თამაშები (უფროსი ასაკი) I ადგილი – 10 000 ლარი. II ადგილი – 8 000. III ადგილი – 6 000 ლარი.
14. მსოფლიოს ოლიმპიური თამაშები (ახალგაზრდები/ჭაბუკები) I ადგილი – 5 000 ლარი. II ადგილი – 4 000 ლარი. III ადგილი – 3 000 ლარი.
15. ევროპის თამაშები (ოლიმპიური) (უფროსი ასაკი) I ადგილი – 4 000 ლარი. II ადგილი – 3 000 ლარი. III ადგილი – 2 000 ლარი.
16. ევროპის თამაშები (ოლიმპიური) (ახალგაზრდები/ჭაბუკები) I ადგილი – 2 000 ლარი. II ადგილი – 1 500 ლარი. III ადგილი – 1 000 ლარი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები