“საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word
“საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 11/01/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 11/01/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 07/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.008.006
  • Word
1
11/01/2006
სსმ, 4, 11/01/2006
110.060.010.39.036.008.006
“საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს გენერალური პროკურორი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  110.060.010.39.036.008.006

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №1

2006 წლის 11 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის  2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო” ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში (სსმ III, 2004 წ., №119, მუხ. 1032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) ,,დ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) ,,ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი;”.

2. მე-7 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ამოცანებია:

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებსა (გარდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსი) და სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, იუსტიციის სამინისტროში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა (გარდა ამ დაწესებულებათა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) და თავდაცვის სამინისტროს ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება; შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა (გარდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსი) და სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, იუსტიციის სამინისტროსა (გარდა ამ დაწესებულებათა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) და თავდაცვის სამინისტროს ორგანოების მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარების მიზნით საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის განხორციელება; შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა (გარდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსი) და სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის, იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიულ ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის განხორციელება ზონალური პრინციპის დაცვით საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით; როგორც წესი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა (გარდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსი) და სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, იუსტიციის სამინისტროსა (გარდა ამ დანაყოფების დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) და თავდაცვის სამინისტროს ორგანოების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა (გარდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსი) და სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის და იუსტიციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.”.

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 4 ნოემბრის №26 ბრძანება (სსმ III, №130, №2005, მუხ. 1449).

მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 12 იანვრიდან.

ზ. ადეიშვილი