დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 164 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/09/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 114, 18/09/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №164
2009 წლის 18 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №33 დადგენილებით (სსმ III, 2009 წელი, №22, მუხლი 287) დამტკიცებულ პროგრამაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.დ) ინფორმაციას ქაღალდითა და ელექტრონული მატარებლებით, რომლებიც შეიცავენ იდენტურ მონაცემებს დაზღვეულთა შესახებ და მომზადებულია თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი 4). აღნიშნული ინფორმაციის სააგენტოსათვის წარდგენის საბოლოო ვადაა 2009 წლის 10 სექტემბერი;“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2009 წლის 27 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები