,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №134/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №134/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 138/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 27/08/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018556
138/ნ
27/08/2024
ვებგვერდი, 29/08/2024
040030000.22.022.018556
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №134/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №138/ნ

2024 წლის 27 აგვისტო

ქ.თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №134/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№3822-XIIIმს-Xმპ; 30/11/2023) შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №134/ნ ბრძანების ( www.matsne.gov.ge, 11/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016654) პირველი მუხლით დამტკიცებული წესდების:

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. უნივერსიტეტის სტატუსი და სახელმწიფო კონტროლი

უნივერსიტეტი დაფუძნებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით, რომლის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს, ამ წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო).“.

2. 71  მუხლის:

ა) პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კვლევითი ერთეული  შესაძლოა არსებობდეს შემდეგი ფორმით:

ა) ინსტიტუტი, რომელიც აწარმოებს ფუნდამენტურ და გამოყენებით სამეცნიერო კვლევებს და მისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროგრამა შედგება რამდენიმე პროექტისაგან;

ბ) ცენტრი, რომელიც აწარმოებს ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს და ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით პროექტს, რომელიც არ წარმოადგენს რომელიმე ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროგრამის ჰომოგენურ ნაწილს, მაგრამ ამ პროექტს და მის კვლევით შედეგებს აქვს ან შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელობა უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისათვის;

გ) ლაბორატორია, რომლის შექმნის მიზანია  უნივერსიტეტში არსებული მატერიალური და ადამიანური რესურსების ოპტიმალური გამოყენება, ასევე ინსტიტუტების, კვლევითი ცენტრების, უნივერსიტეტის პროფესორების, მკვლევრების, მასწავლებლებისა და სტუდენტების მიერ შექმნილი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ექსპერიმენტული მხარის განხორციელება და სამეცნიერო- კვლევითი სამუშაოების დაგეგმვაში მეთოდოლოგიური დახმარება.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კვლევითი ერთეულის მმართველი ორგანოა კვლევითი ერთეულის დირექტორი/დირექტორები, რომელსაც ინსტიტუტის შემთხვევაში  ნიშნავს აკადემიური საბჭო, ხოლო ცენტრისა და ლაბორატორიის შემთხვევაში – უნივერსიტეტის რექტორი, შესაბამისი ფაკულტეტის/სკოლის დეკანის წარდგინებით.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ინსტიტუტის დირექტორი, როგორც წესი, არის უნივერსიტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი“.

3. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „თ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების კრედიტების, ასევე ერთი კვალიფიკაციის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების სხვა კვალიფიკაციის მიზნებისათვის აღიარების წესს;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისათვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე/სკოლებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების/სკოლების საბჭოების წარდგინებით;“;

გ) ქ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს სამინისტროს  მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების წარდგინებით;“.

4. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შეიმუშავებს  უნივერსიტეტის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს;“.

5. მე-18 მუხლის მე-11 პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე რექტორის ვერარჩევის შემთხვევაში აკადემიური საბჭო 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით. ერთი და იგივე პირი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.“.

6. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 29. კვლევითი ერთეულის დირექტორი (დირექტორები)

1. ინსტიტუტის დირექტორად შეიძლება დანიშნულ იქნეს პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.

2. ცენტრის ან ლაბორატორიის  დირექტორად შესაძლოა დაინიშნოს აკადემიური, კვლევითი ან დამხმარე პერსონალი.

3. კვლევითი ერთეულის დირექტორს:

ა) ინსტიტუტის შემთხვევაში ნიშნავს აკადემიური საბჭო. აკადემიურმა საბჭომ შესაძლებელია გამოაცხადოს კონკურსი ინსტიტუტის დირექტორის პოზიციის დასაკავებლად.

ბ) ცენტრისა და ლაბორატორიის შემთხვევაში ნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი, შესაბამისი ფაკულტეტის/სკოლის დეკანის წარდგინებით.

4. კვლევითი ერთეულის დირექტორი (დირექტორები):

ა) ხელმძღვანელობს კვლევითი ერთეულის საქმიანობას;

ბ) აკადემიურ საბჭოს განსახილველად წარუდგენს კვლევითი ერთეულის იმ  კვლევითი პროექტის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც საჭიროებს უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსებას; აკადემიური საბჭოს თანხმობის შემთხვევაში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აღნიშნულ პროექტებს ითვალისწინებს უნივერისტეტის საერთო ბიუჯეტში წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ უნივერსიტეტის ბიუჯეტის დამტკიცების დროს;

გ) ყოველი წლის ბოლოს აკადემიურ საბჭოს წარუდგენს საქმიანობის წლიურ ანგარიშს.“.

7. 293  მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

მუხლი 293. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო“.

8. 35-ე მუხლის პირველი პუნქტის  „ე“  ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„ე) ემერიტუსის წოდების მინიჭება;“.

9. 352 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„ბ) უვადოდ შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში, აქვს განსაკუთრებული მიღწევები სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროში, რომელიც აკმაყოფილებს აკადემიური საბჭოს/ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს მიერ დადგენილ პირობებს.“.

10. ამოღებულ იქნეს 354 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი.

11. 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„ 2. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის დანიშვნისა და არჩევის საკითხს წყვეტს უშუალოდ ამ თანამდებობაზე არჩევის/დანიშვნის გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილების მქონე პირი ან/და ორგანო. ხოლო ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფი პირი, რომელმაც მიაღწია 65 წელს, ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლდება ამ თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლის შემდეგ.“.

12. ამოღებულ იქნეს  37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.

13. 48-ე მუხლის მე-2-51 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„2. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს  სამინისტრო, რომელიც ახორციელებს უნივერსიტეტის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს  უნივერსიტეტს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

3. სამინისტროს თანხმობით უნივერსიტეტს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) სხვა გადაწყვეტილებები  უნივერსიტეტის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

4. სამინისტროს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.

5. უნივერსიტეტის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა შეიძლება მხოლოდ წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5​1. უნივერსიტეტის მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

14. 50-ე მუხლის მე-2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„2. უნივერსიტეტის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით.“.

15. 51-ე მუხლის პირველი   პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„1. წესდებაში ცვლილების პროექტს შეიმუშავებს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობითი საბჭო.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი