„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 141/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 30/08/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.018559
141/ნ
30/08/2024
ვებგვერდი, 30/08/2024
430030000.22.022.018559
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №141/ნ

2024 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
 „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110504011, 04/05/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016102) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1.  ბრძანების  23 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 24 პუნქტი:

„24. დამტკიცდეს სადოქტორო საფეხურის განათლების ჩარჩოდოკუმენტი დანართი №6-ის შესაბამისად.“;

2. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ (დანართი №1) 172 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 173 მუხლი:

„მუხლი 173. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თავისებურებანი

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება სადოქტორო საფეხურის განათლების ჩარჩოდოკუმენტით  დადგენილი სპეციალური მოთხოვნები.“;

3. ბრძანების 24 პუნქტით დამტკიცებული „სადოქტორო საფეხურის განათლების ჩარჩოდოკუმენტი“ (დანართი №6) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

მუხლი 2
1. უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა არაუგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა უზრუნველყონ   მოქმედი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობაში მოყვანა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სადოქტორო საფეხურის განათლების ჩარჩოდოკუმენტით დადგენილ მოთხოვნებთან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სადოქტორო საფეხურის განათლების ჩარჩოდოკუმენტით დადგენილი მოთხოვნები გავრცელდეს ამ ბრძანების გამოქვეყნების თარიღიდან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ დოქტორანტებზე.  

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი