„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 7 თებერვლის №06-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 7 თებერვლის №06-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 163-ძ/ს
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
მიღების თარიღი 21/08/2024
დოკუმენტის ტიპი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 040110000.33.062.016140
163-ძ/ს
21/08/2024
ვებგვერდი, 26/08/2024
040110000.33.062.016140
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 7 თებერვლის №06-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 7 თებერვლის №06-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანება №163-ძ/ს

2024 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 7 თებერვლის №06-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის,  „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024  წლის 30 ივლისის №21 დადგენილების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 5 მარტის №13 დადგენილებისა და  „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 7 თებერვლის №06-ძ/ს ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 08/02/2023, სარეგისტრაციო კოდი: 040110000.33.062.016133) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“.

2. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელების წესი დანართის შესაბამისად.“.

3. ბრძანებით დამტკიცებულ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელების წესში“ (შემდგომში – წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„მუხლი 1. წესის მიზანი და რეგულირების სფერო

1. ამ წესის მიზანია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ (შემდგომში – სამინისტრო) და მის სისტემაში მოქმედმა დაწესებულებებებმა განახორციელონ ამ წესით განსაზღვრული ბენეფიციართა მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა.

2. ეს წესი არეგულირებს სამინისტროს სისტემის სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელების პროცესსა და ამ პროცესში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობებს, განსაზღვრავს შესაბამისი კომისიის შემადგენლობასა და საქმიანობას, ადგენს პროგრამების ბენეფიციარ პირთა წრეს.“.

ბ)  წესის მე-2 მუხლის

ბ.ა)  „ ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) წესი – აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელების წესი;“;

ბ.ბ)   „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის „გ1“,  „გ2“  და „გ3“  ქვეპუნქტები:

„გ1) სამინისტროს სისტემა – წესის მიზნებისთვის, სამინისტროს სისტემაში იგულისხმება სამინისტრო, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტო“ და სააგენტოს ტერიტორიული ორგანოები;

2) სააგენტო – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტო“;

3) სააგენტოს დირექტორი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დირექტორი;“;

ბ.გ)  „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ტერიტორიული ორგანო  – სააგენტოს ტერიტორიული ორგანოები: აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო;  იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანო;  სამეგრელო-ზემო სვანეთის  ტერიტორიული ორგანო;“;

ბ.დ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ბენეფიციარი – ამ წესით გათვალისწინებული პროგრამის მიმღები აფხაზეთის მოსახლეობა, მათ შორის,  დევნილი/დევნილი ოჯახი,  ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი, საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირი, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირი, სხვა აფხაზეთის მკვიდრი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა/საინიციატივო ჯგუფი;“;

გ) წესის მე-3 მუხლის:

გ.ა) პირველ  პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“  ქვეპუნქტი:

„ი1) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ოჯახის წევრი (დედა, მამა, შვილი, ძმა, და, მეუღლე) – არაუმეტეს 1000 ლარი;“;

გ.ბ) პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) სხვა მოწყვლადი ბენეფიციარი, რომლის უმწეო მდგომარეობას მისი განცხადების გათვალისწინებითა და შეფასებით ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრავს კომისია – არაუმეტეს 1000 ლარი.“;

გ.გ) მე-3 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:“;

დ) წესის მე-4  მუხლის:

დ.ა) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სხვა მოწყვლადი ბენეფიციარი, რომლის უმწეო მდგომარეობას მისი განცხადების გათვალისწინებითა და შეფასებით ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრავს კომისია.“;

დ.ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამით ვერ ისარგებლებს ბენეფიციარი, რომელიც:

ა) სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით;4

ბ) იღებს ქირის თანხის დაფინანსებას სსიპ – „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან“ ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიიდან/გამგეობიდან.

4. ბენეფიციარზე, სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულ დევნილ/დევნილი ოჯახისათვის გადასახადი ქირის ვადა საბიუჯეტო წლის განმავლობაში შეადგენს 3 თვეს.5“;

დ.გ) მე-5 პუნტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:“;

დ.დ)  მე-5 პუნტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ცნობა/წერილი სსიპ – „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან“ ან/და  შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიიდან/გამგეობიდან ქირის თანხის დაფინანსების არმიღების თაობაზე;6“.

ე) წესის მე-5 მუხლის:

ე.ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დროს მიღებული ჭრილობის შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი – 150 ლარი;“;

ე.ბ) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის „გ1“  ქვეპუნქტი:

„გ1) საბრძოლო მოქმედებების დროს მიღებული დაზიანების შედეგად ამპუტირებული კიდურების მქონე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი – 200 ლარი;“;

ე.გ) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სხვა მოწყვლადი ბენეფიციარი, რომლის უმწეო მდგომარეობას მისი განცხადების გათვალისწინებითა და შეფასებით ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრავს კომისია – არაუმეტეს 300 ლარი.“;

ე.დ)  მე-2 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:“;

ვ)  წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:“.

ზ) წესის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. სოციალური სოლიდარობის პროგრამა

1. სოციალური სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში სადღესასწაულო დღეებში სასაჩუქრე ნობათების მიმღებ ბენეფიციარებს წარმოადგენენ:

ა) აფხაზეთიდან დევნილი, დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პირი, რომელიც არის:

ა.ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;

ა.ბ) ომის ვეტერანი, რომელიც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შედეგად გახდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;

ა.გ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი;

ა.დ) ომის ვეტერანი;

ა.ე) ოთხი და მეტი არასრულწლოვანშვილიანი ოჯახი;

ა.ვ) 90 წელს გადაცილებული პირი;

ა.ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი; 

ბ) დედ-მამით ობოლი ბავშვი;

გ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი;

დ) სხვა მოწყვლადი ბენეფიციარი, რომლის უმწეო მდგომარეობას მისი განცხადების გათვალისწინებითა და შეფასებით ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრავს კომისია.

2. სოციალური სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში სამინისტროსათვის/სააგენტოსათვის გადაცემული ჰუმანიტარული ტვირთის მიმღებ ბენეფიციარებს წარმოადგენენ:

ა) ამ წესის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბენეფიციარი;

ბ) სხვადასხვა სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომელთა მიზანია მათთვის სამინისტროს მიერ გადაცემული ჰუმანიტარული ტვირთი გადასცენ აფხაზეთიდან დევნილს/დევნილ ოჯახს, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირს, სხვა აფხაზეთის მკვიდრს.

3. სოციალური სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში  ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკის, სხვადასხვა სახის საკანცელარიო საქონლის, სპორტული ტანსაცმლის/ფეხსაცმლისა და ინვენტარის, სასოფლო-სამეურნეო, სარემონტო ხელსაწყოებისა და სხვა მოწყობილობების მიმღებ ბენეფიციარებს წარმოადგენენ ამ წესის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბენეფიციარები.

4. ამ მუხლის მიზნებისათვის გადაწყვეტილების მიღებისას  კომისია ადგენს შესაბამის რეესტრს.“.

თ) წესის მე-8 მუხლის:

თ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობის თანამონაწილეობის ქვეპროგრამის ფარგლებში:

ა) ბენეფიციარია დევნილთა განსახლების ობიექტში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა;

ბ) ბენეფიციარის დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება:

ბ.ა) შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ თანადაფინანსების/მონაწილეობის შემდგომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ დასაფინანსებელი თანხის ოდენობის შესაბამისად (სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში შესაძლოა დასაფინანსებელი თანხის პროცენტულობა/ოდენობა იყოს განსხვავებული);

ბ.ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, სადაც დაფიქსირდება ამხანაგობის მიერ საცხოვრებელ კორპუსში შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, რომლის ხარჯთაღრიცხვის შედგენის შემდგომ ამხანაგობასთან შეთანხმებით მიიღება გადაწყვეტილება პროგრამის ფარგლებში  თანადაფინანსების მიღების ოდენობაზე;

გ) ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:

გ.ა) დევნილთა განსახლების ობიექტის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განცხადება/მიმართვა;

გ.ბ) ბენეფიციარის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი), დევნილის მოწმობა (ასლი), ამხანაგობის რეგისტრაციის დოკუმენტი და ამხანაგობის კრების ოქმი პროგრამის ფარგლებში მიმართვის თაობაზე;

გ.გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, შესაბამისი რაიონის გამგეობის, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტების შემთხვევაში – შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია შესასრულებელი სამუშაოებისა და ამ სამუშაოების მუნიციპალიტეტისა და ამხანაგობის თანადაფინანსების/მონაწილეობის ოდენობა და შესასრულებელი სამუშაოების/მონაწილეობის  ხარჯთაღრიცხვა;

დ) კომისიის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით ბენეფიციარის განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში,  შეიძლება გაიცეს ადმინისტრაციული დაპირება;

ე) უფლებამოსილი დაწესებულება ადმინისტრაციული დაპირების გაცემისას, მასში მითითებულ თანადაფინანსების წილს/ოდენობას აანაზღაურებს მას შემდეგ, როდესაც სამინისტროს სისტემაში წარმოდგენილი იქნება შესასრულებელი სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (მეწარმე სუბიექტთან/მიმწოდებელთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება, ხელშეკრულების პირობების შესრულების თაობაზე მხარეთა შორის გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი და სხვა (არსებობის შემთხვევაში));“;

თ.ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„გ) ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:“;

თ.გ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და „გ“ ქვეპუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობისა და ღირებულების შესაბამისად, ამხანაგობის წილობრივი მონაწილეობის გათვალისწინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:“;

თ.დ) მე-4 პუნქტის „ა.ა.ა“ და  „ა.ა.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა.ა) მარტოხელა სოციალურად დაუცველი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში;

ა.ა.ბ) ოჯახის შემადგენლობის უმეტესობა არის საპენსიო ასაკის და სოციალურად დაუცველი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში;“;

თ.ე) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.გ“  ქვეპუნქტი:

„ა.გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი;“;

თ.ვ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ა“ და „ა.გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში  განსაზღვრულია არაუმეტეს 1000 ლარისა, ხოლო „ა.ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში არაუმეტეს 5000 ლარისა;“;

თ.ზ) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„გ) ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროს სისტემაში უნდა წარმოადგინოს:“;

ი) წესის მე-9 მუხლის:

ი.ა) მე-4 და მე-5 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომისიის თავმჯდომარედ, როგორც წესი, ინიშნება მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო კომისიის მდივნად განსახილვლელი საკითხის შესაბამისი სააგენტოს დარგობრივი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

5. კომისიის სხდომების ორგანიზებას უზრუნველყოფს სხდომის მდივანი, სააგენტოს მიერ წარდგენილი საკითხების შესაბამისად.“;

ი.ბ) მე-10 და 101 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საკითხის განხილვა ხდება კომისიაზე სააგენტოს მიერ წარდგენილი დოკუმენტების (არსებული გარემოებების შესწავლის, მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზებისა და ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დაგროვილი მონაცემების, მათ შორის ტერიტორიული ორგანოს მიერ შევსებული ფორმების საფუძველზე, რომლებიც დამუშავებულია სააგენტოს შესაბამისი დარგობრივი სტრუქტურული ერთეულის მიერ) ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე, ამ წესით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად.

101. სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამით/ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების გაწევის მიზნით, ამუშავებს ბენეფიციარისა და მის ოჯახის წევრთა პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ასევე, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში მყოფი პირების პერსონალურ მონაცემებს.“;         

ი.გ) მე-14 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. კომისიაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე წევრთა უმრავლესობა. ხმების თანაბარი გადანაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. კომისია განხილულ საკითხზე  საოქმო გადაწყვეტილებით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი, თანხმდება შემდეგზე:

ა) ბენეფიციარის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ;

ბ) ბენეფიციარის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.“;

ი.დ) მე-15 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარედგინება სააგენტოს დირექტორს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, რაც წარმოადგენს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველს.“;

ი.ე) მე-16 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებას, სააგენტოს დირექტორის ინდივიდიუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, უზრუნველყოფენ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები, მათი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრიდავით ფაცაცია