„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2020 წლის 31 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2020 წლის 31 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 21/08/2024
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016068
2
21/08/2024
ვებგვერდი, 22/08/2024
010220020.34.059.016068
„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2020 წლის 31 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის

დადგენილება №2

2024 წლის 21 აგვისტო

ქ. ბათუმი

 

„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2020 წლის 31 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2020 წლის 31 ივლისის №1 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 04/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016056) დამტკიცებულ წესში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1) შესავალი ნაწილის მე-2 აბზაცი ამოღებულ იქნეს;

2) შესავალი ნაწილის მე-3 და მე-4 აბზაცები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მხარდამჭერთა სიები უსკოში წარდგენისთანავე ილუქება პარტიის წარმომადგენლის თანდასწრებით, რაც დასტურდება, როგორც უსკოს შესაბამისი დეპარტამენტის  თანამშრომლის, ისე პარტიის წარმომადგენლის მიერ ლუქზე ხელმოწერების დატანებით.

მხარდამჭერთა სიების შემოწმების დროს უსკოს შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომელი პარტიის წარმომადგენელთან ერთად ამოწმებს ლუქის მთლიანობას და ხსნის ლუქს, რის შემდგომაც, უსკოს შესაბამისი, დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ თანმიმდევრობით მოწმდება მხარდამჭერთა ხელმოწერები შემდეგი წესით:“:

3)  1.6. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:      

„1.6. ბლანკის მე-5 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული ხელმოწერის თარიღი (მაგ.: 21.03.2016), რომელიც უნდა ემთხვეოდეს პარტიის წარმომადგენლის მიერ ბლანკის გატანისა და შემოტანის თარიღებს შორის პერიოდს. ბლანკის გატანის თარიღი დაფიქსირებულია და დამოწმებულია პარტიის წარმომადგენლის ხელმოწერით ნიმუშზე, რომლის ერთი ეგზემპლარი ინახება უსკოს შესაბამის დეპარტამენტში.“.

4) 1.8. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:      

„1.8. უსკოს შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომელი უფლებამოსილია შერჩევითობის პრინციპით მხარდამჭერთა მონაცემები გადაამოწმოს ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში (ამომჩეველთა ერთიან სიაში).“.

5) 1.9. პუნქტი ამოღებულ იქნეს;

6) 1.11. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:      

„1.11. „ხელმოწერის შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი“, სრულად უნდა იყოს მითითებული: სახელი, გვარი (ჯერ სახელი და შემდეგ გვარი), საქართველოს მოქალაქის პირადობის 11-ნიშნა ნომერი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ხელმოწერა, ბლანკის შევსების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი მაგ.: 25.08.2000), რომელიც უნდა ემთხვეოდეს პარტიის წარმომადგენლის მიერ ბლანკის გატანისა და შემოტანის თარიღებს შორის პერიოდს.“.

7) მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„3. თუ გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, მხარდამჭერთა დარჩენილი ხელმოწერების რაოდენობა შეესაბამება დადგენილ ოდენობას, უსკოს შესაბამისი დეპარტამენტი ამზადებს დასკვნას პარტიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობის თაობაზე.

4. თუ გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა კანონით დადგენილ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, დგება აქტი, პარტიის წარმომადგენელს უბრუნდება მხარდამჭერთა სიის გაბათილებული ნაწილი და მას ხარვეზის შესავსებად 3 (სამი) დღის ვადა ეძლევა. უსკოს შესაბამისი დეპარტამენტის პარტიის წარმომადგენელს ასევე გადასცემს ახალ ბლანკს.

6. თუ შემოწმების შემდეგ, მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა შეესაბამება დადგენილ ოდენობას, უსკოს შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომელი ამზადებს დასკვნას პარტიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობის თაობაზე, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში – დასკვნას კანონთან შეუსაბამობის თაობაზე.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეპარმენ ჯალაღონია
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივანიტარიელ გოგიტიძე