„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 271
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/08/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 010240060.10.003.024664
271
21/08/2024
ვებგვერდი, 22/08/2024
010240060.10.003.024664
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №271

2024 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს  მთავრობის  2011  წლის  29  დეკემბრის №508 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2011, 010240060.10.003.016668) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლის:

ა) 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„28. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების შესახებ განაცხადის შეტანიდან (გარდა ამ მუხლის 281 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) მე-8 სამუშაო დღეს დამოწმებისათვის – მომსახურების საფასური − 30 ლარი;

ბ) მე-4 სამუშაო დღეს დამოწმებისათვის – მომსახურების საფასური − 30 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 30 ლარი;

გ) მე-2 სამუშაო დღეს დამოწმებისათვის – მომსახურების საფასური − 30 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 90 ლარი;

დ) იმავე დღეს დამოწმებისათვის – მომსახურების საფასური − 30 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 120 ლარი.“;

ბ) 28-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 281 პუნქტი:

„281. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტის, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების შესახებ განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დამოწმებისათვის – მომსახურების საფასური − 30 ლარი.“;

გ) 281 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „281. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტის, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების შესახებ განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-8 სამუშაო დღეს დამოწმებისათვის – მომსახურების საფასური − 30 ლარი;

ბ) მე-4 სამუშაო დღეს დამოწმებისათვის – მომსახურების საფასური − 30 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 30 ლარი;

გ) 2 სამუშაო დღის ვადაში დამოწმებისათვის – მომსახურების საფასური − 30 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 90 ლარი.“;

დ) 29-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„29. დოკუმენტის განაცხადის შეტანიდან (გარდა ამ მუხლის 291 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) მე-8 სამუშაო დღეს ლეგალიზაციისათვის – მომსახურების საფასური − 30 ლარი;

ბ) მე-4 სამუშაო დღეს ლეგალიზაციისათვის – მომსახურების საფასური − 30 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 30 ლარი;

გ) მე-2 სამუშაო დღეს ლეგალიზაციისათვის – მომსახურების საფასური − 30 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 90 ლარი;

დ) იმავე დღეს ლეგალიზაციისათვის – მომსახურების საფასური − 30 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 120 ლარი.“;

ე) 29-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 291 პუნქტი:

„291. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტის, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტის განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ლეგალიზაციისათვის − მომსახურების საფასური − 30 ლარი.“;

ვ) 291 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„291. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტის, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-8 სამუშაო დღეს ლეგალიზაციისათვის – მომსახურების საფასური − 30 ლარი;

ბ) მე-4 სამუშაო დღეს ლეგალიზაციისათვის – მომსახურების საფასური − 30 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 30 ლარი;

გ) 2 სამუშაო დღის ვადაში ლეგალიზაციისათვის – მომსახურების საფასური − 30 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 90 ლარი.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ელექტრონული დოკუმენტის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონული აპოსტილით დამოწმებისათვის (გარდა ამ პუნქტის „ზ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – მომსახურების საფასური - 55 ლარი;“;

ბ) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ელექტრონული დოკუმენტის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონული აპოსტილით დამოწმებისათვის – მომსახურების საფასური – 55 ლარი;“;

გ) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული ელექტრონული დოკუმენტის, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული ელექტრონული დოკუმენტის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონული აპოსტილით დამოწმებისათვის – 55 ლარი;“;

დ) პირველი პუნქტის „ზ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 31 მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ელექტრონული დოკუმენტის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონული აპოსტილით დამოწმებისათვის, თუ განცხადება წარდგენილია შესაბამის ვებგვერდზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით (გარდა ამ მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – 50 ლარი;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ელექტრონული დოკუმენტის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონული აპოსტილით დამოწმებისათვის, თუ განცხადება წარდგენილია შესაბამის ვებგვერდზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით – 55 ლარი;“;

გ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული ელექტრონული დოკუმენტის, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული ელექტრონული დოკუმენტის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონული აპოსტილით დამოწმებისათვის, თუ განცხადება წარდგენილია შესაბამის ვებგვერდზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით – 50 ლარი.“;

დ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-6 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. ამ დანართის მე-2 მუხლის 281 და 291 პუნქტებით, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ1“ ქვეპუნქტითა და 31 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისათვის გადახდილი საფასურის 50% ჩაირიცხება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ანგარიშზე.“;

ბ) 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„71. ამ დანართის მე-2 მუხლის 281 და 291 პუნქტებით, აგრეთვე მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტითა და 31 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული ელექტრონული დოკუმენტის, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული ელექტრონული დოკუმენტის ელექტრონული აპოსტილით დამოწმებისათვის გათვალისწინებული მომსახურებისათვის გადახდილი საფასურის 50% ჩაირიცხება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ანგარიშზე.“.

მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებამდე წარდგენილი განცხადებების განხილვა ხორციელდება ამავე დადგენილების ამოქმედებამდე განსაზღვრული წესით.

მუხლი 3
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებისა, მე-2 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა, მე-3 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 18 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტები, მე-2 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები, მე-3 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები და მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 15 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე