დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/08/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/08/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.165.016489 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №17 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 29/12/2023, სარეგ.კოდი: 010250050.35.165.016463 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამის“ მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირველი, მეორე და მესამე ახალდაბადებული ბავშვიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების პროგრამა (კოდი 06 02 01 01) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე ოჯახებში ახალდაბადებული ბავშვების დახმარება ერთჯერადად 450 ლარის, ხოლო სხვა დასახლებაში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის 400 ლარის ოდენობით. (დახმარების მიმღებია პირველი, მეორე და მესამე შვილი, ტყუპების შეძენის შემთხვევაში დახმარებით ისარგებლებს ორივე ტყუპისცალი.) დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გააჩნდეს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 150 000-ის ჩათვლით, ან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი. პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის ცნობა ან ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან; ბ) დაბადების მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან“; ბ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა (კოდი 06 02 01 02) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მრავალშვილიან ოჯახებს მიეცემათ ერთჯერადი 400-ლარიანი დახმარება, რომლებსაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი და ორი მაინც არის 18 წლამდე ასაკის, ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე დახმარება განისაზღვრება დამატებით 100 ლარით. დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გააჩნდეს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 150 000-ის ჩათვლით ან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი. პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის ცნობა; ბ) ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის ცნობა; გ) დაბადების მოწმობის ასლები; დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ე) ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან.“; გ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამის“ მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. უდედმამო ბავშვების დახმარების პროგრამა (06 02 01 04) ა) უდედმამო 18 წლამდე ბავშვებზე დახმარების გაცემა 100 ლარის ოდენობით ყოველთვიურად მთელი წლის განმავლობაში; ბ) დედით ან მამით ობოლ 18 წლამდე ბავშვებზე დახმარების გაცემა ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით, დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 150 000-ის ჩათვლით ან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი; გ) პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია; გ.ა) მეურვეობის დამადასტურებელი ცნობა; გ.ბ) ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის ცნობა; გ.გ) დაბადების მოწმობის ასლები; გ.დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ.ე) ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან; გ.ვ) მშობლის გარდაცვალების მოწმობა.“; დ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამის“ მე-5 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. მოწყვლადი ჯგუფების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის პროგრამა (06 02 03 02) სოციალურად დაუცველ ოჯახებს (100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა), მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე პირებს (120 000 -ის ჩათვლით სარეიტინგო ქულამდე), ასევე ოჯახებს, რომელთა ეკონომიური მდგომარეობა მძიმეა და საჭიროებს ფულად დახმარებას, წლის განმავლობაში ერთჯერადად მიეცემათ საშეშე მერქნის შესაძენი თანხა 100 ლარის ოდენობით. პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან (სამიზნე ჯგუფებისთვის შესაბამისი სტატუსუს განმსაზღვრელი დოკუმენტაცია მოთხოვნის შესაბამისად); ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან; დ) მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი ოჯახის ეკონომიური მდგომარეობის შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები