დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 16 აპრილის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 70 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/08/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/08/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 23/08/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.017247 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 16 აპრილის №22 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/04/2021, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016878) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის: ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ბ.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „გ.ა“ ქვეპუნქტები: „გ) კვების ხარისხის მართვის სამმართველო: გ.ა) კვების და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილება.“. 2. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ - „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საჭიროების შემთხვევაში, მოწოდებული საქონლის მაჩვენებლების, ხარისხის, ზოგ შემთხვევაში ღირებულების მომსახურების ტექნიკურ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, აკრედიტებულ ლაბორატორიებთან და საექსპერტო დაწესებულებებთან ურთიერთობა კომპეტენტური ლაბორატორიული და საექსპერტო დასკვნების მიღების მიზნით.“; გ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები: „7. კვების ხარისხის მართვის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) სამინისტროს თავდაცვის ძალების კვების კმაყოფაზე მყოფი მოსამსახურეებისთვის შესყიდული სურსათის და კვების მომსახურების ხარისხის კონტროლი; ბ) სამინისტროს თავდაცვის ძალების და მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების კვების ბლოკებში სურსათის ტრანსპორტირების, შენახვის, გადამუშავების, მომზადების, გამოყენება-მიწოდების და ჰიგიენის ზოგადი წესების დაცვის კონტროლი; გ) სურსათის შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციის არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი; დ) საჭიროების შემთხვევაში, მოწოდებული საქონლის შესაბამისი მაჩვენებლების, ხარისხის, ზოგ შემთხვევაში ღირებულების კვების მომსახურების ტექნიკურ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, აკრედიტებულ ლაბორატორიებთან და საექსპერტო დაწესებულებებთან ურთიერთობა კომპეტენტური ლაბორატორიული და საექსპერტო დასკვნების მიღების მიზნით. 8. კვების და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) სამინისტროს თავდაცვის ძალების კვების კმაყოფაზე მყოფი მოსამსახურეებისთვის შესყიდული სურსათის და კვების მომსახურების ხარისხის კონტროლს; ბ) სამინისტროს თავდაცვის ძალების და მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით, დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების კვების ბლოკებში სურსათის ტრანსპორტირების, შენახვის, გადამუშავების, მომზადების, გამოყენება-მიწოდების და ჰიგიენის ზოგადი წესების დაცვის კონტროლს; გ) სურსათის შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციის არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 23 აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები