ხანძარსაწინააღმდეგო სამასხურის საბრძოლო წესდების დამტკიცების შესახებ

ხანძარსაწინააღმდეგო სამასხურის საბრძოლო წესდების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 264
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/03/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 18/04/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000370.01(2).000.000087
264
05/03/1996
გამოუქვეყნებელი, 0, 18/04/1996
000000370.01(2).000.000087
ხანძარსაწინააღმდეგო სამასხურის საბრძოლო წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

ბრძანება №264

1996 წლის 5 მარტი

ქ. თბილისი

ხანძარსაწინააღმდეგო სამასხურის საბრძოლო წესდების დამტკიცების შესახებ

 

1. დამტკიცდეს და შემოღებულ იქნეს სამოქმედოთ თანდართული „საქართველოს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის საბრძოლო წესდება“

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს შს მინისტრის 1995 წლის 28 ივლისის № 521 ბრძანება ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის საბრძოლო წესდების დამტკიცების შესახებ“.

 

მინისტრი

პოლიციის გენერალ-მაიორი                                                  კ. თარგამაძე

 

 

 

საქართვლოს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის საბრძოლო წესდება

ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის საბრძოლო წესდება (შემდგომში – წესდება) განსაზღვრავს ხანძრების ქრობის და მათთან დაკავშირებულ პირველრიგოვან საავარიო-სამაშველო სამუშაოთა (შემდგომში – ხანძრების ქრობის) ორგანიზების საფუძვლებს.

წესდების მოთხოვნათა შესრულება არის სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთელი პირადი შემადგენლობისათვის და ხანძრის ქრობაში ჩაბმულ სხვა ძალებისათვის (შემდგომში – ხანძრის ქრობის მონაწილენი).

მოქალაქეთა მიერ ხანძრის დამოუკიდებლად ქრობა წესდებით არ რეგულირდება.

ზოგადი დებულებანი

1. წესდებაში გამოიყენება შემდეგი ცნებები:

ხანძრის ქრობა – ადამიანთა, ქონების გადასარჩენად და ხანძრის ლიკვიდაციაზე მიმართული საბრძოლო მოქმედებანი. ხანძრის ქრობა არის სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველმყოფი სისტემის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია.

საბრძოლო მოქმედებანი – ძირითადი საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად წესდებით გათვალისწინებული ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ძალებისა და საშუალებების ორგანიზებული გამოყენება.

ძირითადი საბრძოლო ამოცანა – განსაზღვრულ ვადებსა და ფარგლებში ხანძრის ლოკალიზაციის და ლიკვიდაციის მიღწევა მის ქრობაში მონაწილე ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ძალებისა და საშუალებების შესაძლებლობებით.

ხანძრის ლოკალიზაცია – ხანძრის ქრობის სტადია (ეტაპი), რომელზეც არ არსებობს ან ლიკვიდირებულია საშიშროება ადამინებისათვის და (ან) ცხოველებისათვის, არსებული ძალებითა და საშუალებებით შეჩერებულია ხანძრის გავრცელება და შექმნილია პირობები მისი ლიკვიდაციისათვის.

ხანძრის ლიკვიდაცია – ხანძრის ქრობის სტადია (ეტაპი), რომელზეც შეჩერებულია წვა და აღმოფხვრილია პირობები მის ხელახლად გაჩენაზე.

გადამწყვეტი მიმართულება – საბრძოლო მოქმედებათა მიმართულება, რომელზეც ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ძალებისა და საშუალებების გამოყენება უზრუნველყოფს საუკეთესო პირობებს ძირითადი საბრძოლო ამოცანის გადასაწყვეტად.

საბრძოლო პოზიცია – ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის იმ ძალებისა და საშუალებების განთავსების ადგილი, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ საბრძოლო მოქმედებებს ხანძრის დროს ადამიანთა და ქონების გადასარჩენად, ცეცხლსაქრობ ნივთიერებათა მიწოდებას, სპეციალურ სამუშაოთა შესრულებას.

ხანძრის ქრობის ზურგი – ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ძალები და საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ საბრძოლო მოქმედებების ჩატარებას საბრძოლო პოზიციებზე.

2.ძირითად საბრძოლო ამოცანის შესრულებას უზრუნველყოფენ ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ძალები – სამსახურის მმართველ ორგანოთა და ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობა, მათ შორის სახანძრო-ტექნიკური სასწავლებლების კურსანტების, მსმენელები და მეთაურთა – მასწავლებელთა შემადგენლობა, სხვა ხანძარსაწინააღმდეგო ფორმირებათა პირადი შემადგენლობა, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა.

ხანძრის ქრობისათვის შესაძლებელია ჩაბმული იქნან დადგენილი წესით შინაგან საქმეთა ორგანოების პირადი შემადგენლობა, სამხედრო მომსახურენი, საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების მუშა-მოსამსახურები, აგრეთვე მოსახლეობა.

3. საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად გამოიყენება შემდეგი საშუალებანი:

სახანძრო მანქანები, მათ შორის ხანძრის ქრობისათვის მიმარჯვებული ავტომობილები;

სახანძრო-ტექნიკური შეიარაღება და სახანძრო მოწყობილობები, მათ შორის სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებანი;

ცეცხლსაქრობი საშუალებანი;

საავარიო-სამაშველო მოწყობილობები და ტექნიკა;

წარმოებათა ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები და მოწყობილობები;

სპეციალური კავშირისა და მართვის სისტემები და მოწყობილობები;

მედიკამენტები, ხელსაწყოებები და მოწყობილობები ხანძრის დროს დაზარალებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად;

სხვა საშუალებანი, დამხმარე და სპეციალური ტექნიკა.

4. ხანძრის ქრობისას საბრძოლო ამოცანების წარმატებით შესრულება ეფუძნება:

საბრძოლო მოქმედებათა ეფექტურ ორგანიზებას, მათ შორის ხანძრის ადგილზე მისი ლიკვიდაციისთვის საჭირო ძალებისა და საშუალებების დროულად თავმოყრის, მათ მოხერხებულად განლაგებასა და აქტიურ, შეტევით გამოყენებას გადამწყვეტი მიმართულების გათვალისწინებით;

ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის პირადი შემადგენლობის (შემდგომში პირადი შემადგენლობის) მამაცობას, პროფესიონალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების მაღალ დონეს, საბრძოლო გამოცდილებას;

ხანძრის ქრობის მონაწილეთა დისციპლინირებას.

ხანძრის ქრობისას ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის პირადი შემადგენლობისთვის სავალდებულოა ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარი სამმართველოს მიერ დადგენილი წესით დამტკიცებული ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნათა შესრულება (დარიგებები, ინსტრუქციები, რეკომენდაციები და სხვა.)

თავი 1.

ქვედანაყოფების საბრძოლო მოქმედებანი

5. ხანძრის ქრობის საბრძოლო მოქმედებანი (შემდგომში – საბრძოლო მოქმედებანი) შეიცავენ:

გამოძახებების დამუშავებას;

გამოძახების (ხანძრის) ადგილზე გასვლას და მსვლელობას;

ხანძრის დაზვერვას;

ადამიანთა და ქონების გადარჩენას;

საბრძოლო გაშლას;

წვის ლიკვიდაციას;

სპეციალურ სამუშაოთა შესრულებას;

შეკრებასა და ქვედანაყოფებში დაბრუნებას;

დაზვერვის, ადამიანთა და ქონების გადარჩენის, საბრძოლო გაშლის, წვის ლიკვიდაციასა და სპეციალური სამუშაოთა შესრულების საბრძოლო მოქმედებანი შესაძლებელია შესრულდეს ერთდროულად.

6. ხანძრის დროს საბრძოლო მოქმედებანი უნდა შესრულდეს შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და შესაძლებელია ჩატარდეს ხანძრის ქრობაში მონაწილეთა მაღალი ფსიქოლოგიური და ფიზიკური დატვირთვის, მაღალი რისკის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის პირდაპირი საშიშროების პირობებში. იმ საწარმოებში რომლებსაც გააჩნიათ დადგენილი წესით შემუშავებული ავარიების ლოკალიზებისა და ლიკვიდაციის გეგმები, ხანძრის ქრობის საბრძოლო მოქმედებები უნდა განხორციელდეს აღნიშნული გეგმებით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.

7. საბრძოლო პოზიციებზე უკიდურესი საჭიროების პირობებში, რომლებიც დაკავშირებულია ხანძრის ქრობაში მონაწილეთა უშუალოდ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საშიშროებასთან, საბრძოლო მოქმედებანი შესაძლებელია შესრულდეს შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის დადგენილი მოთხოვნილებიდან გადახვევებით მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და როგორც წესი, მოხალისეთა მიერ.

გამოძახებების დამუშავება

8. გამოძახებების დამუშავება ხორციელდება დადგენილი წესით ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მორიგე დისპეტჩერის (რადიოტელეფონისტის) მიერ (შემდგომში – მორიგე დისპეტჩერი) და შეიცავს:

განმცხადებლისაგან ხანძრის შესახებ ინფორმაციის მიღებას და ფიქსირებას;

მიღებული ინფორმაციის შეფასებას და გამოძახების ადგილზე გასვლის განრიგით (ძალებისა და საშუალებების მიზიდვის გეგმით) გათვალისწინებულ ძალებისა და საშუალებების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას;

სიგნალის „განგაში“ მიწოდებას;

ხანძარზე გასვლის საგზურის, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, ხანძრის ქრობის ოპერატიული გეგმების და ცეცხლმოკიდებული ობიექტების შესახებ სხვა ინფორმაციის მომზადებას და იმ თანამდებობის პირისათვის გადაცემას, რომელიც მეთაურის მორიგე ოცეულის ან მორიგე ცვლას (შემდგომში – ოცეულის მეთაური).

9. ხანძრის შესახებ განმცხადებლისგან ინფორმაციის მიღებისას მორიგე დისპეტჩერმა შეძლებისდაგვარად სრულად უნდა დაადგინოს:

ხანძრის მისამართი ან ხანძრის ადგილმდებარეობის შესახებ სხვა მონაცემები;

ადამიანთა სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიშროების არსებობა და მისი ხასიათი;

იმ ობიექტის თავისებურებანი, რომელზეც წარმოიშვა ხანძარი;

განმცხადებლის გვარი და სახელი, ტელეფონის ნომერი;

სხვა მონაცემები ხანძრის შესახებ, რომლებიც შესაძლოა იმოქმედებენ ძირითადი საბრძოლო ამოცანების წარმატებით შესრულებაზე.

„განგაშის“ სიგნალის მიწოდება ხდება დაუყოვნებლივ ხანძრის მისამართის ან მის ადგილმდებარეობის სხვა მონაცემების დადგენის და გასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე. გამოძახების დამუშავება უნდა იყოს დასრულებული შეძლებისდაგვარად მოკლე დროში და არ უნდა დააყოვნოს ხანძრის ადგილზე გასვლა და მსვლელობა.

საჭიროების შემთხვევაში და ტექნიკურ შესაძლებლობის არსებობისას ინფორმაცია ხანძრის შესახებ დისპეტჩერმა უნდა გადასცეს რადიოკავშირით ოცეულის მეთაურს მისი ხანძრის ადგილამდე მსვლელობის დროს.

გამოძახების (ხანძრის) ადგილზე გასვლა და მსვლელობა

10. გამოძახების (ხანძრის) ადგილზე გასვლა და მსვლელობა შეიცავს „განგაშის“ სიგნალის მიღებისთანავე პირადი შემადგენლობის შეკრებას და მის მიყვანას სახანძრო ავტომობილებით და სხვა მობილური სახანძრო ტექნიკით (შემდგომში – სახანძრო ავტომობილი) გამოძახების ადგილზე.

11. გამოძახების (ხანძრის) ადგილზე გასვლა და მსვლელობა უნდა განხორციელდეს შეძლებისდაგვარად მოკლე დროში რაც მიიღწევა:

მორიგე ოცეულის პირველი შემადგენლობის სწრაფი შეკრებითა და გასვლით (არაუმეტეს ნორმატიული დროის ფარგლებში);

სახანძრო ავტომობილების უმოკლესი მარშრუტით სწრაფი მოძრაობით. ამასთან სპეცსიგნალებისა და მოძრაობის წესების მოთხოვნებიდან გადახვევის პირობებში სავალდებულო უსაფრთხოების უზრუნველყოფით;

გასვლის რაიონის თავისებურებების ცოდნით.

12. ხანძრის ადგილზე სახანძრო ავტომობილების მსვლელობის დროის შესამცირებლად მათი მსვლელობის მარშრუტებზე საჭიროების შემთხვევაში და დადგენილი წესით შესაძლებელია საგზაო მოძრაობის გადაკეტვა.

13. გამოძიების ადგილზე მსვლელობა შეიძლება იყოს შეჩერებული მხოლოდ გარნიზონის მორიგე დისპეტჩერის განკარგულებით.

მსვლელობის გზაზე სათაო სახანძრო ავტომობილის იძულებით გაჩერებისას, მომდევნო ავტომობილები ჩერდებიან და განაგრძობენ შემდგომ მოძრაობას ოცეულის მეთაურის მითითებით. მეორე ან მომდევნო ავტომობილების იძულებით გაჩერებისას დანარჩენები გაჩერების გარეშე განაგრძობენ მოძრაობას გამოძახების ადგილზე. მანქანის მოძრაობის შეწყვეტისას სახანძრო ავტომობილზე უფროსი მეთაური დაუყოვნებლივ აცნობებს მორიგე დისპეტჩერს მომხდარის შესახებ.

იმ შემთხვევაში, როდესაც მორიგე ოცეულის ათეული დამოუკიდებლად გადის გამოძახების ადგილზე და მსვლელობისას მოხდა სახანძრო ავტომობილის იძულებითი გაჩერება, ათეულის მეთაური ატყობინებს მომხდარის შესახებ მორიგე დისპეტჩერს და ღებულობს ზომებს გამოძახების ადგილზე პირადი შემადგენლობის და სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების მისაყვანად.

14. გამოძახების ადგილზე ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფების რკინიგზით, წყლის ან საჰაერო ტრანსპორტით მსვლელობისას უფროსი მეთაური ვალდებულია:

უზრუნველყოს სახანძრო ტექნიკისა და მოწყობილობის გამართულობა;

გაუკეთოს ორგანიზება პირადი შემადგენლობის განთავსებას, კვებას და დასვენებას.

ხანძრის დაზვერვა

15. ხანძრის დაზვერვა წარმოადგენს იმ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც ტარდება ხანძრის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, მდგომარეობის შესაფასებლად და საბრძოლო მოქმედების ორგანიზებისათვის გადაწყვეტილებების მისაღებად.

დაზვერვა ტარდება განუწყვეტლივ ხანძარზე გასვლის მომენტიდან მის ლიკვიდაციამდე.

16. დაზვერვის ჩატარებისას საჭიროა დადგინდეს:

ადამიანებისათვის საფრთხის არსებობა და ხასიათი, მათი ადგილსამყოფელი, გადარჩენის (დაცვის) გზები, ხერხები და საშუალებანი, აგრეთვე ქონების დაცვის (ევაკუაციის) აუცილებლობა;

ხანძრის მეორადი გამოვლენის საშიში ფაქტორების არსებობა და შესაძლებლობა, მათ შორის განპირობებული ხანძრის ობიექტზე არსებული წარმოების ტექნოლოგიისა და ორგანიზაციის თავისებურებები;

წვის ადგილი და ფართობი, რაც იწვის, ცეცხლის გავრცელების გზები;

ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებების არსებობა და მათი გამოყენების შესაძლებლობა;

უახლესი წყლის წყაროების ადგილმდებარეობა და მათი გამოყენების შესაძლო ხერხები;

ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტროდანადგარების არსებობა და მათი გამორთვის მიზანშეწონილობა;

სამშენებლო კონსტრუქციების გახსნის და დაშლის ადგილები;

ხანძრის ჩასაქრობად საჭირო ძალებისა და საშუალებების შესაყვანად შესაძლო გზები და გადამწყვეტი მიმართულების შესარჩევად სხვა საჭირო მონაცემები.

საჭიროების შემთხვევაში და მდგომარეობის შესაბამისად დაზვერვაში მონაწილე პირადი შემადგენლობა ასრულებს სხვა საბრძოლო მოქმედებებსაც.

17. დაზვერვას ატარებენ ხანძრის ქრობის ხელმძღვანელი, მისი დავალებით სხვა პირები, აგრეთვე თანამდებობის პირები, რომლებიც ხელმძღვანელობენ საბრძოლო მოქმედებებს მათზე დავალებულ სამუშაო უბანზე.

დაზვერვის ორგანიზებისას ხანძრის ქრობის ხელმძღვანელი:

ადგენს დაზვერვის ჩატარების მიმართულებებს და ყველაზე რთულ და საპასუხისმგებლო მიმართულებაზე თავად ატარებს მას;

საზღვრავს დაზვერვის ჯგუფების რაოდენობასა და შემადგენლობას, სახავს მათ წინაშე ამოცანებს, განსაზღვრავს კავშირის გამოსაყენებელ საშუალებებსა და წესს, აგრეთვე დაზვერვისთვის საჭირო სახანძრო-ტექნიკურ შეიარაღების, მოწყობილობებსა და აღჭურვილობას;

ადგენს პირადი შემადგენლობის მიერ უსაფრთხოების ტექნიკის წესების შესრულების თავისებურებებს.

ადგენს დაზვერვის მსვლელობისას მიღებული ინფორმაციის გადაცემის წესს.

18. დაზვერვის ჯგუფის შემადგენლობაში შედიან:

ხანძრის ქრობის ხელმძღვანელი და მეკავშირე, თუ ხანძარზე მისულია ერთი ათეული;

ხანძრის ქრობის ხელმძღვანელი, ერთ-ერთი ათეულის მეთაური და მეკავშირე, თუ ხანძარზე გასულია ორი ან მეტი ათეული;

დაზვერვის ჯგუფთა რაოდენობა და შემადგენლობა შესაძლებელია შეიცვალოს ხანძრის ქრობის ხელმძღვანელის მიერ ხანძარზე შექმნილი ოპერატიული მდგომარეობის გათვალისწინებით.

19. დაზვერვის ჩამტარებელი პირადი შემადგენლობა მოვალეა;

თან იქონიოს ინდივიდუალური დაცვის, მაშველი, კავშირის, ქრობის საჭირო საშუალებები, განათების ხელსაწყოები, აგრეთვე იარაღები კონსტრუქციების გახსნისა და დაშლისათვის;

ჩაატაროს სამუშაოები ადამიანთა გადასარჩენად მათთვის უშუალო საფრთხის გაჩენის შემთხვევაში;

საჭიროების შემთხვევაში გაუწიოს პირველადი სამედიცინო დახმარება ხანძარზე დაზარალებულებს;

დაზვერვასთან ერთად შეძლებისდაგვარად მიიღოს ზომები ხანძრის ჩასაქრობად და ქონების დასაცავად ყველა შესაძლო საშუალებებით;

დაიცვას უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნები და სასუნთქ ორგანოთა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით მუშაობის წესები;

დროულად მოახსენოს დადგენილი წესით დაზვერვის შედეგები და მის მსვლელობისას მიღებული ინფორმაცია.

ადამიანთა და ქონების გადარჩენა

20. ხანძრის დროს ადამიანთა გადარჩენა არის საბრძოლო მოქმედებების უმთავრესი სახეობა და წარმოადგენს ხანძრის საშიში ფაქტორების ზემოქმედების და მეორადი გამოვლენის ზონიდან ადამიანთა ევაკუაციის ან მათი ზემოქმედებისაგან და მეორედი გამოვლენისგან ადამიანთა დაცვის ზომების ერთობლიობას.

ხანძრის დროს ადამიანთა გადარჩენა უნდა ჩატარდეს ისეთი ხერხებითა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რომლებიც უზრუნველყოფენ უდიდეს უსაფრთხოებას და საჭიროების შემთხვევაში პანიკის აღმკვეთი ღონისძიებების განხორციელებით.

ხანძრის დროს ქონების გადარჩენა ხორციელდება ხანძრის ქრობის ხელმძღვანელის მითითებით შესასრულებელი საბრძოლო ამოცანების მნიშვნელობის და გადაუდებლობის მიხედვით.

21. ადამიანთა და ქონების გადარჩენის ძირითადი ხერხებია:

მათი გადაადგილება, მათ შორის ჩაყვანა ან აყვანა უსაფრთხო ადგილზე სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

მათი დაცვა ხანძრის საშიში ფაქტორების ზემოქმედებისაგან.

ხანძრის ქრობის პირობების და ხანძარზე დაზარალებულთა მდგომარეობის გათვალისწინებით ადამიანთა უსაფრთხო ადგილზე გადაადგილება ხორციელდება შემდეგი საშუალებებით:

საშიში ზონიდან მათი დამოუკიდებელად გამოსვლის ორგანიზებით;

საშიში ზონიდან მათი გამოყვანით ან გამოტანით მეხანძრეების მიერ.

ხანძრის საშიში ფაქტორების ზემოქმედებისგან ადამიანთა დაცვა ხორციელდება მათი უსაფრთხო ადგილზე გადაადგილების პროცესში, აგრეთვე როდესაც ასეთი გადაადგილების განხორციელება შეუძლებელია. აღნიშნული დაცვა უნდა განხორციელდეს შეძლებისდაგვარად ყველზე ეფექტური საშუალებებისა და ხერხების გამოყენებით, მათ შორის კონსტრუქციების, მოწყობილობების, ობიექტების გასაგრილებლად (დასაცავად), შენობებში ტემპერატურის დასაწევად, კვამლის მოსაშორებლად, ნივთიერებების ან მასალების აფეთქების ან აალების თავიდან ასაცილებლად ცეცხლსაქრობი ნივთიერებების მიწოდებით.

22. ადამიანთა და ქონების გადასარჩენად გამოიყენება შემდეგი ძირითადი საშუალებები:

ავტოკიბეები და ავტოასაწევები;

სტაციონალური და ხელის სახანძრო კიბეები;

სამაშველო მოწყობილობები (სამაშველო სახელოები, თოკები, ტრაპები და ინდივიდუალური სამაშველო მოწყობილობები);

სასუნთქ ორგანოთა დაცვის აპარატები;

საავარიო-სამაშველო დანადგარები და მოწყობილობები;

გასაბერი და საამორტიზაციო მოწყობილობები;

საფრები აპარატები;

სხვა ხელმისაწვდომი, მათ შორის მომარჯვებული სამაშველო საშუალებები.

23. ადამიანთა გადარჩენისას დაზარალებულებს გაეწევათ პირველადი სამედიცინო დახმარება.

24. ძალებისა და საშუალებების საკმარისი რაოდენობისას ხანძრის დროს ადამიანთა და ქონების გადარჩევა ხორციელდება სხვა საბრძოლო მოქმედებებთან ერთად. თუ ძალები და საშუალებები არ არის საკმარისი, ამ შემთხვევაში ისინი გამოიყენება მხოლოდ ადამიანთა გადასარჩენად; სხვა საბრძოლო მოქმედებები არ ტარდება ან უნდა შეჩერდეს.

ხანძარზე სამაშველო სამუშაოების ჩატარება უნდა შეწყდეს მხოლოდ ადამიანთა ყველა შესაძლო ადგილსამყოფელის დათვალიერების შემდეგ და თუ იქ არ იმყოფებიან ადამიანები, რომლებსაც ესაჭიროებათ შველა.

საბრძოლო გაშლა

25. საბრძოლო გაშლა – არის პირადი შემადგენლობის მოქმედებანი, რომლებიც მიმართულია ხანძრის ქრობის საბრძოლო ამოცანის შესრულებისათვის გამოძახების ადგილზე მისული სახანძრო ავტომობილების მზადყოფნაში მოყვანაზე. საბრძოლო გაშლა შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:

საბრძოლო გაშლისათვის მომზადება;

წინასწარი საბრძოლო გაშლა;

სრული საბრძოლო გაშლა;

საბრძოლო გაშლა სახანძრო ავტოცისტერნებსა და ავტოტუმბოებზე (სატუმბო-სახელოიან ავტომობილებზე) ხორციელდება წინამდებარე წესდების 26-28 მუხლების შესაბამისად. ამასთან ერთად საბრძოლო გაშლა ხანძრის ადგილზე მოსული პირველი ავტოცისტერნიდან სრულდება პირველი ლულის მიწოდებით გადამწყვეტ მიმართულებაზე.

საბრძოლო გაშლა სხვა სახანძრო ავტომობილებზე სრულდება მათი ექსპლუატაციის შესახებ ინსტრუქციების და ხანძრის ქრობის რეკომენდაციების (მითითებების) თანახმად.

26. საბრძოლო გაშლისათვის მომზადება ტარდება უშუალოდ გამოძახების (ხანძრის) ადგილზე მისვლისას. ამ დროს სრულდება შემდეგი მოქმედებანი:

სახანძრო ავტომობილის დაყენება წყლის წყაროზე და სახანძრო ტუმბოს მოყვანა მუშა მდგომარეობაში;

საჭირო სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების სამაგრეებიდან გათავისუფლება;

ლულიანი სახელოს ხაზის მიერთება ტუმბოს დასაწნევ მილყელთან, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი ხანძრის ქრობის ხელმძღვანელის მიერ.

სხვა მოსამზადებელი მოქმედებანი ხორციელდება ოცეულის მეთაურის ან ხანძრის ქრობის ხელმძღვანელის მითითებით.

27. გამოძახების (ხანძრის) ადგილზე წინასწარი საბრძოლო გაშლა ტარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ნათლად ჩანს საბრძოლო მოქმედებების შემდგომი ორგანიზაცია ან მიღებულია მითითება ხანძრის ქრობის ხელმძღვანელისაგან.

წინასწარი საბრძოლო გაშლისას:

ასრულებენ წინამდებარე წესდების 26-ე მუხლით გათვალისწინებულ მოქმედებებს;

გაჰყავთ მაგისტრალური სახელოიანი ხაზები;

აყენებენ განშტოებებს, რომლებთანაც განთავსდება სახელოები და ლულები მუშა ხაზების გასაყვანად, აგრეთვე სხვა საჭირო სახანძრო-ტექნიკურ შეიარაღებას.

28. გამოძახების (ხანძრის) ადგილზე სრული საბრძოლო გაშლა ხორციელდება ხანძრის ქრობის ხელმძღვანელის მითითებით, აგრეთვე ცეცხლსაქრობ ნივთიერებათა მიწოდების აშკარა საჭიროების შემთხვევაში.

სრული საბრძოლო გაშლისას:

ასრულებენ წინამდებარე წესდების 27-ე მუხლით გათვალისწინებულ მოქმედებებს;

ადგენენ მელულეების საბრძოლო პოზიციებს, რომლებთანაც გაჰყავთ მუშა სახელოიანი ხაზები;

ავსებენ ცეცხლსაქრობი ნივთიერებებით მაგისტრალურ და მუშა (გადამკეტი ლულების არსებობისას) სახელოიან ხაზებს.

29. საბრძოლო გაშლის და შემდგომი საბრძოლო მოქმედებებისას ხანძრის ქრობაში მონაწილეთა უსაფრთხოების, მოსული სახანძრო ტექნიკის მანევრის შესაძლებლობის, სარეზერვო სახანძრო ტექნიკის დაყენების უზრუნველსაყოფად შესაძლებელია ჩატარდეს საჭირო მოქმედებები ხანძრის ადგილზე უცხო პირთა შესვლის, აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის ან აკრძალვისათვის. შინაგან საქმეთა ორგანოების შესაბამისი სამსახურების მოსვლამდე აღნიშნული მოქმედებები შესაძლებელია ჩაატაროს პირადმა შემადგენლობამ ხანძრის ქრობის ხელმძღვანელის მიერ დადგენილი წესით.

30. სახელოიანი ხაზების გაყვანისას საჭიროა:

მელულეების პოზიციებთან უმოკლესი, ყველაზე მოსახერხებელი გზები შეირჩეს ისე, რომ არ ჩაიხერგოს ადამიანთა და ქონების საევაკუციო გზები;

მათი დაცულობისა და დაზიანებისაგან დაცვის უზრუნველყოფა, მათ შორის სახლოიანი ბოგირების დაყენების და სახელოიანი საკავების გამოყენების გზით;

განშტოებების დაყენება მარაგის შექმნა საბრძოლო მოქმედებების გადამწყვეტ მიმართულებაზე გამოსაყენებლად.

სახელოიანი ხაზების გაყვანა სახელოიანი ავტომობილების გამოყენებით უნდა განხორციელდეს მისი ექსპლუატაციის შესახებ ინსტრუქციის შესაბამისად.

წვის ლიკვიდაცია

31. წვის ლიკვიდაცია – არის პირადი შემადგენლობის მოქმედება, რომელიც უზრუნველყოფს ხანძარზე ნივთიერებათა და მასალათა წვის შეწყვეტის, მათ შორის ხანძრის კერაში ცეცხლსაქრობი ნივთიერებების მიწოდების მეშვეობით.

32. ნივთიერებათა და მასალათა (შემდგომში-საწვავი) წვის შეწყვეტის ძირითადი ხერხებია:

წვის ზონის გაგრილება ცეცხლსაქრობი ნივთიერებებით ან საწვავის არევით;

საწვავის ან დამჟანგველის (ჰაერის) გაზავება ცეცხლსაქრობი ნივთიერებებით;

წვის ზონიდან საწვავის ან დამჟანგველის იზოლაცია ცეცხლსაქრობი ნივთიერებებით და (ან) სხვა საშუალებებით;

წვის რეაქციის ქიმიური დამუხრუჭება ცეცხლსაქრობი ნივთიერებებით;

წვის შეწყვეტა შეიძლება მიღწეული იქნას ჩამოთვლილი ხერხების კომბინირებული გამოყენებით.

33. ცეცხლსაქრობი ნივთიერების შერჩევა დგინდება საწვავის ფიზიკო-ქიმიური თვისებებით, დასახული საბრძოლო ამოცანით, წვის შეწყვეტის ხერხით და სხვა ვითარებებით.

საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად საჭირო ცეცხლსაქრობ ნივთიერებათა რაოდენობას და ხარჯს განაპირობებს ხანძრის განვითარების თავისებურებანი და მისი ქრობის ორგანიზაცია, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფების ტაქტიკური შესაძლებლობები, გამოყენებადი ტექნიკის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები და განისაზღვრება მათი მიწოდების საჭირო ინტენსიურობის გათვალისწინებით, რომელიც დადგენილია მოქმედი ნორმატივებით და რეკომენდაციებით, აგრეთვე ხანძრის ქრობის პრაქტიკული გამოცდილებით.

იმ შემთხვევაში, როდესაც საბრძოლო ამოცანის წარმატებით შესასრულებლად ცეცხლსაქრობ ნივთიერებათა რაოდენობა არ არის საკმარისი, უნდა გაუკეთდეს ორგანიზება მის მიწოდებას ხანძრის ადგილზე, მათ შორის გადატუმბვით და მიზიდვით სახანძრო ავტომობილების, ხანძრის ქრობისათვის მომარჯვებული ტექნიკის, ცეცხლსაქრობ ნივთიერებათა ტრანსპორტირების სხვა ხერხებისა და საშუალებების გამოყენებით.

34. ცეცხლსაქრობ ნივთიერებათა მიწოდებისას უპირველეს ყოვლისა საჭიროა ხანძრის ქრობის არსებული სტაციონალური დანადგარებისა და სისტემების გამოყენება.

ხელის სახანძრო ლულებით მუშაობისას საჭიროა:

ცეცხლსაქრობ ნივთიერებათა მოწოდება განხორციელდეს პირველ რიგში გადამწყვეტი მიმართულებით;

ცეცხლსაქრობ ნივთიერებათა მიწოდების უზრუნველყოფა უშუალოდ ხანძრის კერაში უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნათა დაცვით;

მასალების, კონსტრუქციების, მოწყობილობის გაგრილება ჩამონგრევის აღსაკვეთად და (ან) წვის განვითარების შესაზღუდად;

არ მოხდეს ცეცხლსაქრობ ნივთიერებათა მიწოდების შეწყვეტა და საბრძოლო პოზიციის მიტოვება უფროსის ნებართვის გარეშე;

გამოირიცხოს წვის შესაწყვეტად გამოყენებული ქაფის ან ფხვნილის ფენაზე წყლის ზემოქმედების შემთხვევები;

არ იქნას დაშვებული წყლის ზედმეტი დაღვრა.

35. ცეცხლსაქრობ ნივთიერებათა მიწოდებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას არსებული საინჟინრო მოწყობილობები, შენობების (ნაგებობების) კომუნიკაციები და ჩატარდეს სპეციალური სამუშაოები, მათ შორის კონსტრუქციების გახსნა და დაშლა.

0,38 კვ და მეტი ძაბვის ქვეშ მყოფ ელექტრომოწყობილობათა განლაგების ადგილებში ელექტროგამტარ ცეცხლსაქრობ ნივთიერებათა მიწოდება ხორციელდება დასახლებული პუნქტის (საწარმოს) ენერგოსამსახურის წარმომადგენლის მიერ ელექტრომოწყობილობის გამორთვის და უფლებამოსილი თანამდებობის პირისგან დადგენილი წესით შესაბამისი დაშვების მიღების შემდეგ (თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მითითებებით და რეკომენდაციებით, რომლებიც დამტკიცებულია დადგენილი წესით).

სპეციალური სამუშაოების შესრულება

36. სპეციალური სამუშაოები – არის სპეციალური ტექნიკური საშუალებებისა და (ან) ცოდნის გამოყენებით საბრძოლო ამოცანების შესრულების უზრუნველყოფაზე მიმართული პირადი შემადგენლობის მოქმედებანი.

ძირითადი სპეციალურ სამუშაოებს მიეკუთვნება:

სახანძრო კავშირგაბმულობის (შემდგომში – კავშირგაბმულობის) ორგანიზება;

გამოძახების (ხანძრის) ადგილის განათება;

კონსტრუქციების გახსნა და დაშლა;

სიმაღლეზე ასვლა (ჩამოსვლა);

დამცავი ღონისძიებების შესრულება;

დაზარალებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა;

ტექნიკური საშუალებების მუშაობის უნარის აღდგენა.

37. კავშირგაბმულობის ორგანიზება ხორციელდება ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ძალების მართვისა და გამოძახების (ხანძრის) ადგილზე მათი ურთიერთმოქმედების უზრუნველსაყოფად.

კავშირგაბმულობის ორგანიზება შეიცავს ხანძრის ქრობის ხელმძღვანელის მიერ კავშირგაბმულობის გამოსაყენებელი სქემების განსაზღვრას, მათი რეალიზაციისთვის კავშირგაბმულობის საშუალებების მომზადებას, საბრძოლო ამოცანების დასახვის პირადი შემადგენლობის წინაშე, რომელიც ასრულებს ამ ფუნქციებს კავშირგაბმულობის გამოყენებისას უნდა იყოს უზრუნველყოფილი ინფორმაციის გადაცემის დადგენილი წესების, მათ შორის რადიომიმოცვლის წესების დაცვა.

38. გამოძახების (ხანძრის) ადგილის განათება ხორციელდება ხანძრის ქრობის ხელმძღვანელის მითითებით არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, მათ შორის ძლიერი გაკვამლიანებისას.

გამოძახების (ხანძრის) ადგილის განათებისთვის გამოიყენება ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის შეიარაღებაში მქონე სპეციალური სახანძრო ავტომობილების გამანათებელი მოწყობილობა, აგრეთვე ამ მიზნებისთვის განკუთვნილი სხვა საშტატო საშუალებანი.

გამოძახების (ხანძრის) ადგილზე ქრობის ხელმძღვანელის მითითების თანახმად დამატებით შეიძლება იყოს გამოყენებული წარმოებების გამანათებელი საშუალებანი.

39. შენობის (ნაგებობის) კონსტრუქციების გახსნა და დაშლა ტარდება ადამიანების, ქონების გადარჩენის, ხანძრის გავრცელების შეზღუდვის, წვის ზონაში ცეცხლსაქრობი ნივთიერებების მიწოდების, სხვა სამუშაოების ჩატარებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით.

კონსტრუქციების დაშლა წვის ფარულ კერებთან მისვლის უზრუნველსაყოფად ტარდება ამ კერების ჩასაქრობად საჭირო ძალებისა და საშუალებების თავმოყრის შემდეგ.

40. სიმაღლეზე ასვლა (ჩამოსვლა) ტარდება ადამიანების, ქონების გადასარჩენად და დასაცავად საჭირო ძალებისა და საშუალებების თავმოყრისთვის, ცეცხლსაქრობი ნივთიერებების მისაწოდებლად, სხვა სამუშაოების ჩასატარებლად.

სიმაღლეზე ასვლა (ჩამოსვლა) ხორციელდება შენობიდან (ნაგებობებიდან) ევაკუაციის გზებისა და საშუალებების, აგრეთვე წესდების 22-ე მუხლში ჩამოთვლილი სამაშველო ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. საჭიროების შემთხვევაში ამ მიზნებისათვის დაშვებულია სხვა, მათ შორის მომარჯვებული, საშუალებების გამოყენება.

პირადი შემადგენლობის სიმაღლეზე ასაყვანად გამოყენებული სამაშველო ტექნიკური საშუალებების დაყენების ადგილის შეცვლა დაიშვება მხოლოდ აღნიშნული პირადი შემადგენლობის შეტყობინების შემდეგ.

41. დამცავ ღონისძიებათა შესრულება ხორციელდება საბრძოლო მოქმედებების ჩატარების უსაფრთხო პირობების და ამოცანების წარმატებითი ჩატარების უზრუნველსაყოფად. ხანძრის ადგილზე დამცავი ღონისძიებების შესრულებისას დადგენილი წესით შეიძლება იყოს გამორთული (ჩართული), ბლოკირებული, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში დანგრეული მოწყობილობანი, მექანიზმები, ტექნოლოგიური აპარატები, ვენტილაციისა და აერაციის დანადგარები, ელექტროდანადგარები, გათბობების, გაზმომარაგების, კანალიზაციის, შიდასაობიექტო ტრანსპორტის სისტემები და სხვა მაღალი საშიშროების წყაროები.

ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტროდანადგარები ხანძრის დროს ითიშება (უდენურდება) ობიექტის ან დასახელებული პუნქტის ენერგოსამსახურის სპეციალისტების მიერ დამოუკიდებლად ან ხანძრის ქრობის ხელმძღვანელის მითითებით.

აუცილებლობის შემთხვევაში 0,22 კვ-დე ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტროსადენები და სხვა დენგადამტანი ელემენტები შეიძლება გამოირთოს (გაუდენურდეს) ხანძრის ქრობის ხელმძღვანელის მითითებით პირადი შემადგენლობის მიერ იმ შემთხვევაში, თუ ისინი:

სახიფათოა ხანძრის ქრობის მონაწილეთათვის;

ქმნიან ხანძრის ახალი კერების გაჩენის საფრთხეს;

აფერხებენ საბრძოლო მოქმედების ჩატარებას.

გამორთვა ხორციელდება ტექნიკის უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვით და ტექნოლოგიური პროცესის თავისებურებათა გათვალისწინებით.

42. დაზარალებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა სრულდება პირადი შემადგენლობის მიერ ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ნორმატიული დოკუმენტებით დადგენილი წესით. ამ მიზნით, აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება იყოს გამოყენებული სასუნთქ ორგანოთა ინდივიდუალური დაცვის საშუალებანი, პირველადი სამედიცინო დახმარების, აგრეთვე სხვა, მათ შორის მომარჯვებული, საშუალებანი.

43. ტექნიკურ საშუალებათა მუშაობის უნარის აღდგენა – არის ხანძრის ადგილზე შესრულებული სახანძრო ტექნიკის მოწყობილობების, სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების, კავშირგაბმულობის და მართვის საშუალებათა, აგრეთვე ობიექტის კომუნიკაციებისა და მოწყობილობების დროებითი შეკეთების და ტექნიკური მომსახურების გადაუდებელი სამუშაოები, რომლებიც სრულდება საბრძოლო ამოცანების გადასაწყვეტად მათი გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში. ხანძარზე აღნიშნული სამუშაოები ტარდება ზურგის მიერ.

შეკრება და ქვედანაყოფში დაბრუნება

44. შეკრება და ქვედანაყოფში დაბრუნება – არის პირადი შემადგენლობის მოქმედებანი, რომლებიც მიმართულია ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ძალებისა და საშუალებების ხანძრის ადგილიდან ქვედანაყოფში (მუდმივი დისლოკაციის ადგილზე) დაბრუნებაზე.

45. ხანძრის ადგილზე ძალებისა და საშუალებების შეკრება ითვალისწინებს:

პირადი შემადგენლობის ადგილზე ყოფნის შემოწმებას;

კუთვნილების ტაბელის თანახმად მოწყობილობების და სახანძრო-ტექნიკური შეიარაღებების შეკრებას და კომპლექტიანობის შემოწმებას;

სახანძრო ავტომობილებზე მოწყობილობებისა და სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების განთავსებას და დამაგრებას;

გამოყენებული გარე ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენის უსაფრთხო მდგომარეობაში მოყვანის ზომების მიღებას;

საჭიროების შემთხვევაში ხანძრის ქრობისას გამოყენებულ ცეცხლსაქრობ ნივთიერებათა ალაგებას (ამოტუმბვას).

ხანძრის ადგილზე ძალებისა და საშუალებების შეკრების დამთავრების და მათი ქვედანაყოფში დაბრუნებისთვის მზადყოფნის შესახებ ოცეულის მეთაური (ათეულის მეთაური) პატაკს აბარებს ხანძრის ქრობის ხელმძღვანელს და (ან) გარნიზონის მორიგე დისპეტჩერს.

46. მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნება ხდება უახლოესი მარშრუტით მორიგე დისპეტჩერთან კავშირის შენარჩუნებით. ამასთანავე უნდა ჩატარდეს ავტოცისტერნის წყლით გამართვა.

თავი 2.

ხანძარზე საბრძოლო მოქმედებების მართვა

47. ხანძარზე საბრძოლო მოქმედებების მართვა – არის თანამდებობის პირთა მიერ ხანძრის ადგილზე საბრძოლო მოქმედებების ჩატარებისას პირადი შემადგენლობისა და ხანძრის ქრობის სხვა მონაწილეთა ხელმძღვანელობის მიზანმიმართული მოღვაწეობა.

48. ხანძარზე საბრძოლო მოქმედებათა მართვა ითვალისწინებს:

მდგომარეობის შეფასებას და ხანძრის ადგილზე საბრძოლო მოქმედებათა მართვისათვის წინამდებარე წესდების შესაბამისი შტატგარეშე სტრუქტურის შექმნას;

ოპერატიულ თანამდებობის პირთა კომპეტენციისა და მათი პერსონალური პასუხისმგებლობის დადგენას დასახული ამოცანების შესრულებისას;

ხანძრის ქრობის მოქმედებათა დაგეგმვას, მათ შორის საჭირო ძალებისა და საშუალებების დადგენას, ხანძრის ქრობის საბრძოლო მოქმედებათა ორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას;

ხანძრის ქრობის მონაწილეთა წინაშე ამოცანის დასახვას, კონტროლისა და ხანძარზე მდგომარეობის შეცვლაზე საჭირო რეაგირების უზრუნველყოფას;

ხანძარზე მდგომარეობის შეცვლის, მისი ქრობისათვის გამოყენებულ ძალებისა და საშუალებების აღრიცხვას დადგენილი წესით, აგრეთვე საჭირო ინფორმაციის რეგისტრაციას, მათ შორის მორიგე დისპეტჩერის მიერ და გარნიზონის მართვის სპეციალური სამსახურის ტექნიკური საშუალებების მეშვეობით;

ხანძრის ქრობის საბრძოლო მოქმედებათა ეფექტურობის უზრუნველსაყოფად მიმართულ სხვა ღონისძიებათა ჩატარებას.

49. ხანძრის ქრობას უშუალოდ ხელმძღვანელობს ხანძრის ქრობის ხელმძღვანელი, ხანძარზე მოსული ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის უფროსი თანამდებობის პირი (თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული). ხანძრის ქრობის ხელმძღვანელი ერთმმართველობის პრინციპზე ხელმძღვანელობს პირად შემადგენლობას, რომელიც მონაწილეობს ხანძრის ქრობის საბრძოლო მოქმედებათა შესრულებაში, აგრეთვე ხანძრის ჩასაქრობად მოზიდული ძალებით.

ხანძრის ქრობის ხელმძღვანელის მითითება სავალდებულოა შესრულებისთვის თანამდებობის პირთა და მოქალაქეთა მიერ იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ხორციელდება ხანძრის ქრობის საბრძოლო მოქმედებანი.

ხანძრის ქრობის დროს არავის არა აქვს უფლება ჩაერიოს ხანძრის ქრობის ხელმძღვანელის მუშაობაში ან გააუქმოს მისი განკარგულება.

50. წესდების 52-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით ხანძრის ქრობის ხელმძღვანელად ითვლება:

ხანძარზე პირველი მისული ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის უფროსი თანამდებობის პირი;

ხანძარზე პირველი მისული საუწყებო ან ნებაყოფლობითი სახანძრო დაცვის უფროსი თანამდებობის პირი (შსს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამდებობის პირთა არყოფნის შემთხვევაში), თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ნორმატიული სამართლებრივი აქტებით ან მოქმედი ხელშეკრულებებით.

51. ხანძარზე მისული ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ძალებისა და საშუალებების რაოდენობის მიხედვით ხანძრის ქრობას ხელმძღვანელობს:

ერთი მორიგე ოცეულის (ათეულის) მუშაობისას – უფროსი თანამდებობის პირი, რომელიც მეთაურობს ოცეულს (ათეულს), ან გარნიზონის ოპერატიული მორიგე;

ორი და მეტი ქვედანაყოფის მუშაობისას – იმ ქვედანაყოფს (მორიგე ოცეულის) მეთაური უფროსი თანამდებობის პირი, რომლის გასვლის რაიონშიც გაჩნდა ხანძარი, ან გარნიზონში დადგენილი წესის შესაბამისად ხანძრის ქრობის ხელმძღვანელობისთვის დაშვებული თანამდებობის პირი, მათ შორის გარნიზონის უფროსი.

52. ხანძარზე მისული ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მმართველობის ორგანოს, ქვედანაყოფის უფროსი თანამდებობის პირის პირველი განკარგულების გაცემა ითვლება მის მიერ ხანძრის ქრობის ხელმძღვანელობის მიღების მომენტად.

53. მაღალი ნომრის (რანგის) ხანძრის გაჩენის, აგრეთვე საგანგებო შემთხვევების და სხვა ვითარების შესახებ ინფორმაციის მიღებისას, რომლებიც მოითხოვს გადაუდებელ რეაგირებას, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის გარნიზონის უფროსს და მმართველობის სპეციალური სამსახურის თანამდებობის პირებს, რომლებიც ხანძარზე ასრულებენ ქრობის ხელმძღვანელობას შეუძლიათ დატოვონ ხანძრის ადგილი და ხანძრის ქრობის ხელმძღვანელად დანიშნოს სხვა თანამდებობის პირი ხანძრის ქრობის მონაწილეთაგან, რის შესახებაც აუცილებლად უნდა ეცნობოს მორიგე დისპეტჩერს და ჩაიწეროს შესაბამის დოკუმენტებში. ამ შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ თანამდებობის პირს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება.

54. ხანძრის ქრობის ხელმძღვანელს ხანძარზე მდგომარეობის მიხედვით შეუძლია შექმნას ოპერატიული შტაბი, საბრძოლო უბნები და სექტორები.

ოპერატიული შტაბი

55. ოპერატიული შტაბი წარმოადგენს ხანძარზე დროებით ჩამოყალიბებულ მმართველობის შტატგარეშე ორგანოს და იქმნება:

მაღალი ნომრის (რანგის) მქონე ხანძრის ქრობაზე ძალებისა და საშუალებების მოზიდვისას;

ხანძრის ადგილზე სამი და მეტი საბრძოლო უბნის ორგანიზებისას;

საწარმოს ადმინისტრაციასთან ხანძრის ქრობის მოქმედებათა დეტალურ შეთანხმების საჭიროებისას.

ოპერატიული შტაბის მუშაობას ხელმძღვანელობს მისი უფროსი, რომელიც ამასთანავე არის ხანძრის ქრობის ხელმძღვანელის მოადგილე. ოპერატიული შტაბის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ შტაბის უფროსის მოადგილე, ზურგის უფროსი, საწარმოს ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ხანძრის ქრობის ხელმძღვანელის მიერ შერჩეული სხვა პირები. ოპერატიული შტაბის მუშაობა ხორციელდება ხანძრის ქრობის ხელმძღვანელის განკარგულებებისა და მითითებების საფუძველზე.

56. ოპერატიული შტაბის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:

ხანძარზე მდგომარეობის შესახებ მონაცემების შეკრება, დამუშავება და ანალიზი, ხანძრის ქრობის ხელმძღვანელისა და მორიგე დისპეტჩერისთვის საჭირო ინფორმაციის გადაცემა;

საჭირო ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა, ხანძრის ქრობის ხელმძღვანელისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება;

დასახული ამოცანების შესრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა;

ხანძრის ქრობის საბრძოლო მოქმედებათა მომზადების ორგანიზება და ჩატარების უზრუნველყოფა;

ხანძარზე მოქმედი ძალებისა და საშუალებების აღრიცხვა, მათი განთავსება საბრძოლო უბნებზე (სექტორებზე), დოკუმენტაციის წარმოება;

ხანძარზე ძალებისა და საშუალებების მარაგის შექმნა;

ხანძარზე აირკვამლდამცავი სამსახურის და კავშირგაბმულობის მუშაობის უზრუნველყოფა;

ხანძარზე პირადი შემადგენლობის შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის ღონისძიებათა უზრუნველყოფა;

ხანძრის ქრობაში მონაწილე ძალებისა და საშუალებების საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფის ზომების რეალიზაცია.

57. ოპერატიული შტაბის განთავსება ხდება ხანძრის ქრობის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ადგილზე, იგი უნდა იყოს უზრუნველყოფილი მმართველობისათვის საჭირო მოწყობილობებით და აღნიშნული: დღისით – „შტაბი“ წარწერიანი წითელი დროშით, ღამით – წითელი ფარნით ან სხვა წითელი ფერის შუქნიშნით.

58. ხანძრის ქრობაში მონაწილე პირად შემადგენლობას სახანძრო ჩაჩქანებზე უნდა ჰქონდეს განმასხვავებელი ნიშნები.

ოპერატიული შტაბის შემადგენლობაში შემავალ პირებს და ხანძრის ქრობის ხელმძღვანელს უნდა ეკეთოს სამკლაურები,.

ოპერატიული შტაბის დოკუმენტაციის წარმოებისას, ხანძრის აღწერის მომზადებისას გამოიყენება პირობითი ნიშნები და ტერმინების დაშვებული შემოკლებები.

  საბრძოლო უბნები

59. ხანძარზე საბრძოლო უბანი – არის ხანძრის ადგილზე ტერიტორიის ის ნაწილი, რომელზეც თავმოყრილია დასახული საბრძოლო ამოცანით და ერთიანი ხელმძღვანელობით გაერთიანებული ძალები და საშუალებები.

საბრძოლო უბნები იქმნება ხანძრის ქრობის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების შესაბამისად საბრძოლო მოქმედებათა ჩატარების ადგილზე (ხანძრის პერიმეტრი, სართულები, კიბის უჯრედები, ხანძარსაწინააღმდეგო ზღუდეები და ა.შ.) ან საბრძოლო მოქმედებების სახეობის მიხედვით (გადარჩენა, წვის ლიკვიდაცია და ა. შ).

ხანძარზე ხუთი ან მეტი საბრძოლო უბნის შექმნისას შეიძლება იყოს ორგანიზებული სექტორები რომლებიც აერთიანებენ რამდენიმე საბრძოლო უბანს. საბრძოლო უბანს. საბრძოლო მოქმედებებს საბრძოლო უბნებზე ხელმძღვანელობს მისი უფროსი, სექტორში – სექტორის უფროსი. საბრძოლო უბნების და სექტორების უფროსები ინიშნებიან ხანძრის ქრობის ხელმძღვანელის მიერ.

ხანძრის ქრობის ხელმძღვანელი

60. ხანძრის ქრობის ხელმძღვანელი ვალდებულია:

უშუალოდ ან ოპერატიული შტაბის მეშვეობით უზრუნველყოს ხანძრის დროს საბრძოლო მოქმედებების მართვა;

დაადგინოს ტერიტორიის საზღვრები, რომელზეც ტარდება ხანძრის ქრობის საბრძოლო მოქმედებები, აღნიშნულ მოქმედებათა რიგითობა და თავისებურებები;

ჩაატაროს ხანძრის დაზვერვა, განსაზღვროს მისი ნომერი (რანგი), ხანძრის ლიკვიდაციისთვის გამოიძახოს საჭირო რაოდენობის ძალები და საშუალებები;

მიიღოს ხანძარზე ადამიანთა და ქონების გადარჩენის და სხვა გადაწყვეტილებანი, მათ შორის, რომლებიც ხანძრის ტერიტორიაზე ზღუდავენ თანამდებობის პირთა და სხვა მოქალაქეთა უფლებებს;

ხანძრის დაზვერვისას მიღებული მონაცემების საფუძველზე განსაზღვროს გადამწყვეტი მიმართულება;

შერჩეული გადამწყვეტი მიმართულების გათვალისწინებით განახორციელოს მოსული ძალებისა და საშუალებების განთავსება;

უზრუნველყოს გადაწყვეტილებები ხანძარზე აირკვამლდამცავი სამსახურის, მათ შორის აიკვამლდამცავი სამსახურის რგოლის შემადგენლობის და მუშაობის წესის, აგრეთვე ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის გარნიზონის სხვა სპეციალური სამსახურების მონაწილეობის შესახებ;

გაუკეთოს ორგანიზება კავშირგაბმულობას ხანძარზე;

გადასცეს გარნიზონის დისპეტჩერს ხანძარზე მდგომარეობის შესახებ საჭირო ინფორმაცია;

მოახსენოს უფროს თანამდებობის პირს, რომელმაც დაიკისრა ხანძრის ქრობის ხელმძღვანელობა, ხანძრის მდგომარეობის და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ;

უზრუნველყოს შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების შესრულება, ხანძრის ქრობის მონაწილეებამდე მიიყვანოს ინფორმაცია მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის შექმნილი საფრთხის შესახებ;

უზრუნველყოს ხანძრის ქრობისათვის დადგენილი წესით ჩაბმულ სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურებთან (ენერგეტიკულ, წყალსადენის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და ა. შ.) ურთიერთმოქმედება.

მიიღოს ზომები ხანძრის მიზეზის დასადგენად და შეადგინოს აქტი ხანძრის შესახებ;

შეასრულოს მოვალეობანი, რომლებიც წესდების 56-ე, 62-64-ე მუხლების თანახმად დაკისრებული აქვს ოპერატიულ შტაბს, თუ აღნიშნული შტაბი ხანძარზე არ იქმნება.

61. ხანძრის ქრობის ხელმძღვანელს უფლება აქვს:

გასცეს შესრულებისათვის სავალდებულო განკარგულებანი თანამდებობის პირებისა და მოქალაქეთათვის იმ ტერიტორიის საზღვრებში, რომელზეც ხორციელდება ხანძრის ქრობის საბრძოლო მოქმედებანი;

დანიშნოს და გაათავისუფლოს მოვალეობის შესრულებისაგან ხანძარზე ოპერატიული

თანამდებობის პირები;

მიიღოს ხანძრის ქრობის ორგანიზებისათვის საჭირო ინფორმაცია საწარმოების ადმინისტრაციისა და სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურებიდან;

მიიღოს გადაწყვეტილებები ოპერატიული შტაბის, საბრძოლო უბნებისა და სექტორების შექმნაზე, ხანძრის ქრობისთვის დამატებითი ძალებისა და საშუალებების მოზიდვაზე, აგრეთვე მათი განთავსების ადგილის შეცვლაზე;

განსაზღვროს ხანძრის ადგილიდან ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფების, მოზიდული ძალებისა და საშუალებების გაყვანის წესი.

ოპერატიული შტაბის უფროსი

62. ოპერატიული შტაბის უფროსი ემორჩილება უშუალოდ ხანძრის ქრობის ხელმძღვანელს. შტაბის უფროსის უშუალო დაქვემდებარებაში არიან შტაბის თანამდებობის პირნი.

შტაბის უფროსი ხანძრის ქრობის საბრძოლო მოქმედებების მთელ პერიოდში, როგორც წესი, მუდმივად უნდა იმყოფებოდეს შტაბის განთავსების ადგილზე.

დიდი ხანძრის ქრობისას ხანძრის ქრობის ხელმძღვანელის თანხმობით შტაბის უფროსს შეუძლია დანიშნოს თავისი მოადგილეები წესდების მოთხოვნათა შესაბამისად, გაანაწილოს მათ შორის შტაბის ამოცანების შესრულების მოვალეობანი და გადასცეს მათ თავისი უფლებამოსილების ნაწილი.

63. ოპერატიული შტაბის უფროსი ვალდებულია უხელმძღვანელოს შტაბის მუშობას, უზრუნველყოს წესდების 56-ე მუხლით გათვალისწინებული ამოცანების შესრულება, მათ შორის:

დაზვერვის მონაცემების, ხანძრის ქრობის მონაწილეთა მოხსენებების, მორიგე დისპეტჩერის ინფორმაციის და სხვა ცნობების საფუძველზე მოამზადოს და დროულად მიაწოდოს ხანძრის ქრობის ხელმძღვანელს წინადადებები ხანძრის ქრობის ორგანიზაციის, ცეცხლსაქრობ ნივთიერებათა საჭიროების და ძალებისა და საშუალებების მარაგის შექმნის შესახებ;

გაუკეთოს ორგანიზება ხანძრის ქრობის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებათა გადაცემას ხანძრის ქრობის შესაბამის მონაწილეთათვის, უზრუნველყოს მათი რეგისტრაცია და შესრულებაზე კონტროლი, ოპერატიული შტაბის მარეგლამენტირებელი დოკუმენტების წარმოება;

გაუკეთოს ორგანიზება ძალებისა და საშუალებების განთავსებას;

მოახსენოს ხანძრის ქრობის ხელმძღვანელს და შეატყობინოს მორიგე დისპეტჩერს ოპერატიული ინფორმაცია ხანძარზე არსებული მდგომარეობის შესახებ:

უზრუნველყოს მონაცემების შეგროვება ხანძრის გაჩენის მიზეზების და დამნაშავეთა შესახებ, ამასთან ერთად დადგენილი წესით გაუკეთოს ორგანიზება სამეცნიერო-ტექნიკური სამმართველოს ოპერaტიულ სამძებრო ჯგუფთან საჭირო ურთიერთმოქმედებას.

64. ოპერატიული შტაბის უფროსს უფლება აქვს:

მისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს შესრულებისთვის აუცილებელი მითითებები ხანძრის ქრობის მონაწილეთათვის, დასახლებული პუნქტის, საწარმოს, სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურის თანამდებობის პირთათვის, აგრეთვე ხანძრის ადგილზე მოსულ შინაგან საქმეთა ორგანოების თანამდებობის პირთათვის;

გადაუდებლობის შემთხვევაში გასცეს მითითებები ხანძრის ქრობის მონაწილეთათვის ხანძრის ქრობის ხელმძღვანელის სახელით და შემდგომში აუცილებლად მოახსენოს მას აღნიშნულის შესახებ;

ხანძრის ქრობის მონაწილეებისაგან და დასახლებული პუნქტების, საწარმოების, სასიცოხლო უზრუნველყოფის სამსახურების თანამდებობის პირთაგან, აგრეთვე ხანძრის ადგილზე მოსულ შინაგან საქმეთა ორგანოების თანამდებობის პირთაგან მოითხოვოს მათი მოვალეობების, აგრეთვე ხანძრის ქრობის ხელმძღვანელის მითითებების და საკუთარი მითითებების შესრულება;

გააუქმოს ან შეაჩეროს ადრე გაცემული მითითებების შესრულება ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, მათ შორის ხანძრის ქრობის მონაწილეთათვის აშკარა საფრთხის შექმნისას (კონსტრუქციების დანგრევა, აფეთქება, და ხანძარზე მდგომარეობის სხვა ცვლილებები, რომლებიც მოითხოვს გადაუდებელი გადაწყვეტილებების მიღებას).

ზურგის უფროსი

65. ზურგის უფროსი უშუალოდ ემორჩილება ოპერატიული შტაბის უფროსს.

ზურგის უფროსის განკარგულებაში შედიან ხანძრის ქრობის მონაწილეთა ძალები და საშუალებები, რომლებიც არ არიან გაყვანილი საბრძოლო პოზიციაზე, მათ შორის ძირითადი, სპეციალური და დამხმარე ავტომობილები, სხვა მობილური ტექნიკური საშუალებები, აგრეთვე ცეცხლსაქრობ ნივთიერებათა, სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების მარაგი.

ზურგის წარმატებით მუშაობის უზრუნველსაყოფად დიდ ხანძრებზე შეიძლება დაინიშნოს ზურგის უფროსის თანაშემწეები.

66. ზურგის უფროსი ვალდებულია გაუკეთოს ორგანიზება ზურგის მუშაობის ხანძარზე, მათ შორის:

ჩაატაროს წყლის წყაროების დაზვერვა, სატუმბო-სახელოიანი სისტემების შერჩევა, შეხვდეს სახანძრო ტექნიკას და გაანაწილოს იგი წყლის წყაროებზე:

განახორციელოს ხანძრის ქრობისათვის საჭირო ძალებისა და საშუალებების მარაგის თავმოყრა;

უზრუნველყოს ცეცხლსაქრობი ნივთიერებების შეუფერხებელი მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში გაუკეთოს ორგანიზება სპეციალური ცეცხლსაქრობი ნივთიერებებისა და მასალების მიწოდებას ხანძრის ადგილზე;

მიიღოს პირადი შემადგენლობის საბრძოლო ტანსაცმლითა და სასუნთქი ორგანოების დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფის ზომები;

გაუკეთოს ორგანიზება სახანძრო ტექნიკის საწვავ-საპოხი და სხვა საექსპლუატაციო მასალებით უზრუნველყოფას;

გაუწიოს კონტროლი მაგისტრალური სახელოიანი ხაზების დაცვის სამუშაოების შესრულებას;

საჭიროების შემთხვევაში გაუკეთოს ორგანიზება სახანძრო მანქანებისა და მოწყობილობების, სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების მუშაობის უნარის აღდგენას;

უზრუნველყოს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

67. ზურგის უფროსს უფლება აქვს:

მისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს შესრულებისათვის აუცილებელი მითითებები ზურგში მომუშავე ხანძრის ქრობის მონაწილეთათვის;

მოითხოვოს ხანძრის ქრობის მონაწილეებისაგან და დასახლებული პუნქტების, საწარმოთა, სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურების თანამდებობის პირებისგან, აგრეთვე ხანძარზე მისულ შინაგან საქმეთა სამსახურების თანამდებობის პირებისაგან, მოვალეობების, ოპერატიული შტაბის და საკუთარი მითითებების შესრულება;

მიაწოდოს წინადადებები ხანძრის ქრობის ხელმძღვანელსა და ოპერატიულ შტაბს ხანძრის ქრობისათვის ძალებისა და საშუალებების მარაგის შექმნის შესახებ;

ხანძრის ქრობის ხელმძღვანელის (ოპერატიული შტაბის უფროსის) თანხმობით მისცეს მითითება მორიგე დისპეტჩერს ხანძრის ადგილზე საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მიწოდების შესახებ.

საბრძოლო უბნის, სექტორის უფროსი

68. საბრძოლო უბნის, სექტორის უფროსი ემორჩილება უშუალოდ ხანძრის ქრობის ხელმძღვანელს, უზრუნველყოფს დასახული ამოცანების შესრულებას შესაბამის საბრძოლო უბანზე და მუდმივად იმყოფება მის ტერიტორიაზე და შეიძლება დატოვოს იგი მხოლოდ ხანძრის ქრობის ხელმძღვანელის ნებართვით.

საბრძოლო უბნის ხელმძღვანელს ემორჩილებიან ხანძრის ქრობის მონაწილენი, რომლებიც მიმაგრებულნი არიან საბრძოლო უბანზე.

69. საბრძოლო უბნის ხელმძღვანელი ვალდებულია:

ჩაატაროს ხანძრის დაზვერვა, მოახსენოს მისი შედეგების შესახებ ხანძრის ქრობის ხელმძღვანელს;

უზრუნველყოს ადამიანთა და ქონების გადარჩენა საბრძოლო უბანზე და ხანძრის ქრობის ხელმძღვანელის სხვა გადაწყვეტილებათა შესრულება, მათ შორის საბრძოლო უბნის ტერიტორიაზე თანამდებობის პირთა და მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვა;

ჩაატაროს ძალებისა და საშუალებების განთავსება საბრძოლო უბანზე;

უზრუნველყოს ცეცხლსაქრობ ნივთიერებათა მიწოდება საბრძოლო პოზიციებზე;

გაუკეთოს ორგანიზება სახანძრო კავშირგაბმულობას საბრძოლო უბანზე;

საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი ძალები და საშუალებები დასახული ამოცანების შესასრულებლად;

დადგენილი წესით გაუკეთოს ორგანიზება საბრძოლო უბანზე აირკვამლდამცავი სამსახურის რგოლების მუშაობას;

უზრუნველყოს შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესების შესრულება, მიაწოდოს ინფორმაცია ხანძრის ქრობის მონაწილეებს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის შექმნის შესახებ;

მოახსენოს ხანძრის ქრობის ხელმძღვანელს ინფორმაცია დასახული ამოცანების შესრულების, ხანძრის მიზეზის და მის გაჩენაში დამნაშავე პირთა შესახებ, მიიღოს ზომები საბრძოლო უბანზე აღმოჩენილი შესაძლო ნივთიერ მტკიცებათა დაცვაზე, რომლებსაც აქვთ კავშირი ხანძართან.

70. საბრძოლო უბნის უფროსს უფლება აქვს:

მისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს შესრულებისთვის აუცილებელი მითითებები საბრძოლო უბანზე ხანძრის ქრობის მონაწილეთათვის;

გააუქმოს ან შეაჩეროს ადრე გაცემული მითითებების შესრულება ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აშკარა საშიშროების შექმნის შემთხვევაში, მათ შორის ხანძრის ქრობის მონაწილეთათვის (კონსტრუქციების ჩამონგრევა, აფეთქება და ხანძარზე მდგომარეობის სხვა ცვლილებები, რომლებიც მოითხოვს გადაუდებელი გადაწყვეტილებების მიღებას);

მიიღოს ხანძრის ქრობის ხელმძღვანელისაგან, ოპერატიული შტაბიდან, საწარმოს ადმინისტრაციისაგან და სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურებიდან ხანძრის ქრობის ორგანიზებისათვის საჭირო ინფორმაცია;

დაადგინოს საბრძოლო უბნიდან ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფების, მოზიდული ძალებისა და საშუალებების გაყვანის რიგითობა.

 

თავი 3.

       ხანძრის ქრობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობანი და პასუხისმგებლობა      

71. ხანძრის ქრობის მონაწილეებად ითვლებიან: ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფებისა და მმართველობის ორგანოთა პირადი შემადგენლობა, საწარმოთა მუშაკები, მოხალისე მეხანძრეები, სამხედრო მოსამსახურენი, შინაგან საქმეთა ორგანოთა თანამშრომლები და მუშაკები, ხანძრის ქრობაში უშუალო მონაწილე მოქალაქენი.

72. ხანძრის ქრობის მონაწილენი ვალდებული არიან:

შეასრულონ წესდების მოთხოვნები და აგრეთვე მათ წინაშე დასახული საბრძოლო ამოცანები;

უზრუნველყონ მათზე მიმაგრებული სახანძრო ტექნიკის, სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების და მოწყობილობის ეფექტური, შეუფერხებელი მუშაობა, თვალი ადევნონ მათ მდგომარეობას, მიიღონ ზომები გაუმართაობის გამოსავლენად და მათი აღმოფხვრისათვის;

მიაქციონ ყურადღება ხანძარზე მდგომარეობის ცვლილებების, გაცემულ ბრძანებებს, შეიტანონ კორექტივები საკუთარ მოქმედებებში ხანძრის ქრობის ხელმძღვანელის ან სხვა ოპერატიული თანამდებობის პირთა მითითებით, აგრეთვე დამოუკიდებლად, რის შესახებაც მოახსენონ უშუალო ხელმძღვანელს;

დადგენილი წესით იქონიონ კავშირი ხანძარზე;

დაიცვან უსაფრთხოების ტექნიკა;

გამოიჩინონ ურთიერთდახმარება და გაუწიონ პირველადი სამედიცინო დახმარება დაზარალებულებს.

73. ხანძრის ქრობის მონაწილეებს უფლება აქვთ:

შეასრულონ დასახული ამოცანების წარმატებით გადასაწყვეტად საჭირო მოქმედებები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის და წესდების მოთხოვნებს;

შევიდნენ ხანძრის გავრცელების (შესაძლო გავრცელების) და მისი საშიში გამოვლენის ადგილებში;

შექმნან ხანძრის გავრცელების შემაფერხებელი და მისი ლიკვიდაციის უზრუნველყოფის პირობები;

გამოიყენონ უსასყიდლობის საფუძველზე საწარმოთა კავშირგაბულობის საშუალებები, ტრანსპორტი, მოწყობილობები;

შეზღუდონ ან აკრძალონ ხანძრის ადგილთან მისვლა, აგრეთვე ამ ადგილის მიმდებარე ტერიტორიებზე ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა მოძრაობა;

ხანძრის ადგილიდან გაუკეთონ ევაკუირება ადამიანებსა და ქონებას.

ხანგრძლივი საბრძოლო მოქმედებებისას ხანძრის ქრობის მონაწილენი დადგენილი წესით უნდა იქნან უზრუნველყოფილნი კვებით და დასვენების პირობებით.

74. ხანძრის ქრობის მონაწილენი დადგენილი წესით ასრულებენ მოვალეობებს შემდეგი ძირითადი სპეციალიზაციების მიხედვით;

ოცეულის მეთაური:

ათეულის მეთაური;

აირკვამლდამცავი სამსახურის საკონტროლო-გამშვები პუნქტის უფროსი;

 აირკვამლდამცავი სამსახურის უსაფრთხოების საგუშაგოს გუშაგი;

აირკვამლდამცავი;

მელულე;

მეკავშირე;

სახანაძრო ავტომობილის მძღოლი (შემდგომში – მძღოლი);

მეხანძრე.

75. ოცეულის მეთაური – არის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამდებობის პირი, რომელიც ხელმძღვანელობს გამოძახების (ხანძრის) ადგილზე მისულ მორიგე ოცეულს.

გამოძახების (ხანძრის) ადგილზე მისვლისთანავე ოცეულის მეთაური უკეთებს ორგანიზებას ხანძრის ქრობას წესდების მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ხანძრის ქრობას ხელმძღვანელობს თანამდებობით უფროსი პირი, მოახსენოს მას მისვლის შესახებ და გადადის მის განკარგულებაში.

76. დაქვემდებარებული ქვედანაყოფისთვის ერთიანი ამოცანის დასახვისას ოცეულის მეთაური ხელმძღვანელობს ოცეულის პირად შემადგენლობას ხანძრის ქრობის საბრძოლო მოქმედებების ჩატარებისას, მათ შორის:

უზრუნველყოფს ოცეულის ათეულების, აგრეთვე ოცეულის და მეზობელი ქვედანაყოფების ურთიერთმოქმედებას;

სახავს ამოცანებს ოცეულის პირადი შემადგენლობის წინაშე;

უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის მიერ ბრძანებების სწორ და ზუსტ შესრულებას;

აკონტროლებს ათეულების პირადი შემადგენლობის მიერ უსაფრთოხების ტექნიკის წესების დაცვას;

აკონტროლებს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის მუშაობას სპეციალურ სახანძრო ტექნიკასა და მოწყობილობებზე;

იჭერს მუდმივ კავშირს ხანძარზე უფროს თანამდებობის პირთან, დროულად ატყობინებს მას მდგომარეობის შეცვლის შესახებ.

77. ათეულის მეთაური – არის გამოძახების (ხანძრის) ადგილზე მისული მორიგე ოცეულის თანამდებობის პირი, რომელიც მეთაურობს საბრძოლო გაანგარიშებას სახანძრო ავტომობილზე ან სხვა მობილურ ტექნიკაზე.

გამოძახების (ხანძრის) ადგილზე მისვლისას მორიგე ოცეულის შემადგენლობაში მყოფი ათეულის მეთაური ასრულებს ამ ოცეულის მეთაურის მიერ დასახულ ამოცანებს, მათ შორის:

ხელმძღვანელობს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის მოქმედებებს;

მიუთითებს ათეულის პირად შემადგენლობას წყლის წყაროს, სახელოს ხაზების გაყვანის მიმართულებას და ხერხებს, ხაზებზე მინიმალური რაოდენობის სახელოების გამოყენების გათვალისწინებით განშტოების დაყენების ადგილს, ლულების რაოდენობას და სახეობებს, მელულეების პოზიციებს, სახანძრო კიბეების დაყენების ადგილებს;

უზრუნველყოფს ათეულის პირადი შემადგენლობის მიერ ხანძარზე ხელმძღვანელ პირთა მითითებების და ზუსტ შესრულებას;

დასახული ამოცანების შესრულებისას აკონტროლებს ათეულის პირადი შემადგენლობის მიერ უსაფრთხოების ტექნიკის წესების დაცვას;

იჭერს მუდმივ კავშირის ოცეულის მეთაურთან;

უზრუნველყოფს მიმაგრებული სახანძრო ავტომობილის მუშაობას;

ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ ძალებისა და საშუალებების შეკრების დამთავრებისას ამოწმებს პირადი შემადგენლობისა და ტაბელური სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების მდგომარეობას და მოახსენებს ოცეულის მეთაურს ან სხვა თანამდებობის პირს, ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებისთვის ათეულის მზადყოფნის შესახებ.

გამოძახების (ხანძრის) ადგილზე მისვლისას ათეულის მეთაური წესდების მოთხოვნათა შესაბამისად დამოუკიდებლად უკეთებს ორგანიზებას ხანძრის ქრობას, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ხანძრის ქრობის ხელმძღვანელობას ახორციელებს თანმდებობით უფროსი პირი, მოახსენებს მას მისვლის თაობაზე და გადადის მის განკარგულებაში.

78. აირკვამდამცავი სამსახურის საკონტროლო-გამშვები პუნქტის უფროსი – არის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის საშუალო ან უფროს მეთაურთა შემადგენლობის თანამდებობის პირი, რომელიც ხელმძღვანელობს გამოძიების (ხანძრის) ადგილზე აირვამლდამცავი სამსახურის ორგანიზებისათვის შექმნილ საკონტროლო-გამშვები პუნქტის მუშაობას.

აირკვამლდამცავი სამსახურის საკონტროლო-გამშვები პუნქტის უფროსი ემორჩილება უშუალოდ შტაბის უფროსს, ხოლო, გამონაკლის შემთხვევაში, საბრძოლო უბანზე აირკვამლდამცავი სამსახურის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ორგანიზებისას – საბრძოლო უბნის უფროსს.

79. აირკვამლდამცავი სამსახურის საკონტროლო-გამშვები პუნქტის უფროსი ვალდებულია:

განსაზღვროს აირკვამლდამცავი სამსახურის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ორგანიზების ადგილი, შემადგენლობა და უზრუნველყოს მისი მუშაობა;

უზრუნველყოს მაზიოლირებელი აირწინაღების შესაბამისი შემოწმებების ჩატარება, მათ შორის აირკვამლდამცავი სამსახურის საკონტროლო საგუშაგოების ორგანიზების მეშვეობით;

გაუკეთოს ორგანიზება მაიზოლირებელ აირწინაღებში მომუშავე პირადი შემადგენლობის სამედიცინო კონტროლს;

დადგენილი წესით უზრუნველყოს აირკვამდამცავი სამსახურის რგოლების მზადყოფნა სუნთქვისათვის უვარგის გარემოში მუშაობისთვის და მათი მუშაობის აღრიცხვა;

გაუკეთოს ორგანიზება უსაფრთხოების საგუშაგოების მუშაობას და განახორციელოს მათი შემოწმება;

აწარმოონ საჭირო სამსახურებრივი დოკუმენტები.

80. აირკვამლდამცავი სამსახურის უსაფრთხოების საგუშაგოს გუშაგი – არის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის რიგითი ან მეთაურთა შემადგენლობის პირი, რომელსაც აქვს სპეციალური მომზადება და უკეთებს ორგანიზებას აირკვამლდამცავი სამსახურის უსაფრთხოების საგუშაგოს მუშაობას აირკვამლდამცავი სამსახურის რგოლის მუშაობის კონტროლისათვის.

აირკვამლდამცავი სამსახურის უსაფრთხოების საგუშაგოზე მყოფი გუშაგი ემორჩილება უშუალოდ ხანძრის ქრობის ხელმძღვანელს (საბრძოლო უბნის უფროსს, საკონტროლო-გამშვები პუნქტის უფროსს). იგი ვალდებულია:

სუნთქვისათვის უვარგის გარემოში უზრუნველყოს დასახული ამოცანების შესასრულებლად აირკვამლდამცავი სამსახურის რგოლების დაშვების წესი;

სისტემატურად აცნობოს აირკვამლდამცავი სამსახურის რგოლის მეთაურს ხანძარზე მდგომარეობის, ხანძრის ქრობის ხელმძღვანელობის მითითებების, სუნთქვისთვის უვარგის გარემოში ყოფნის ხანგრძლივობის და რგოლის დაბრუნების დროის შესახებ;

აწარმოოს აირკვამლდამცავი სამსახურის მომუშავე რგოლების და მათი მუშაობის ხანგრძლივობის აღრიცხვა;

დადგენილი წესით აცნობოს ხანძარზე მყოფ თანამდებობის პირებს აირკვამლდამცავი სამსახურის რგოლებიდან მიღებული ცნობების შესახებ:

დადგენილი წესით აწარმოოს უსაფრთხოების საგუშაოს სამსახურებრივი დოკუმენტაცია.

81. აირკვამლდამცავი სამსახურის რგოლის მეთაური – არის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მეთაურთა შემადგენლობის პირი, რომელსაც გააჩნია სპეციალური მომზადება და რომელიც სუნთქვისთვის უვარგის გარემოში ხანძრის ქრობის საბრძოლო მოქმედებების ჩატარების მიზნით ხელმძღვანელობს აირკვამლდამცავი სამსახურის რგოლს.

აირკვამლდამცავი სამსახურის რგოლის მეთაური ემორჩილება ხანძრის ქრობის ხელმძღვანელს, ხოლო, საბრძოლო უბნების ორგანიზებისას – საბრძოლო უბნის უფროსს.

აირკვამლდამცავი სამსახურის რგოლის მეთაური ვალდებულია:

უზრუნველყოს დასახული ამოცანის შესრულება აირკვამლდამცავი სამსახურის რგოლის მიერ;

გაუწიოს საჭირო დახმარება პირებს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში;

უზრუნველყოს მაიზოლირებელ აირწინაღებში მუშაობის წესების შესრულება;

იქონიოს მუდმივი კავშირი უსაფრთხოების საგუშაგოსთან, მოახსენოს ხანძრის ქრობის ხელმძღვანელს ან საბრძოლო უბნის უფროსს მდგომარეობის და აირკვალმდამცავი სამსახურის რგოლის მოქმედებების შესახებ;

მიიღოს აირკვამლდამცავი სამსახურის რგოლის სამაშველო, კავშირგაბმულობის, განათების საშუალებებით და სხვა აუცილებელი სახანძრო-ტექნიკური შეიარაღებით უზრუნველყოფის ზომები.

82. აირკვამლდამცველი – არის ხანძარსაწინააღდმდეგო სამსახურის რიგითი ან მეთაურთა შემადგენლობის პირი, რომლესაც აქვს სპეციალური მოზადება და ასრულებს დასახულ ამოცანას სუნთქვისთვის უვარგის გარემოში აირკვამლდამცავი სამსახურის რგოლის შემადგენლობაში. აირკვამლდამცველი ემორჩილება აირკვამლდამცავი სამსაურის რგოლის მეთაურს. იგი ვალდებულია:

დაიცვას მუშაობის წესი მაიზოლირებულ აირწინაღებში;

უსიტყვოდ შეასრულოს რგოლის მეთაურის მითითებანი;

მოახსენოს რგოლის მეთაურს იმ ადამიანთა შესახებ, რომლებსაც ესაჭიროებათ დახმარება, აგრეთვე მისი მაიზოლირებელი აირწინაღის აღმოჩენილი უწესრიგობების, ჯანმრთელობის გაუარესების და სხვა გარემოთა შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ მოახდინონ გავლენა დასახული ამოცანის შესრულების შედეგზე.

83. მელულე – არის ხანძრის ქრობის მონაწილე, რომელიც ასრულებს ხანძრის ადგილზე ცეცხლსაქრობი ნივთიერებების მიწოდების დასახულ ამოცანას. მელულე უშუალოდ ემორჩილება ათეულის მეთაურს, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში – საბრძოლო უბნის უფროსს.

დასახული ამოცანის შესრულებისას მელულე ვალდებულია შეასრულოს წესდების 30-ე და 34-ე მუხლების მოთხოვნები.

84. მეკავშირე – არის ხანძრის ქრობის მონაწილე, რომელიც ასრულებს ხანძრის ადგილზე თანამდებობის პირთა შორის ინფორმაციის გადაცემის დასახულ ამოცანას. ხანძრის ადგილზე მეკავშირე შეიძლება იყოს დანიშნული ხანძრის ქრობის ხელმძღვანელის (შტაბის უფროსის) და საბრძოლო უბნის უფროსის მიერ.

მეკავშირე ვალდებულია:

დროულად გადასცეს უტყუარი ინფორმაცია აღნიშნული ინფორმაციის მიმღებს;

მოახსენოს შესაბამის თანამდებობის პირს მიღებული მითითებების შესრულების შესახებ;

შეასრულოს კავშირგაბმულობის წარმოების წესები;

აწარმოოს გადასაცემი (მიღებული) ინფორმაციის აღრიცხვა.

85. მძღოლი – არის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამშრომელი (მუშაკი), რომელსაც აქვს სპეციალური მომზადება და სახანძრო ავტომობილის მართვის შესაბამისი უფლება.

მძღოლი ემორჩილება ათეულის მეთაურს (ოცეულის მეთაურს), თუ სხვა არ არის დადგენილი ხანძრის ქრობის ხელმძღვანელის მიერ. იგი ვალდებულია:

დააყენოს ავტომობილი მითითებულ პოზიციაზე წესდების მოთხოვნათა გათვალისწინებით;

ხანძრის მდგომარეობის გართულების შემთხვევაში უზრუნველყოს ავტომობილის უსაფრთხო ადგილზე გაყვანის შესაძლებლობა;

უზრუნველყოს ავტომობილის კვანძებისა და აგრეგატების ეფექტური და შეუფერხებელი მუშაობა, მუდმივად ადევნოს თვალი ხანძრის მდგომარეობას;

აკონტროლოს საწვავ-საპოხი, სხვა საექსპლუატაციო მასალებისა და ცეცხლსაქრობ ნივთიერებათა მარაგი და დროულად მოახსენოს მათი შევსების საჭიროების შესახებ;

დადგენილ ფარგლებში შეასრულოს მასზე მიმაგრებული ავტომობილის ტექნიკური მომსახურება ხანძრის (სწავლების) დროს;

საჭიროების შემთხვევაში იმუშაოს სახანძრო ავტომობილის საშტატო რადიოსადგურზე.

86. მეხანძრე – არის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის რიგითი ან მეთაურთა შემადგენლობის პირი, რომელიც ხანძარზე უშუალოდ ასრულებს სპეციალურ სამუშაოებს, მეხანძრე უშუალოდ ემორჩილება ათეულის მეთაურს, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში – საბრძოლო უბნის უფროსს.

დასმული ამოცანის შესრულებისას მეხანძრე ვალდებულია შეასრულოს წესდების 37-42-ე მუხლების მოთხოვნები, თუ სხვა არ არის დადგენილი ხანძრის ქრობის ხელმძღვანელის (საბრძოლო უბნის უფროსის) მიერ.

87. ხანძრის ქრობის მონაწილენი პასუხს აგებენ მათი მოვალეობების შეუსრულებლობაზე ან არასათანადო შესრულებაზე, აგრეთვე მათთვის მინიჭებულ უფლებათა არასწორ და არასრულ გამოყენებაზე.

თავი 4.

ხანძრის ქრობა რთულ პირობებში ხანძრის ქრობა სუნქვისათვის უვარგის გარემოში

88. ცეცხლმოკიდებულ და მათთან მომიჯნავე სათავსებში კვამლის არსებობა ხდის შეუძლებელს ან არსებითად ართულებს ხანძრის ქრობის საბრძოლო მოქმედებების ჩატარებას, ამცირებს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოთა შესრულების ტემპს. აღნიშნულის აღსაკვეთად საჭიროა აქტიური ზომების მიღება სათავსებიდან კვამლისა და აირების მოსაცილებლად. სუნთქვისთვის უვარგის გარემოში ხანძრის ქრობის სამუშაოები უნდა ჩატარდეს სასუნთქ ორგანოთა დაცვის ინდივიდუალური საშუალებებით.

89. კვამლთან ბრძოლისათვის უნდა იქნას გამოყენებული კვამლსაწინააღდმეგო დაცვის სისტემები, კვამლმომცილებელი სახანძრო ავტომობილები და კვამლსაწოვები, ვენტილატორები, ხოლო, მაღალი ტემპერატურის დასაწევად – ქაფი ან წყლის გაფრქვეული ნაკადი.

90. სუნთქვისათვის უვარგის გარემოში სასუნთქ ორგანოთა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებით სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა;

აირკვამლდამცავთა რგოლების ფორმირება, ყოველი რგოლი სამი-ხუთი კაცის შემადგენლობით, რგოლის მეთაურის ჩათვლით (როგორც წესი, ერთი ოცეულიდან), რომლებსაც გააჩნიათ სასუნთქ ორგანოთა დაცვის ერთი ტიპის საშუალებები. ცალკეულ შემთხვევებში (გადაუდებელი სამაშველო სამუშაოების შესრულებისას) ხანძრის ქრობის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით რგოლის შემადგენლობა შეიძლება შემცირდეს ორ კაცამდე;

აირკვამლდამცველთა რგოლებში დაინიშნოს გამოცდილი მეთაურები, რომლებსაც ჩაუტარდებათ ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების ზომებისა და მუშაობის რეჟიმის შესახებ ობიექტის თავისებურებების, ხანძარზე და კონკრეტულად მოცემული საბრძოლო უბანზე შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით.

განისაზღვროს აირკვამდამცავთა მუშაობისა და დასვენების დრო, აიკვალმდამცველთა რგოლების ადგილსამყოფელი;

დაბალი ტემპერატურის პირობებში მუშაობისას განისაზღვროს სასუნთქ ორგანოთა დაცვის ინდივიდუალურ საშუალებების ჩართვის ადგილი და აირკვამლდამცველთა რგოლების შეცვლის წესი;

გათვალისწინებული იქნას აირკვამდამცველთა რგოლების რეზერვი;

აირკვამლდამცველთა რგოლში მომხდარი შემთხვევის შესახებ შეტყობინების მიღებისას (ან მასთან კავშირის გაწყვეტისას) დაუყოვნებლივ გაიგზავნოს აირკამვდამცველთა სარეზერვო რგოლი (რგოლები) დახმარების გასაწევად, გამოძახებულ იქნას სასწრაფო სამედიცინო დამხარება და გაუკეთოს ორგანიზება დაზარალებულთა ძებნას;

რთულ ხანგრძლივ ხანძრებზე, რომლებზეც მოქმედებს აირკვამლდამცველთა რამოდენიმე რგოლი, შეიქმნას საკონტროლო-გამშვები პუნქტი, განისაზღვროს უსაფრთხოების საგუშაგოთა რაოდენობა, მათი განთავსების ადგილები და ოპერატიულ უსაფრთხოების საგუშაგოთა რაოდენობა, მათი განთავსების ადგილები და ოპერატიულ შტაბთან და ხანძრის ქრობის ხელმძღვანელთან კავშირის ორგანიზების წესი;

ადამიანთა მასიური გადარჩენის ან მარტივი დაგეგმარების და გასასვლელთან ახლოს მდებარე მცირე ფართის სათავსებში სამუშაოების ჩატარებისას დაიშვება ერთდროულად ყველა აირკვამლდამცველთა გაგზავნა;

მეტროს გვირაბებში, დიდი სიგრძის (ფართის) მქონე მიწისქვეშა ნაგებობებში და ცხრა სართულზე მეტი სიმაღლის შენობებში საჭიროა ერთდროულად გაიგზავნოს არანაკლებ ორი რგოლი. ამასთანავე უსაფრთოების საგუშაგოზე უნდა იყოს გამოყენებული სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი აირკვამდამცველთა ერთი რგოლი სუნთქვისთვის უვარგის გარემოში მომუშავე აირკვამლდამცველთა რგოლის პირადი შემადგენლობისთვის გადაუდებელი დახმარების გასაწევად.

ხანძრის ქრობა არახელსაყრელ კლიმატურ პირობებში

91. დაბალი ტემპერატურის პირობებში ხანძრის ქრობისას საჭიროა:

ღია ხანძრებზე და წყლის საკმარისი რაოდენობისას, გამოყენებული იქნეს დიდი ხარჯიანი სახანძრო ლულები, შეიზღუდოს გადამკეტი ლულების და გამფრქვევი ლულების გამოყენება;

მიღებულ იქნას ზომები ადამიანთა ევაკუაციისა და პირადი შემადგენლობის მოძრაობის გზებზე მოყვანის ასაცილებლად;

გაყვანილ იქნას დიდი დიამეტრის გარეზინებული და ლატექსის სახელოების ხაზები, სახელოების განშტოებები შეძლებისდაგვარად დაყენებული იქნას შენობებს შიგნით, ხოლო გარე დაყენებისას ისინი უნდა დათბუნდეს;

სახელოების ხაზების შემაერთებელი თავები უნდა იქნას დაცული ხელმისაწვდომი ხერხებით, მათ შორის თოვლით;

წყალსატევებიდან ან სახანძრო ჰიდრანტებიდან წყლის მიწოდებისას თავდაპირველად წყალი მიწოდოს ტუმბოდან თავისუფალ მილყელში, მხოლოდ ტუმბოს მდგრად მუშაობისას წყალი შეიძლება მიეწოდოს სახელოს ხაზში;

გაყვანილ იქნას მშრალი სათადარიგო სახელოების ხაზები;

წყლის ხარჯის შემცირების შემთხვევაში იგი უნდა შეთბეს ტუმბოში ძრავის ბრუნვათა რიცხვის მომატებით;

სახანძრო ლულებისა და სახელოების განშტოებათა გადაკეტვის თავიდან აცილება, არ დაიშვება ტუმბოების გამორთვა;

სახანძრო სახელოების შეცვლისას და მათი აღებისას, ხაზების მომატებისას არ შეწყდეს წყლის მოწოდება, ხოლო აღნიშნული სამუშაოები ჩატარდეს წნევის შემცირებით ლულის მხრიდან;

განისაზღვროს ცხელი წყლით გამართვის ადგილები და, საჭიროების შემთხვევაში, გაივსოს ცისტერნები;

გაყინული შემაერთებელი თავები, სახელოები გადაკვეთის და შეერთების ადგილებში გათბეს ცხელი წყლით, ორთქლით და გამთბარი აირით (გაყინული შემაერთებელი თავები, განშტოებები და ლულები ცალკეულ შემთხვევებში დაიშვება გათბეს სარჩილი ლამპებით და ჩირაღდნებით);

მომზადებულ იქნას ხანძრის ქრობის მონაწილეთა და გადარჩენილთა გათბობის ადგილები და აღნიშნულ ადგილებში მოთავსებულ იქნას პირადი შემადგენლობისათვის საბრძოლო ტანსაცმლის მარაგი;

არ დაიშვას სახანძრო კიბეებზე და მათთან ახლოს სახელოს ხაზების დამაგრება, კიბეების წყლით მორწყვა;

არ დაიშვას წყლის ზედმეტი დაღვრა კიბის უჯრედებზე.

92. ძლიერი ქარის პირობებში ხანძრის ქრობისას საჭიროა:

ქრობის წარმოება მძლავრი ჭავლებით;

ხანძრის ახალი კერების ჩასაქრობად ძალებისა და საშუალებების მარაგის შექმნა;

გაუკეთდეს ორგანიზება ქაზურგა მხარეზე განლაგებულ ობიექტების მდგომარეობასა და დაცვაზე დაკვირვებას, საგუშაგოების დაყენების და საჭირო საშუალებების უზრუნველყოფის და შემომსვლელთა გაგზავნის გზით;

განსაკუთრებულად საშიშ შემთხვევბში ცეცხლის გავცელების ძირითად გზებზე შეიქმნას ხანძარსაწინააღმდეგო მანძილები ცეცხლმოკიდებულ ცალკეული შენობებისა და ნაგებობების დაშლამდეც კი;

გათვალისწინებულ იქნას არსებული ძალებითა და საშუალებებით აქტიური მანევრის (გადადისლოკაციის უკან დახევის და სხვა) შესაძლებლობა ვითარების, მათ შორის ქარის მიმართულების შეცვლის შემთხვევაში.

ხანძრის ქრობა წყლის უკმარისობის პირობებში

93. წყლის უკმარისობის პირობებში ხანძრის ქრობისას საჭიროა:

მიღებულ იქნას ზომები სხვა ცეცხლსაქრობ ნივთიერებათა გამოსაყენებლად;

გაუკეთდეს ორგანიზება სახანძრო ლულების მიწოდებას მხოლოდ გადამწყვეტ მიმართულებაზე, სხვა უბნებზე კონსტრუქციების დაშლისა და საჭირო მანძილების შექმნის გზით, ხანძრის ლოკალიზაციის უზრუნველყოფით;

წყლის მარაგის გამოსავლენად ჩატარდეს წყლის წყაროების (არტეზიული ჭაბურღილების, როფების, შხეფსაცივრების, ჭების, წყლის ჩამონადენის და ა. შ.) დამატებითი დაზვერვა;

განვითარებული ხანძრების ჩასაქრობად გაუკეთდეს ორგანიზაცია წყლის მიწოდებას სატუმბო სადგურების, საზღვაო და სამდინარო გემების, სახანძრო მატარებლების, აგრეთვე სახანძრო ავტომობილების ტუმბოებით გადატუმბვის მეშვეობით;

უზრუნველყოფილ იქნას წყლის მიწოდება ავტოცისტერნებით, ბენზინმზიდებით, სარწყავი და სხვა ავტომობილებით იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია წყლის მიწოდება მაგისტრალური სახელოების ხაზებით (სახელოების, ტექნიკის, სახანძრო ავტომობილების, წყლის წყაროების უქონლობისას). გამოიყენებოდეს სახანძრო ლულების ის რაოდენობა, რომელიც უზრუნველყოფს მათ უწყვეტ მოქმედებას წყლის მარაგისა და მოზიდვის გათვალისწინებით;

მოეწყოს სახანძრო მანქანების საწვავითა და ცეცხლსაქრობი ნივთიერებებით ორგანიზებული გამართვა;

განხორციელდეს მცირე ტევადობის წყალსატევის შევსება;

გაუკეთდეს ორგანიზება წყლის აღებას სახანძრო ჰიდროელევატორებით, ძრავიანი ტუმბოებით ან სხვა საშუალებებით იმ შემთხვევაში, როდესაც სახანძრო ავტომობილისა და წყალსატევში წყლის დონეს შორის სიმაღლეთა სხვაობა აღემატება ტუმბოს შეწოვის მაქსიმალურ სიმაღლეს ან წყალსატევებთან მისასვლელების უქონლობისას;

გაუკეთდეს ორგანიზება დროებითი სახანძრო წყალსატევებისა და პირსების მშენებლობას დიდი, რთული და ხანგრძლივი ხანძრების ქრობისას;

წყლის ეკონომიკური ხარჯვის მიზნით მიეწოდოს მცირე დიამეტრის საცმიანი სახანძრო ლულები, გამოყენებულ იქნას გადამკეტი გამფრქვევი ლულები, დამასველებელი და ქაფი;

მიღებულ იქნას ზომები წყალსადენში წნევის ასამაღლებლად, ხოლო მასში არასაკმარისი ქნევის შემთხვევაში განხორციელდეს წყლის აღება სახანძრო ჰიდრანტის ჭიდან ხისტი შემწოვი სახანძრო სახელოებით;

გაუკეთდეს ორგანიზება ცეცხლის არიდების სამუშაოებს, კონსტრუქციების დაშლის, ცეცხლმოკიდებული და ნაკლებად ღირებული წვადი საგნების ევაკუაციას (ან შედარებით ნაკლებ ღირებულების შენობის ან ნაგებობის დანგრევით), აგრეთვე ხელმისაწვდომი საშუალებებითა და მასალებით წვის ლიკვიდაციას.

ხანძრის ქრობა პირადი შემადგენლობისთვის განსაკუთრებულად საშიშ პირობებში

94. ხანძრის ქრობისას პირადი შემადგენლობისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს:

ფეთქებად ნივთიერებათა, აირისა და მტვრის ნარევების აფეთქებები;

კონტრაქტი ძლიერმოქმედ შხამიან ნივთიერებებთან;

პირადი შემადგენლობის რადიოაქტიური დასხივება, მათ შორის რადიოაქტიური ღრუბლის შექმნისას და რადიოაქტიურ დალექვისას;

ცეცხლის სწრაფი გავრცელება, მათ შორის ტექნოლოგიურ კომუნიკაციებზე.

95. ძლიერმოქმედი შხამიანი ნივთიერებების მქონე ობიექტებზე ხანძრის ქრობისას საჭიროა:

ობიექტის ადმინისტრაციასთან ერთად განისაზღვროს მოწამლულ უბანზე პირადი შემადგენლობის ყოფნის ზღვრული დასაშვები დრო და შერჩეულ იქნას ცეცხლსაქრობი საშუალებანი;

მიწოდებულ იქნას გამფრქვევი ლულების საჭირო რაოდენობა შხამიანი აირის გავრცელების ზონის ლოკალიზაციისათვის;

სახანძრო ავტომობილების განთავსება განხორციელდეს ისე, რომ ისინი არ მოხვდნენ მოწამვლის ზონაში;

მოწამვლის ზონაში ქრობა ჩატარებულ იქნას პირადი შემადგენლობის მინიმალური რაოდენობით, რომელიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით;

გაუკეთდეს ორგანიზება წყლის ჩადენას განსაზღვრულ ადგილზე და მიღებულ იქნას მოწამლული წყლით დაზიანებისგან ადამიანებისა და ცხოველების დაცვის ზომები;

ჩატარდეს მოწამვლის შესაძლო ზონიდან ადამიანთა ევაკუაცია;

ხანძრის შემდეგ გაუკეთდეს ორგანიზება მოწამვლის ზონაში მომუშავე პირადი შემადგენლობის სანიტარულ დამუშავებას, ჩატარდეს საბრძოლო ტანსაცმლის, სახანძრო ტექნიკისა და სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების დეგაზაცია.

96. რადიოაქტიური ნივთიერებების მქონე ობიექტებზე ხანძრის ქრობისას საჭიროა:

ოპერატიული შტაბის შემადგენლობაში შეყვანილ იქნას ობიექტის და დოზიმეტრიული კონტროლის სამსახურის მთავარი სპეციალისტები:

დადგენილ იქნას რადიაციის სახეობა და დონე, საშიში ზონის საზღვრები და ზონის სხვადასხვა უბნებზე პირადი შემადგენლობის მუშაობის დრო;

შეუდგნენ ხანძრის ქრობას მხოლოდ საწარმოს ადმინისტრაციისაგან წერილობითი ნებართვის მიღების შემდეგ, მათ შორის არასამუშაო საათებში;

ობიექტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით შერჩეულ იქნას ცეცხლსაქრობი საშუალებანი;

საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილ იქნას პირადი შემადგენლობა სპეციალური სამედიცინო პრეპარატებით;

ობიექტის ადმინისტრაციის მეშვეობით ორგანიზებულ იქნას დოზიმეტრიული კონტროლი, აგრეთვე პირადი შემადგენლობის დეზაქტივაციის, სანიტარული დამუშავებისა და სამედიცინო დახმარების პუნქტი;

უზრუნველყოფილ იქნას რადიაქტიურ ნივთიერებების და მაიონებელი გამოსხივების წყაროების მქონე ღია ტექნოლოგიური დანადგარების ქრობა ქარპირა მხრიდან;

რადიოაქტიური აეროზოლების გავრცელების ზონის შესამცირებლად გამოყენებულ იქნას წყლის გაფრქვეული ჭავლები;

ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ამოქმედებულ იქნას ვენტილაციის სისტემები და სხვა საშუალებანი;

სამუშაოები შესრულდეს პირადი შემადგენლობის მინიმალური საჭირო რაოდენობის მეშვეობით, რომლებიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი ნიღბიანი მაიზოლირებელი აირწინაღებით, ინდივიდუალური და ჯგუფური დოზიმეტრიული კონტროლის საშუალებებით, დამცავი ტანსაცმლით;

რადიოაქტიური მოწამვლის ზონიდან გაყვანილ იქნას და დაუყოვნებლივ გაიგზავნოს სამედიცინო გამოკვლევებზე პირადი შემადგენლობა, რომელმაც ზონაში მიიღო 5 ზღვრულ დასაშვებ დოზაზე მეტი ერთჯერადი დასხივება;

შეიქმნას ძალებისა და საშუალებების, აირკავმდამცავი სამსახურის რგოლების, დამცავი ტანსაცმლის, ინდივიდუალური და ჯგუფური დოზიმეტრიული კონტროლის ხელსაწყოთა მარაგი, რომელიც უნდა იყოს მოთავსებული რადიოაქტიური მოწავმლის ზონის გარეთ;

რადიოაქტიური მოწავმლის ზონის შესასვლელთან დაყენებულ იქნას უსაფრთხოების საგუშაგო, საშუალო ან უმცროს მეთაურთა შემადგენლობის პირის ხელმძღვანელობით;

ხანძრის შემდეგ გაუკეთდეს ორგანიზება საშიშ ზონაში მომუშავე პირადი შემადგენლობის სანიტარულ დამუშავებას და აღნიშნული ზონიდან გამოსვლისას ჩაუტარდეს დოზიმეტრიული კონტროლი;

ჩატარდეს აირწინაღების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აღჭურვილობის, სახანძრო ტექნიკის დეზაქტივაცია და დოზიმეტრიული კონტროლი.

97. ფეთქებადი ნივთიერებების მქონე ობიექტებზე ხანძრის დროს შესაძლებელია:

აფეთქებები, რომლებსაც თან მოჰყვება დარტყმითი ტალღა, აირის (ალის) მაღალტემპერატურიანი ამოვარდნა, შხამიანი აირის გამოყოფა და შენობების ან მათი ნაწილების ნგრევა, ცეცხლმოკიდებულ ობიექტებთან და წყლის წყაროებთან გზებისა და მისასვლელების ჩახერგვა გარე და შიდა წყალსადენის, სახანძრო ტექნიკის, ქრობის სტაციონალური საშუალებების, ტექნოლოგიური დანადგარების ნგრევა (დაზიანება), ხანძრის ახალი კერებისა და აფეთქებების წარმოქმნა;

ხანძარზე მომუშავეთა კონსტრუქციების ნამსხვრევებით, ნამტვრევებით და დარტყმითი ტალღით დაზიანება, აგრეთვე სიდამწვრეები, წვის და აფეთქების ტოქსიკური პროდუქტით მოწამვლა.

ფეთქებადი მასალების მქონე ობიექტებზე ხანძრის ქრობისას საჭიროა:

დადგენილ იქნას საშიში ფაქტორების სახეობა, საშიში ზონის არსებობა და მისი ზომა, ფეთქებადი მასალების ადგილსამყოფელი და რაოდენობა, აგრეთვე მათი ევაკუაციის ხერხები, ტექნოლოგიური დანადგარების და ხანძრის ქრობის მოწყობილობათა მდგომარეობა, ამოქმედებულ იქნას ხანძრის ქრობის გამართული მოწყობილობები;

დადგენილ იქნას საშიშროების ერთიანი სიგნალი საშიშ ზონაში მომუშავეთა სწრაფი შეტყობინებისათვის და ცნობოს მის შესახებ პირად შემადგენლობას;

საშიში ზონის ფარგლებში ამოქმედებულ იქნას „A“ და ლაფეტის ლულები, ფეთქებადი ნივთიერებების კომპაქტური ჭავლებისაგან დეტონაციების მიმართ გრძნობიერების ხარისხის გათვალისწინებით, აგრეთვე სპეციალური სახანძრო ტექნიკა (ტანკები, რობოტები);

ფეთქებად ნივთიერებათა წყნარად წვისას, აგრეთვე გამდნარ (პლასტიკურ) მდგომარეობაში ყოფნისას გამოყენებულ იქნას ქაფი, გაფრქვეული წყალი;

ქრობასთან ერთად ჩატარდეს იმ ტექნოლოგიური აპარატების გაგრილება, რომლებსაც ემუქრებათ მაღალი ტემპერატურების ზემოქმედება, არაცეცხლმოკიდებულ ღია ფეთქებად ნივთიერებათა მორწყვა და შეძლებისდაგვარად – მათი ევაკუირება;

ფეთქებადი ნივთიერებათა ევაკუაციის, კონსტრუქციების დაშლის და გახსნისას, დაცულ იქნას სიფრთხილე, რომ მექანიკური ზემოქმედების შედეგად არ იყოს გამოწვეული აფეთქება;

გაყვანილ იქნას სახელოს ხაზები შენობების და ნაგებობების კუთხეების მიმართულებებით, შეძლებისდაგვარად დამცავი სამხედრო ტექნიკის გამოყენებით;

ჰერმეტიულ აპარატებში მყარ ფეთქებად ნივთიერებათა წვისას მიღებულ იქნას ზომები მათი ინტენსიურ გაგრილების, განჰერმეტიზაციისა და აპარატის შიგნით ცეცხლსაქრობი ნივთიერებების მიწოდებისთვის;

გათვალისწინებულ იქნას შესაძლო დაზიანების ზონის გარეთ არსებული წყლის წყაროებიდან ძალებისა და საშუალებების გაშლის სარეზერვო ვარიანტი;

გათვალისწინებულ იქნას პირადი შემადგენლობისა და სახანძრო ტექნიკის დაცვა აფეთქების ტალღისგან, აფეთქებული კონსტრუქციების ნამსხვრევებისა და ნამტვრევებისაგან ჯავშანჟილეტების, სამედრო ნიმუშის ლითონის ჩაჩქანების, სხვადასხვა სახის შესაფარების გამოყენებით (შემოზვინვები, გვირაბები);

ორგანიზებულ იქნას დაზვერვა და განხორციელდეს განუწყვეტელი დაკვირვება ხანძარზე მდგომარეობის შეცვლაზე, უპირველესად გარშემო მდებარე სასაწყობო სათავსებსა და ნაგებობებზე, რომლებსაც გააჩნიათ ფეთქებადი ნივთიერებათა უდიდესი ჩატვირთვა, საშიში ზონის ახალი საზღვრების დროულად დადგენის და პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის მის ფარგლებს გარეთ გაყვანის მიზნით;

დაყენებულ იქნას ქრობის საშუალებებით აღჭურვილი გუშაგები ხანძრის ახალი კერების ლიკვიდაციისთვის, რომლებიც წარმოიქმნება აფეთქების დროს შენობების და მასალების ცეცხლმოკიდებული ნაწილების გაფანტვის შედეგად.