დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სასოფლო-საკრედიტო კავშირებში საპაიო შენატანებზე დარიცხული პროცენტების თვითღირებულებაზე მიკუთვნების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12-03/1371 |
| დოკუმენტის მიმღები | ფინანსთა სამინისტრო |
| მიღების თარიღი | 16/10/1996 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 06/01/1997 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000090.01(2).000.000185 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №12-03/1371
1996 წლის 16 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სასოფლო-საკრედიტო კავშირებში საპაიო შენატანებზე დარიცხული პროცენტების თვითღირებულებაზე მიკუთვნების შესახებ
საქართველოს სამინისტროები, უწყებების დეპარტამენტები
ადგილობრივი საფინანსო ორგანოები
სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციები ქალაქებსა და რაიონებში
საქართველოს პრეზიდენტის ISU6 წლის I9 სექტემბრის №616 ბრძანებულების „სასოფლო-საკრედიტო კავშირების ჩამოყალიბებისა და განვითარების ღონისძიებათა შესახებ" შესაბამისად და სოფლად შეღავათიანი საკრედიტო ურთიერთობების ჩამოყალიბების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აწესებს: სასოფლო-საკრედიტო კავშირების წევრთა საპაიო შენატანებზე წინასწარ დადგენილი დარიცხული და გადახდილი პროცენტები მიეკუთვნოს სასოფლო-საკრედიტო კავშირების მიერ გაწეული მომსახურების თვითღირებულებას, ხოლო მიღებული მოგება და გაცემული დივიდენდები დაიბეგროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მინისტრი დ. იაკობიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები