საპრივატიზებო და სააქციო საზოგადოებად დასაფუძნებელი ობიექტების ღირებულების განსაზღვრის შესახებ

საპრივატიზებო და სააქციო საზოგადოებად დასაფუძნებელი ობიექტების ღირებულების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 08.36.256
დოკუმენტის მიმღები სხვა ადმინისტრაციული ორგანო
მიღების თარიღი 25/03/1996
დოკუმენტის ტიპი სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, -, 20/06/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000110.01(2).000.000099
08.36.256
25/03/1996
გამოუქვეყნებელი, -, 20/06/1996
000000110.01(2).000.000099
საპრივატიზებო და სააქციო საზოგადოებად დასაფუძნებელი ობიექტების ღირებულების განსაზღვრის შესახებ
სხვა ადმინისტრაციული ორგანო

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №08.36.256

1996 წლის 25 მარტი

თ ბ ი ლ ი ს ი

საპრივატიზებო და სააქციო საზოგადოებად დასაფუძნებელი  ობიექტების ღირებულების განსაზღვრის შესახებ

საპრივატიზებო და სააქციო საზოგადოებად დასაფუძნებელი ობიექტების ღირებულების რეალურად განსაზღვრის მიზნით ვ ა დ გ ე ნ:

1. საპრივატიზებო და სააქციო საზოგადოებად დასაფუძნებელი ობიექტების ღირებულების განსაზღვრა განხორციელდეს „სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემისას საიჯარო ქირის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 18 იანვრის №20 დადგენილების მე-3 პუნქტის მიხედვით.

2. დაევალოს პროგრამებისა და მეთოდური უზრუნველყოფის განყოფილებას, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები ობიექტების ღირებულების შეფასების არსებულ აქტებში.

3.დაევალოს საინფორმაციო-საორგანიზაციო განყოფილებას, უზრუნველყოს აღნიშნული დადგენილების დროული დაგზავნა ტერიტორიულ ორგანოებამდე.

4. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს, ბატონ გ. კობერიძეს.

მინისტრი                                                                                ა. სილაგაძე