მეთოდური მითითებები რესპუბლიკის საწარმოთა და ორგანიზაციათა ბიუჯეტისადმი ვადაგადაცილებულ დავალიანებათა გამო საჯარიმო სანქციების შედეგად დაგროვილი თანხების გაყინვის შესახებ

მეთოდური მითითებები რესპუბლიკის საწარმოთა და ორგანიზაციათა ბიუჯეტისადმი ვადაგადაცილებულ დავალიანებათა გამო საჯარიმო სანქციების შედეგად დაგროვილი თანხების გაყინვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 08-01-09
დოკუმენტის მიმღები ფინანსთა სამინისტრო
მიღების თარიღი 28/02/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, -, 30/04/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(2).000.000091
08-01-09
28/02/1996
გამოუქვეყნებელი, -, 30/04/1996
000000090.01(2).000.000091
მეთოდური მითითებები რესპუბლიკის საწარმოთა და ორგანიზაციათა ბიუჯეტისადმი ვადაგადაცილებულ დავალიანებათა გამო საჯარიმო სანქციების შედეგად დაგროვილი თანხების გაყინვის შესახებ
ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საგადასახადო სამსახურის უფროსის

ბრძანება №08-01-09-№03-1-16

1996 წლის 28 თებერვალი

მეთოდური მითითებები რესპუბლიკის საწარმოთა და ორგანიზაციათა ბიუჯეტისადმი ვადაგადაცილებულ დავალიანებათა გამო საჯარიმო სანქციების შედეგად დაგროვილი თანხების გაყინვის შესახებ

სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციები

ავტონომიურ რესპუბლიკებში, რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონებში

„საქართველოს ეკონომიკის ფუნქციონირების I995 წლის ძირითადი შედეგებისა და უახლოესი ამოცანების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 თებერვლის №162 ბრძანებულების შესაბამისად,1996 წლის I იანვრიდან გაიყინა საწარმოთა და ორგანიზაციათა ბიუჯეტისადმი ვადაგადაცილებულ დავალიანებათა გამო საჯარიმო სანქციების შედეგად დაგროვილი თანხები.

აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ გაყინვას ექვემდებარება ბიუჯეტისადმი ვადაგადაცილებულ დავალიანებათა გამო დარიცხული და 1998 წლის I იანვრისათვის ბიუჯეტში ჩაურიცხავი საურავის თანხები. 1996 წლის I იანვრამდე პერიოდისათვის დარიცხული საურავის თანხები, რომლებიც ჩარიცხულია ბიუჯეტში, დაბრუნებას და გაყინვას არ ექვემდებარება.

1996 წლის I იანვრის შემდგომ პერიოდში ბიუჯეტში თანხების დაგვიანებით ჩარიცხვისათვის ჩაურიცხაობისათვის დარიცხული საურავები ბიუჯეტში გადაიხდევინება მოქმედი წესის შესაბამისად. გარდა ამისა გაყინვას ექვემდებარება ბიუჯეტში თანხების ჩაურიცხაობისათვის 1996 წლის I იანვრამდე პერიოდისათვის დასარიცხი საურავის თანხები, რის შესახებაც საწარმოთა პირადი აღრიცხვის ბარათში კეთდება სათანადო აღნიშვნები. კერძოდ, პირადი ბარათის შესაბამის სვეტში ხდება ბიუჯეტში გადაუხდელ თანხაზე 1996 წლის I იანვრამდე პერიოდისათვის საურავის დარიცხვა და დარიცხული თანხის გასწვრივ კეთდება ჩანაწერი „გაყინულიასაქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 თებერვლის №162 ბრძანებულების შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავის თანხა მოიცავს 1996 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდსაც, მაშინ საურავის საერთო თანხიდან გამოიყოფა 1 იანვრამდე პერიოდისათვის კუთვნილი საურავის თანხა და მის  გასწვრივ კეთდება ჩანაწერი თანხის გაყინვის შესახებ.

ამასთან ერთად ზემოაღნიშნული ბრძანებულებისა და „საქართველოს 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესაბამისად, გევალებათ მიმდინარე წლის I5 მარტამდე წარმოადგინოთ ინფორმაცია ბიუჯეტში ვადაგადაცილებული დავალიანების შესახებ საწარმოთა ჭრილში, გადასახადის სახეების, დარიცხული საჯარიმო სანქციებისა და საურავების თანხის ჩვენებით.

ამასთან საჭიროა შეისწავლოთ და წარმოადგინოთ ვადაგადაცილებულ დავალიანებათა დაფარვის შესაძლებლობები და წყაროები.

ფინანსთა მინისტრი                                                                   დ. იაკობიძე

საგადასახადო სამსახურის უფროსი                                         დ. სალარიძე