დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს დაქვემდებარების თბილისის სატელეგრაფო ტექნიკის საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ბიუროს საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 754 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მინისტრთა კაბინეტი |
| მიღების თარიღი | 20/10/1993 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრთა კაბინეტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 10, 29/10/1993 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება № 754
1993 წლის 20 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს დაქვემდებარების თბილისის სატელეგრაფო ტექნიკის საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ბიუროს საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
დაკმაყოფილდეს საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს შუამდგომლობა და სამხედრო-სამრეწველო კომისიის 1993 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს დაქვემდებარებული თბილისის სატელეგრაფო ტექნიკის საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ბიურო გადაეცეს საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის სატელეგრაფო ტექნიკის საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ბიურო ამოღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის № 504 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს სისტემაში შემავალ გაერთიანებათა, საწარმოთა და ორგანიზაციათა ნუსხიდან და შეტანილ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 13 თებერვლის №131 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საწარმოთა და ორგანიზაციათა ნუსხაში.
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრი ო. ფაცაცია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები