დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 ივლისის N226 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/01/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 2, 09/01/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.010.000.22.026.007.994 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.007.994
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №1
2006 წლის 3 იანვარი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 ივლისის №226 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 ივლისის №226 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №87, მუხ. 995) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ს)” ქვეპუნქტი:
,,ს)” ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური რეგისტრის წარმოება და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე კონტროლის დაწესება, აგრეთვე შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებში არსებული ,,ნატო”-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური რეგისტრის ქვერეგისტრების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი.”.
ბ) დებულების მე-12 პუნქტის ,,ბ)” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ)” ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სამმართველო წარმართავს სამინისტროს პოლიტიკას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის უზრუნველსაყოფად, ახორციელებს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური რეგისტრის წარმოებას.”.
გ) დებულების მე-12 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1)” ქვეპუნქტი:
,,ბ1)” ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფია – ,,ნატო-ს” კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური განყოფილება, რომელიც ახორციელებს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური რეგისტრის წარმოებასა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე კონტროლის დაწესებას, აგრეთვე შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებში არსებული ,,ნატო-ს” კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური რეგისტრის ქვერეგისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს.”.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
3. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი.
ი. ოქრუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები