,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 163
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/09/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 114, 18/09/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000.00(0).000.000000
  • Word
163
18/09/2009
სსმ, 114, 18/09/2009
000000.00(0).000.000000
,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №163

2009 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №99, მუხლი 849) დამტკიცებულ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინიტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკისა და პრივატიზების დეპარტამენტი;“.

2. მე-4 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მ“ ქვეპუნქტი.

3. მე-9 მუხლის ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკისა და პრივატიზების დეპარტამენტი – წინადადებების მომზადება სახელმწიფო ქონების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით გადაცემისა და განკარგვის შესახებ; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვა და მართვა (გარდა საწარმოებში არსებული სახელმწიფო წილებისა და აქციებისა); წინადადებათა მომზადება საერთო-სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების (გარდა ქალაქ თბილისისა) ქონების საკუთრების უფლების გამიჯვნის შესახებ; წინადადებათა მომზადება სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით ახალი საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციის, გარდაქმნის, შერწყმის, ნატურით გაყოფის, ლიკვიდაციის, გაკოტრების საქმისწარმოების გახსნის, მათი ქონების უფლებრივად დატვირთვის, საწარმოთა მიერ სხვა საწარმოების აქციებისა და წილების შესყიდვის, საწარმოთა ბალანსზე რიცხული ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში, საწარმოების კაპიტალის ცვლილების შესახებ წინადადებების წარდგენა, მათ ბალანსზე რიცხული ქონების რეალიზების საკითხების განხილვა, აგრეთვე, ამ საწარმოების წმინდა მოგების განაწილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში; წინადადებათა მომზადება მიწის, წიაღისეულისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, ტყის მართვისა და განკარგვის შესახებ; წინადადებების მომზადება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პრივატიზების ფორმებისა და დადგენილი წესის შესაბამისად სახელმწიფო ქონების (მათ შორის, აქციებისა და წილების) პრივატიზებისა და აუქციონის პირობების შესახებ; სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია, მათ შორის, სახელმწიფო ქონების პრივატიზებისა და დროებით სარგებლობაში გადაცემის, აგრეთვე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზებისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების პრივატიზების განხორციელების პროცესში; მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წინადადებების მომზადება სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისათვის სახელმწიფო ქონების პრივატიზების დელეგირების თაობაზე;“.

4. მე-9 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მ“ ქვეპუნქტი.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2009 წლის 9 ოქტომბრიდან.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური