„წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში” თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/08/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.126.016447
16
16/08/2024
ვებგვერდი, 19/08/2024
010250000.35.126.016447
„წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში” თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2024 წლის 16 აგვისტო

ქ. თერჯოლა

,,წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის    შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ,,წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო  გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის  7 ნოემბრის  №44  დადგენილებაში შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების დანართის მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,ბ) წარმატებული სპორტსმენი –  საქართველოს, ევროპის, მსოფლიოს, საერთაშორისო  ჩემპიონატსა და ოლიმპიურ თამაშებში თერჯოლის  ან  საქართველოს სახელით მოასპარეზე 14-დან 30  წლის ჩათვლით (თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული) ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი;“.

2. დადგენილების  დანართის მე-3  მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. წარმატებული სპორტსმენის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგ სახით:

ა) საქართველოს ჩემპიონატის I ადგილი  – 600 ლარი; II ადგილი – 500; III – 400 ლარი;

ბ) საერთაშორისო ჩემპიონატი I ადგილი  – 1000 ლარი; II ადგილი – 800; III – 500 ლარი;

გ) ევროპის ჩემპიონატის I ადგილი – 2 200 ლარი; II ადგილი – 1500; III ადგილი – 1000 ლარი;

დ) მსოფლიო ჩემპიონატის I ადგილი – 5000 ლარი; II ადგილი – 4000; III ადგილი – 3000 ლარი;

ე) ოლიმპიური თამაშების I ადგილი – 10 000 ლარი; II ადგილი – 9000; III ადგილი – 8000 ლარი.

2. წარმატებული მწვრთნელის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) საქართველოს ჩემპიონატის I ადგილი  – 500 ლარი; II ადგილი – 400, III – 300 ლარი;

ბ) საერთაშორისო ჩემპიონატი I ადგილი  – 600 ლარი; II ადგილი – 400; III – 300 ლარი.

გ) ევროპის ჩემპიონატის I ადგილი – 1000 ლარი; II ადგილი – 700; III ადგილი – 500 ლარი ;

დ) მსოფლიო ჩემპიონატის I ადგილი – 2000 ლარი; II ადგილი – 1500; III ადგილი – 1000 ლარი;

ე) ოლიმპიური თამაშების I ადგილი – 3000 ლარი; II ადგილი – 2000; III ადგილი – 1500 ლარი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ბარათაშვილი