დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მოძრაობის დროის და პირობების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43-65 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/08/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/08/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.35.101.017244 |
|
საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მოძრაობის დროის და პირობების განსაზღვრის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ5“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის, 41-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. გზაზე, სადაც „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ის მე-5 თავით „განსაკუთრებული მითითებების ნიშნები“ დადგენილი 5.14 საგზაო ნიშნით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია და განთავსებულია 5.41.1 საგზაო ნიშანი და დატანილია კანონის დანართი №2-ით განსაზღვრული 1.26 ჰორიზონტალური მონიშვნა, დასაშვებია მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მოძრაობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოძრაობა შესაძლებელია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. 3. ამ დადგენილებით განსაზღვრული მოტოციკლის ან/და მოპედის მოძრაობა დაუშვებელია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ იმ ზოლში, სადაც M2 და M3 კატეგორიების ავტობუსებისა და სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის მოძრაობა საპირისპირო მიმართულებისაა. 4. ამ დადგენილებით განსაზღვრული მოტოციკლის ან/და მოპედის მოძრაობა დასაშვებია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ იგი არ შეაფერხებს, არ გააძნელებს ან არ დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას. 5. ამ დადგენილებით განსაზღვრული მოტოციკლის ან/და მოპედის მძღოლის მიერ მგზავრთა ჩასხდომა/დასხდომა-გადმოსხდომა აკრძალულია გზაზე, სადაც „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ის მე-5 თავით „განსაკუთრებული მითითებების ნიშნები“ დადგენილი 5.14 საგზაო ნიშნით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია და განთავსებულია 5.41.1 საგზაო ნიშანი და დატანილია კანონის დანართი №2-ით განსაზღვრული 1.26 ჰორიზონტალური მონიშვნა. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული პირობების დარღვევისას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და ადგენს საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესი დამტკიცებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის №57-52 დადგენილებით. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები