„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 43-63
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/08/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.017242
43-63
16/08/2024
ვებგვერდი, 19/08/2024
010250050.35.101.017242
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №43-63

2024 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილების (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 28/01/2020; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.016675) მე-2 მუხლით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დებულებაში და დებულების:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჭ) გზებზე, საგზაო ნაგებობებზე, მიწისქვეშა კომუნიკაციებზე და რკინიგზის გადასასვლელებზე ჩასატარებელი სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში საგზაო მოძრაობის დაგეგმვის სქემების მომზადება ან/და შეთანხმება;

ბ) მე-2 პუნქტს, „ჭ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჭ1“ და „ჭ2“ ქვეპუნქტები:

„ჭ1) ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემა;

2) ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე განსაზღვრული სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვისას, საჭიროების შემთხვევაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ქონების მართვის სააგენტოდან თანხმობის გამოთხოვა;“.

2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: 

„დ1) საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების მომზადების ან/და შეთანხმების სამსახური;“.

3. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები.

4. მე-8 მუხლს მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების მომზადების ან/და შეთანხმების სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:

ა) გზებზე, საგზაო ნაგებობებზე, მიწისქვეშა კომუნიკაციებზე და რკინიგზის გადასასვლელებზე ჩასატარებელი სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებითი საგზაო მოძრაობის  ორგანიზების სქემების მომზადება, შეთანხმება ან/და შესათანხმებლად წარდგენა სააგენტოს ხელმძღვანელობასთან;

ბ) მშენებლობის ნებართვის არქიტექტურული პროექტების შეთანხმებისას ჩასატარებელი სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებითი საგზაო მოძრაობის  ორგანიზების სქემების მომზადება, შეთანხმება ან/და შესათანხმებლად წარდგენა სააგენტოს ხელმძღვანელობასთან;

გ) ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე, შეთანხმებულ პროექტში ცვლილების შეტანაზე ან გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამუშაოების წარმოების ვადის გაგრძელებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვა;  

დ) ხაზობრივი ნაგებობის განთავსებისთვის/სამუშაოების წარმოებისთვის საჭირო საგზაო მოძრაობის ორგანიზების დროებითი სქემის დამზადება, ასევე შესაბამის ორგანოებთან შეთანხმების უზრუნველყოფა;

ე) ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად ხაზობრივი ნაგებობის განთავსებასთან დაკავშირებით სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა, სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების შედეგებთან ერთად ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა, შესაბამისი დოკუმენტის/ოქმის შედგენა, სამუშაოების წარმოებისთვის პირობების/შეზღუდვების განსაზღვრა;

ვ) ცალკეულ ხაზობრივ ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის საკითხის განხილვა;

ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე განსაზღვრული სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვა;

თ) სამსახურის ფუნქციის ფარგლებში გეოსაინფორმაციო პროგრამა ArcGIS საშუალებით მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოება;

ი) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი ტიპის სამშენებლო/სამონტაჟო/კეთილმოწყობითი/გამწვანების და სხვა სამუშაოების (მოქმედებების) ჩატარებაზე/განხორციელებაზე თანხმობის გაცემის საკითხის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს პოზიციის გათვალისწინებით;

კ) ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე განსაზღვრული სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვისას,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ქონების მართვის სააგენტოდან თანხმობის გამოთხოვის მიზნით სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი წინადადების წარდგენა; 

ლ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე