გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/2554-24
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 05/08/2024
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2024
სარეგისტრაციო კოდი
2/2554-24
05/08/2024
ვებგვერდი, 19/08/2024
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

საქმე №080210324009753878

№2/2554-24

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე

2024 წლის 5 აგვისტო

ქ. ქუთაისი

 

 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დარინა აბულაძე


განმცხადებელი – შპს „გურიის სამედიცინო ცენტრი“ (მოვალე);

დირექტორი – შპს რეაბილიტაცია;

წარმომადგენელი – თამარ მუმლაძე;

მოთხოვნა – შპს „გურიის სამედიცინო ცენტრის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება.

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა შპს „გურიის სამედიცინო ცენტრის“ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

 

 გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2024 წლის 1 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „გურიის სამედიცინო ცენტრის“ ლიკვიდატორმა, შპს „რეაბილიტაციის“ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა თამარ მუმლაძემ, რომელმაც მოითხოვა შპს „გურიის სამედიცინო ცენტრის“ მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

განმცხადებლის განმარტებით, შპს „გურიის სამედიცინო ცენტრი“ წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს – შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ (ს/ნ 405007200) შვილობილ საწარმოს და შპს „ფთიზიატრი XXI“-ის (ს/ნ 233642920), სს „მიხეილ ჩაჩავას სახელობის ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრის“ (ს/ნ 233646123), შპს „ოზურგეთის რაიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის-03“-ის (ს/ნ 237066303), შპს „გურიის სამხარეო ნარკოლოგიური ცენტრის“ (ს/ნ 237078354), შპს „ოზურგეთის ფსიქონევროლოგიური დისპანსერის“ (ს/ნ 237081000), შპს „ოზურგეთის ტუბდისპანსერის“ (ს/ნ 237081402), შპს „ჩოხატაურის საავადმყოფო-პოლიკლინიკის“ (ს/ნ 242000419) და შპს „ჩოხატაურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის-03“-ის (ს/ნ 242005584) სამართალმემკვიდრე ორგანიზაციას.

სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 23 თებერვლის №1-3/108 ბრძანებით განხორციელდა შპს „ლანჩხუთის რაიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურ 03“-თან (ს/ნ 233646757), შპს „ოზურგეთის რაიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის-03“-ის (ს/ნ 237066303), შპს „ოზურგეთის ფსიქონევროლოგიური დისპანსერის“ (ს/ნ 237081000), შპს „გურიის სამხარეო ნარკოლოგიური ცენტრის“ (ს/ნ 237078354), შპს „ოზურგეთის ტუბდისპანსერის“ (ს/ნ 237081402), შპს „ჩოხატაურის საავადმყოფო-პოლიკლინიკის“ (ს/ნ 242000419), შპს „ჩოხატაურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის-03“-ის (ს/ნ 242005584), სს „მიხეილ ჩაჩავას სახელობის ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრის“ (ს/ნ 233646123) და შპს „ფთიზიატრი XXI“-ის (ს/ნ 233642920) შერწყმა და შპს „ლანჩხუთის რაიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03“ -ის (ს/ნ 233646757) სახელწოდების შეცვლა – შპს „გურიის სამედიცინო ცენტრით“ (ს/ნ 233646757). 

საზოგადოების წესდების მე-3 მუხლის თანახმად, საზოგადოება საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, კომპანიისა და პარტნიორის ინტერესებს.

ამჟამად კომპანია არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, არ ფუნქციონირებს და დასაქმებული არ ჰყავს.

შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ (ს/ნ 405007200) დირექტორის 2024 წლის 5 მარტის №05/34 ბრძანების საფუძველზე დაიწყო შპს „გურიის სამედიცინო ცენტრის“ (ს/ნ 233646757) დაშლის პროცესი, თუმცა საგადასახადო ვალდებულების დარიცხვის გამო მისი დასრულება არ მომხდარა.

შპს „გურიის სამედიცინო ცენტრს“ (ს/ნ 233646757) და მის წინამორბედ ორგანიზაციებს საკუთრებაში უძრავი ქონება არ ერიცხებათ. ასევე არ ფლობენ წილს სხვა საწარმოში.

სსიპ – სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 18 ივლისის MIA 3 24 02181910 წერილიდან ირკვევა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შპს „გურიის სამედიცინო ცენტრის“ (ს/ნ 233646757) სახელზე:

  • 2007 წლს 14 დეკემბრიდან დღემდე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება „UAZ 3962“, ძრავა: 417KO, ძარა: 0045702, შასის ნომერი: 0468967, სახელმწიფო სანომრე ნიშნით – VZZ 547;
  • 2008 წლის 23 ივნისიდან დღემდე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება „UAZ 3962“, ძრავა: 42180071203588, ძარა: 37410080101296, შასის ნომერი: 37410080455700, საიდენტიფიკაციო ნომერი: XTT39625980434408, სახელმწიფო სანომრე ნიშნით – TDT 728;
  • 2008 წლიდან 23 ივნისამდე დღემდე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება „UAZ 3962“, ძრავა: 42180071202443, ძარა: 37410080201790, შასის ნომერი: 37410080455535, საიდენტიფიკაციო ნომერი: XTT39625980434243, სახელმწიფო სანომრე ნიშნით – TDT 730;

ასევე, სსიპ – სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შპს „ფთიზიატრი XXI“-ის (ს/ნ 233642920), სს „მიხეილ ჩაჩავას სახელობის ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრის“ (ს/ნ 233646123), შპს „ოზურგეთის რაიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის-03“-ის (ს/ნ 237066303), შპს „გურიის სამხარეო ნარკოლოგიური ცენტრის“ (ს/ნ 237078354), შპს „ოზურგეთის ფსიქონევროლოგიური დისპანსერის“ (ს/ნ 237081000), შპს „ოზურგეთის ტუბდისპანსერის“ (ს/ნ 237081402), შპს „ჩოხატაურის საავადმყოფო-პოლიკლინიკის“ (ს/ნ 242000419) და შპს „ჩოხატაურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის-03“-ის (ს/ნ 242005584) სახელზე 2024 წლის 18 ივლისის მდგომარეობით სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მოძიებული ვერ იქნა.

მოძრავი ქონების უსასყიდლოდ (საჩუქრად) გადმოცემის შესახებ 2011 წლის 31 ოქტომბრის ხელშეკრულებით, შპს „ლანჩხუთის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა 03“-მა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უსასყიდლოდ, ჩუქების ფორმით გადასცა სხვადასხვა დასახელების მოძრავი ქონება და მათ შორის ზემოაღნიშნული 3 ერთეული სატრანსპორტო საშუალებიდან 2 ერთეული: 

  • 2008 წლის 23 ივნისიდან დღემდე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება „UAZ 3962“, ძრავა: 42180071203588, ძარა: 37410080101296, შასის ნომერი: 37410080455700, საიდენტიფიკაციო ნომერი: XTT39625980434408, სახელმწიფო სანომრე ნიშნით – TDT 728;
  • 2008 წლიდან 23 ივნისამდე დღემდე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება „UAZ 3962“, ძრავა: 42180071202443, ძარა: 37410080201790, შასის ნომერი: 37410080455535, საიდენტიფიკაციო ნომერი: XTT39625980434243, სახელმწიფო სანომრე ნიშნით – TDT 730;

სსიპ – სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შესაბამისი ცვლილებები ახალ მესაკუთრეს არ აუსახავს.

რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალება – „UAZ 3962“, ძრავა: 417KO, ძარა: 0045702, შასის ნომერი: 0468967, სახელმწიფო სანომრე ნიშნით – VZZ 547-ს, არ იძებნება და უცნობია მისი განთავსების ადგილი. ამასთან, სატრანსპორტო საშუალებების შეფასების 2024 წლის 31 ივლისის N384 აუდიტორული დასკვნის – ანგარიშის თანახმად, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულება მისი წლოვანების გათვალისწინებით განისაზღვრა 385 (სამას ოთხმოცდახუთი) ლარად.

შპს „გურიის სამედიცინო ცენტრს“ (ს/ნ 233646757) უზრუნველყოფილი კრედიტორული, სამომავლო, პირობითი და მიმდინარე რეგულარული ვალდებულებები არ ერიცხება. ხოლო არაუზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენს – სსიპ – შემოსავლების სამსახური (ს/ნ 204525585) – ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №16. მის მიმართ კომპანიას ერიცხება საგადასახადო დავალიანება – 12 580.52 ლარის ოდენობით (12 590.27 ლარს – 9.75 ლარი (ზედმეტობა)).

შპს „გურიის სამედიცინო ცენტრს“ (ს/ნ 233646757) გააჩნია დებიტორული მოთხოვნები შემდეგი ფიზიკური პირების მიმართ:

  • თეონა გუმბერიძე (პ/ნ 18001056013) მისართი: ქ. ლანჩხუთი, ებრალიძის ქ. №27. დავალიანების ოდენობა – 100 ლარი და სახელმწიფო ბაჟი მზევინარ გიგაშვილთან ერთად – სოლიდარულად 50 ლარი;
  • მზევინარ გიგოშვილი (პ/ნ 26001010626) მისართი: ლანჩხუთის რაიონი, სოფელი ჩიბათი. დავალიანების ოდენობა – 200 ლარი;
  • ალლა მარშანიშვილი (პირადი ნომერი უცნობია) მისართი: ქ. ლანჩხუთი, ებრალიძის ქ. №27. დავალიანების ოდენობა – 200 ლარი;

აღნიშნულ მოთხოვნებთან დაკავშირებით, ოზურგეთის რაიონული სასმართლოს მიერ 2010 წლის 27 სექტემბერს გაცემულია №2-52-10 სააღსრულებო ფურცელი და აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში მიმდინარეობს სააღსრულებო საქმის წარმოება №A10066989. ამასთან, სხვა სააღსრულებო წარმოება, სადაც მოვალედ ან კრედიტორად ფიქსირდება შპს „გურიის სამედიცინო ცენტრი“ (ს/ნ 233646757) და მისი წინამორბედი ორგანიზაციები სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროში არ მიმდინარეობს. კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს ასევე სხვა გადახდისუუნარობის საქმისწარმოება.

სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ საბანკო ანგარიშების შესახებ გაცემული 2024 წლის 31 ივლისს გაცემული ID: 33524558, შტრიხკოდი: 3288002 ცნობა წარმოადგენს მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ შპს „გურიის სამედიცინო ცენტრს“ (ს/ნ 233646757) მოქმედი საბანკო ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს „საქართველოს ბანკში”, ანგარიშის ნომერი: GE64BG0000000468411300 GEL ორგანიზაციას საბანკო ანგარიშზე და სალაროში თანხა არ ერიცხება.

შპს „გურიის სამედიცინო ცენტრს“ (ს/ნ 233646757) მიმდინარე ხელშეკრულებები, რეგულარული ვალდებულებები და სასამართლო დავები არ აქვს.

შპს „გურიის სამედიცინო ცენტრი” გადახდისუუნაროა, რადგან ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს, კომპანიას აღარ აქვს ბიზნესის მიმართ ინტერესი, სახეზეა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ -„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოება.

 

განმცხადებელი ითხოვს მის მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნას.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, წარმოდგენილ ინფორმაციებს, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და მიაჩნია, რომ შპს გურიის სამედიცინო ცენტრს უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის მიღწევით, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში − გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პრინციპებია: ა) გადახდისუუნარო მოვალის საქმიანობისა და გადახდისუუნარობის მასის სწორი მართვა; ბ) გადახდისუუნარო მოვალის ფინანსური სირთულეების სწრაფი და თანამიმდევრული გადაწყვეტა; გ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის გამჭვირვალობა და განჭვრეტადობა; დ) გადახდისუუნარობის მასისა და ბიზნესის ღირებულების შეძლებისდაგვარად შენარჩუნება და გაზრდა; ე) გადახდისუუნარო მოვალის რეაბილიტაციის ხელშეწყობა; ვ) მსგავსი უფლებების მქონე კრედიტორების მიმართ თანაბარი მოპყრობა. ამ კანონის მიზნებისა და პრინციპების გათვალისწინებით, მართალია, მნიშვნელოვანია კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება, მაგრამ აღნიშნული იმთავითვე არ გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი სახის განცხადების შემთხვევაში სასამართლომ გახსნას გადახდისუუნარობის საქმე.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილება უპირატესად რეაბილიტაციის და არა საწარმოს გაკოტრების გზით, ხოლო მას შემდეგ, რაც რეაბილიტაციის შეუძლებლობა დადასტურდება, გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციიდან მიღებული თანხების განაწილების გზით. აღნიშნული მიზნების მიღწევა შესაძლებელია მარტოოდენ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პრინციპების ეფექტიანი დაცვის გზით. მოვალის რეაბილიტაციის პრიმატზე აქცენტის გაკეთება სულაც არ ნიშნავს, რომ გადახდისუუნარობის კანონმდებლობა „მოვალეზეა ორიენტირებული“, არამედ რეაბილიტაციის უპირატესობის ხაზგასმით ხდება ისეთი პრიორიტეტების აქცენტირება, როგორიცაა საწარმოს გადარჩენა, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ა.შ. რეაბილიტაცია, მოვალის დაცვაზე მეტად უხეში ეკონომიკური რყევების თავიდან აცილებასა და დასაქმებულთა სოციალური უფლებების დაცვას ემსახურება. (იხ. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების საფუძვლები „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, თბილისი, 2021, ავტორები: ქეთევან მესხიშვილი, გიორგი ბათლიძე, ნანა ამისულაშვილი, სერგი ჯორბენაძე, გვ. 15-17).

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის უფლება აქვს – მოვალეს (საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით) და გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს განმცხადებლის მოთხოვნას რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე. ამავე კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა. გადახდისუუნარობის საქმის წარმოება იწყება რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით გადახდისუუნარობს შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანით. რაც შეეხება მე-7 მუხლს, ის განმარტავს გადახდისუუნარობის ცნებასა და გადახდისუუნარობის პრეზუმფციას.

კონკრეტულ შემთხვევაში, შპს გურიის სამედიცინო ცენტრის ლიკვიდატორმა სასამართლოს მომართ გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით, რადგან საზოგადოებამ შეაჩერა საქმიანობა, მას არ გააჩნია ფულადი სახსრები, არ ფუნქციონირებს, არ აქვს უძრავი ქონება და წილები სხვა საწარმოში, ჰყავს ერთი არაუზრუნველყოფილი კრედიტორი სსიპ – შემოსავლების სამსახური, რომლის მიმართ გააჩნია დავალიანება 12580,52 ლარის ოდენობით, კომპანიას საკუთრებაში ერიცხება მხოლოდ ერთი სატრანსპორტო საშუალება, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 385 ლარს. შპს „გურიის სამედიცინო ცენტრს“ გააჩნია დებიტორული მოთხოვნები ფიზიკური პირების მიმართ ჯამში 500 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გარემოებებზე დაყრდნობით განმცხადებლი მიიჩნევს, რომ შპს გურიის სამედიცინო ცენტრი გადახდისუუნაროა, რადგან სახეზეა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით:

1. მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.

2. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა;

ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას;

გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში;

დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა;

ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება;

ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

სასამართლო განმარტავს, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლში ჩამოთვლილი ერთ-ერთი გარემოების არსებობაზე მითითება საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იძლევა გადახდისუუნარობის პრეზუმფციის საფუძველს, მაგრამ, როგორც აღინიშნა, გადახდისუუნარობის განცხადების სასამართლოში წარმოდგენა, მასში გადახდისუუნარობის დამახასიათებელი ერთ-ერთი გარემოების მითითება არ არის საკმარისი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების, რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნისათვის. სასამართლო განმარტავს, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის არსიდან გამომდინარე გადახდისუუნარობის პრეზუმფციის დაშვებისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მე-7 მუხლის მე-3 ქვეპუნქტში ჩამოთვლილი გარემოებებიდან ერთ-ერთის ან რამდენიმე ერთდროულად მითითება, საჭიროა თითოეული გარემოების სათანადოდ, სარწმუნოდ დადასტურება. სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ არ არის სარწმუნოდ დასაბუთებული აღნიშნული გარემოებები, რაც არ იძლევა განცხადების დასაშვებად ცნობის საფუძველს.

გარდა აღნიშნულისა სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალემ სასამართლოს მომართა გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლის თანახმად, გაკოტრების რეჟიმი ხორციელდება გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიურად დასაკმაყოფილებლად, ხოლო გაკოტრების საქმის წარმოება ფაქტობრივად სრულდება გაკოტრების მმართველის მიერ გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით ამონაგები თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე (106-ე მუხლის 1 პუნქტი). გაკოტრების საბოლოო შედეგს კი წარმოადგენს საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება (106-ე მუხლის მე-4 პუნქტი).

წარმოდგენილი განცხადებითა და მასზე თანდართული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, შპს გურიის სამედიცინო ცენტრის მიმართ მიმდინარეობს ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორად დანიშნულია შპს „რეაბილიტაცია“. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე და „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 106-ე მუხლების შინაარსი ადგენს, საწარმოს ლიკვიდაცია და საწარმოს მიმართ გაკოტრების გზით საქმის წარმოების დასრულება მთავრდება ერთი და იმავე შედეგით – საწარმოს რეგისტრაციის გაუქმებით. ამდენად, სასამართლოს შეფასებით, ლიკვიდაციის (დაშლის) პროცესის ვადის დასრულება არ განაპირობებს საწარმოს ლიკვიდაციის პარალელურად გაკოტრების რეჟიმით საქმის წარმოების დაწყების საფუძველს. ამასთან, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონს 81-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად სამეწარმეო საზოგადოების დაშლის რეგისტრაცია იწვევს სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დაწყებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამეწარმეო საზოგადოების ქონების მიმართ დაწყებულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. შპს გურიის სამედიცინო ცენტრის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება არ არის დაწყებული. გამომდინარე აქედან, მოვალე მის მიერ წარმოდგენილი განცხადებით, მასში მითითებული გარემოებებით ვერ ასაბუთებს შპს გურიის სამედიცინო ცენტრის, როგორც ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საწარმოს ინტერესს გაკოტრების რეჟიმის გახსნის მიმართ. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის 2024 წლის 5 მარტის №05-34 ბრძანებით დაიწყო შპს გურიის სამედიცინო ცენტრის დაშლა (ლიკვიდაცია), თუმცაб როგორც განმცხადებელი აღნიშნავსб მისი დასრულება არ მომხდარა. სასამართლოს შეფასებით, ლიკვიდაციის (დაშლის) პროცესის 5-თვიანი ვადის გასვლა არ განაპირობებს საწარმოს ლიკვიდაციის პარალელურად გაკოტრების რეჟიმით საქმის წარმოების დაწყების საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვალე მის მიერ წარმოდგენილი განცხადებით, მასში მითითებული გარემოებებით ვერ ასაბუთებს შპს გურიის სამედიცინო ცენტრის როგორც ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საწარმოს ინტერესს გაკოტრების რეჟიმის გახსნის მიმართ.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისადб თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალე არ არის გადახდისუუნარო ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი პირი, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ შპს გურიის სამედიცინო ცენტრის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის წინაპირობებს, მას უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე მუხლებით, ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. უარი ეთქვას შპს „გურიის სამედიცინო ცენტრს” (ს/ნ 233646757) გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე.

2. განჩინება განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/), ასევე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე;

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 3 თვის განმავლობაში იმავე განმცხადებლის მიერ იმავე სუბიექტის მიმართ არსებითად იმავე გარემოებების საფუძველზე გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა დაუშვებელია.

4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

 

მოსამართლე                                                                                           დარინა აბულაძე