დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 68 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/08/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/08/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 20/08/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.017245 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში (ვებგვერდი, 11/10/2013, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016214) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) თავდაცვის ძალების ტერიტორიული რეზერვისა და მობილიზაციის მართვის ღონისძიებათა დაგეგმვა, კოორდინაცია და აღსრულება კომპეტენციის ფარგლებში;”; ბ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) კომპეტენციის ფარგლებში მობილიზაციის სისტემის მართვისა და განვითარების ღონისძიებათა დაგეგმვაში მონაწილეობა;“; გ) „ჟ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) ტერიტორიული რეზერვის რეკრუტირებაში მონაწილეობა სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით;“. 2. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) თავდაცვის ძალების მეთაურს წარუდგენს წინადადებებს და აწვდის დასამტკიცებლად გეგმებსა და პროგრამებს ეროვნული გვარდიის საქმიანობასთან, აგრეთვე რეზერვისტთა მომზადება/გადამზადებასა და ტერიტორიული რეზერვის რეკრუტირებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით;“. 3. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ" და „ბ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველო; ბ1) ტერიტორიული რეზერვის რეკრუტირებისა და მობილიზაციის მართვის სამსახური;"; ბ) მე-2 პუნქტის „ბ" და „ბ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველო: ბ.ა) ახორციელებს ქვეყნის სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემაში ჩართულ საჯარო დაწესებულებებთან კოორდინაციას; ბ.ბ) უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს ეროვნული გვარდიის რეაგირების სისტემის მართვას; ბ.გ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას, მართვას და აღსრულებას, ეროვნული გვარდიის შტაბთან კოორდინაციით; ბ.დ) ახორციელებს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისათვის ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფების მომზადების უზრუნველყოფას; ბ1) ტერიტორიული რეზერვის რეკრუტირებისა და მობილიზაციის მართვის სამსახური: ბ1.ა) ახორციელებს სამობილიზაციო რეზერვის მართვას, სამინისტროს სისტემის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ერთეულებთან კოორდინაციაში; ბ1.ბ) ახორციელებს სამობილიზაციო გეგმების შემუშავებას, კოორდინაციასა და აღსრულებას კომპეტენციის ფარგლებში; ბ1.გ) მონაწილეობს თავდაცვის ძალების რეზერვის მობილიზაციის სისტემის მართვისა და განვითარების ღონისძიებათა დაგეგმვაში; ბ1.დ) სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით მონაწილეობს ტერიტორიული რეზერვის რეკრუტირებაში, მსურველთა რეგისტრაციასა და შერჩევის ღონისძიებებში.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 20 აგვისტოდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები