დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | REG 7 24 00002050 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო |
| მიღების თარიღი | 29/07/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/08/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს
დირექტორის ბრძანება №REG 7 24 00002050
2024 წლის 29 ივლისი
სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 9, პუნქტი 16), „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ (მუხლი 2, პუნქტი 1, ქვეპუნქტი „დ“) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მიენიჭოს შპს „ავერსის კლინიკას“ (ს/ნ 212002580, ფაქტობრივი მისამართი: ქალაქი თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №16ე) „პათოლოგანატომიური საქმიანობის განხორციელების უფლება“ (ფილიალი) შემდეგი დანართებით: „ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“, „ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“ და „მოლეკულურ-პათოლოგიური დიაგნოსტიკა“.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
3. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: შპს „ავერსის კლინიკის“ (ს/ნ 212002580) გენერალური დირექტორის, დიმიტრი ჯორბენაძის განცხადება: №770621, 18.07.2024წ.
ადგილზე შემოწმების აქტი: № ლნ - 1307 – 117, 26.07.2024წ.
სააგენტოს დირექტორის
მოვალეობის შემსრულებელი ლეილა ქოჩიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები