სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი REG 2 24 00002046
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 26/07/2024
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/08/2024
სარეგისტრაციო კოდი
REG 2 24 00002046
26/07/2024
ვებგვერდი, 16/08/2024
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

სსიპ  – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების

სააგენტოს  დირექტორის

ა №REG2 24 00002046

2024  წლის 26 ივლისი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის  გაცემის  შესახებ

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად, ვბრძანებ:

1. გაიცეს შპს ,,კატასტროფისა და პრეჰოსპიტალური დახმარების ცენტრზე'' (ფაქტობრივი  მისამართი: ქ. თბილისი, ზღვისუბნის დასახლება, XI მიკრორაიონი, კვარტალი I, ს/ნ 400381449) „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართი - „სპეციალიზებული დახმარება“.

2. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს, სალიცენზიო მოწმობის და სალიცენზიო მოწმობის დანართის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

5. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: შპს ,,კატასტროფისა და პრეჰოსპიტალური დახმარების ცენტრის“ (ს/ნ 400381449) დირექტორის, გიორგი გელაშვილის განცხადებები: №651997, 17.06.2024წ; №675849, 24.06.2024 წ; №684416,  26.06.2024 წ.

ადგილზე შემოწმების აქტი: №ლნ - 1304 – 115, 25.07.2024 წ.

ზეპირი მოსმენის  სხდომის ოქმი: №23, 25.07.2024წ.

 

სააგენტოს დირექტორის

მოვალეობის შემსრულებელი                                                           ლეილა ქოჩიაშვილ