უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი REG 5 24 00001941
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 18/07/2024
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/08/2024
სარეგისტრაციო კოდი
REG 5 24 00001941
18/07/2024
ვებგვერდი, 16/08/2024
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების

სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №REG 5 24 00001941

2024 წლის 18 ივლისი

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის, „კ“ პუნქტის შესაბამისად,

ბ:

1. უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში განხორციელდეს სახელწოდების ცვლილება: კერძოდ, „ა(ა)იპ „სისხლი სიცოცხლისათვის“ (ს/ნ 412785339, ფაქტობრივი მისამართი: ქალაქი ქუთაისი, ჯავახიშვილის ქუჩა №85/83ა)“ ნაცვლად, დაფიქსირდეს „ა(ა)იპ „სისხლის ცენტრი“ (ს/ნ 412785339, ფაქტობრივი მისამართი: ქალაქი ქუთაისი, ჯავახიშვილის ქუჩა №85/83ა)“ და გაიცეს „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის“ ახალი სალიცენზიო მოწმობა“.

2. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის გაცემის შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). 

5. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.

საფუძველი: „ა(ა)იპ „სისხლის ცენტრის“ (ს/კ 412785339) დირექტორის, თამთა ლევიძის განცხადებები: №750676, 12.07.2024 წ.; №765935, 17.07.2024 წ. და თანდართული დოკუმენტაცია.

სააგენტოს დირექტორის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                                   ლეილა ქოჩიაშვილი