„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 67
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 15/08/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.017244
67
15/08/2024
ვებგვერდი, 16/08/2024
120010000.22.026.017244
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს

თავდაცვის  მინისტრის 

ბრძანება №67

2024 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №135 ბრძანებით (ვებგვერდი, 17/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016682) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე)  შესაბამისი დავალების საფუძველზე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ჩატარება;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კანონმდებლობის შესაბამისად, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება;“.

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა.ე.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ე.თ) უზრუნველყოფს სამშვიდობო ოპერაციებისთვის შერჩეული ქვედანაყოფების გადასროლის წინა მომზადების პროცესის მხარდაჭერას;“;

ბ) „ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.დ)  კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილეობს სამშვიდობო ოპერაციებში;“;

გ) „გ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.დ)  კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილეობს სამშვიდობო ოპერაციებში;“;

დ) „დ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.დ)  კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილეობს სამშვიდობო ოპერაციებში;“;

ე) „ე.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.დ)  კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილეობს სამშვიდობო ოპერაციებში;“;

ვ) ზ1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ​1.ე) კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილეობს სამშვიდობო ოპერაციებში;“.

4. მე-5 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნას, ორგანიზებას და მონიტორინგს უწევს სტრუქტურულ ერთეულში დაცვის ჯგუფის და საჯარისო სამსახურის მოთხოვნების შესრულებას;“;

ბ) მე-11 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნას, ორგანიზებას და მონიტორინგს უწევს სტრუქტურულ ერთეულში დაცვის ჯგუფის და საჯარისო სამსახურის მოთხოვნების შესრულებას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი