„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 66
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 15/08/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.017243
66
15/08/2024
ვებგვერდი, 16/08/2024
120010000.22.026.017243
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს

თავდაცვის  მინისტრის 

ბრძანება №66

2024 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №134 ბრძანებით (ვებგვერდი, 17/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016681) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა“.

2. მე-3 მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე)  შესაბამისი დავალების საფუძველზე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ჩატარება;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კანონმდებლობის შესაბამისად, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება;“.

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა.ე.ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ე.ი) უზრუნველყოფს სამშვიდობო ოპერაციებისთვის შერჩეული ქვედანაყოფების გადასროლის წინა მომზადების პროცესის მხარდაჭერას;“;

ბ) „ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს ჰუმანიტარულ და სხვა სახის სწავლებებსა და ოპერაციებში;“;

გ) „ბ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ვ) კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილეობს სამშვიდობო ოპერაციებში;“;

დ) „გ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს ჰუმანიტარულ და სხვა სახის სწავლებებსა და ოპერაციებში;“;

ე) „გ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ვ) კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილეობს სამშვიდობო ოპერაციებში;“;

ვ) „დ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს ჰუმანიტარულ და სხვა სახის სწავლებებსა და ოპერაციებში;“;

ზ) „დ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ვ) კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილეობს სამშვიდობო ოპერაციებში;“;

თ) „ე.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს ჰუმანიტარულ და სხვა სახის სწავლებებსა და ოპერაციებში;“;

ი) „ე.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ზ) კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილეობს სამშვიდობო ოპერაციებში;“;

კ)  „ვ1. ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ​1. ე) კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილეობს სამშვიდობო ოპერაციებში;“.

4. მე-5 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნას, ორგანიზებას და მონიტორინგს უწევს სტრუქტურულ ერთეულში დაცვის ჯგუფის და საჯარისო სამსახურის მოთხოვნების შესრულებას;“;

 ბ) მე-11 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნას, ორგანიზებას და მონიტორინგს უწევს სტრუქტურულ ერთეულში დაცვის ჯგუფის და საჯარისო სამსახურის მოთხოვნების შესრულებას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი