დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მცხეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის N43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 20 |
დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 15/08/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/08/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.153.016716 |
|
„მცხეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ მე-80 მუხლის საფუძველზე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის №43 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 26/12/2023 წელი 190020020.35.153.016681) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი (მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თავი I
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები |
მუხლი 1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათასი ლარი
მუხლი 2. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება შემდეგი რედაქციით: ათასი ლარი
მუხლი 3. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 49 553,1 ათასი ლარის ოდენობით: ათასი ლარი
მუხლი 4. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 27 274,7 ათასი ლარის ოდენობით: ათასი ლარი
მუხლი 5. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები ბიუჯეტის შემოსავლები გრანტებიდან განისაზღვროს 16 470.4 ათასი ლარის ოდენობით: ათასი ლარი
მუხლი 6. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 5 808.0 ათასი ლარის ოდენობით: ათასი ლარი
მუხლი 7. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 41 277,1 ათასი ლარის ოდენობით: ათასი ლარი
მუხლი 8. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 44 167,5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდა 45,097.5 ათასი ლარით, ხოლო არაფინანსური აქტივების კლება 930,0 ათასი ლარი.
ათასი ლარი
ათასი ლარი
მუხლი 9. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
მუხლი 10. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს (-35 891,5) ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 8 276,0 ათასი ლარით:
ათასი ლარი
მუხლი 11. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 36 018,5 ათასი ლარის ოდენობით. ათასი ლარი
ფინანსური აქტივების კლება 36 018,5 ათასი ლარი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სახაზინო ანგარიშზე არსებულ ნაშთს, რომლის გამოყენებაც მოხდება 2024 წლის განმავლობაში. მუხლი 12. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (-127.1) ათასი ლარის ოდენობით. ათასი ლარი
ბიუჯეტის ვალდებულებების კლება, 127.1 ათასი ლარის ოდენობით, წარმოადგენს 5 ცალი კომპაქტორიანი თვითმცლელი ნაგავმზიდი მანქანის და 200 ცალი ნარჩენების კონტეინერის შეძენის მიზნით, 2017 წელს სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდსა“ და მცხეთის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის“ ქონების გადაცემის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას. თავი II მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები,პროგრამები, ქვეპროგრამები მუხლი 13. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაციის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 52 357,2 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაციის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათასი ლარი
მუხლი 14. დასუფთავება და გარემოს დაცვა დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 3 816,7 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათასი ლარი
მუხლი 15. განათლება განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 8 915,3 ათასი ლარი. განათლების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათასი ლარი
მუხლი 16 . კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 8,196.4 ათასი ლარი. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათასი ლარი
მუხლი 17. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის 3 501,2 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათასი ლარი
მუხლი 18 . მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები მმართველობითი სფეროს გამართული ფუნქციონირება მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, სადაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მოსახლეობის ჩართულობის სისტემების შექმნას და უზრუნველყოფას, საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესებას, მიმდინარე პროცესების მართვას და სხვა ფაქტორებს. პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება, პრიორიტეტი ასევე მოიცავს საჯარო მოხელეთა პროფესიული სწავლების ხარჯებს, გასულ წლებში მუნიციპალიტეტის მიერ აღებული სასესხო ვალდებულების ხარჯებს (მგფ-ს სესხი), ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, მუნიციპალური არქივის დაფინანსებას, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას.
ათასი ლარი
თავი III მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 19. ბიუჯეტის ასიგნებები ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათასი ლარი
თავი IV მარეგულირებელი ნორმები მუხლი 20. ასიგნებების დაფინანსება მცხეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. მუხლი 21. ასიგნებების გადანაწილება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის და საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის შესაბამისად, ნება დაერთოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, მოახდინოს ცალკეულ პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. მუხლი 22. კანონმდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა გასაცემლების ანაზღაურება 2024 წლის განმავლობაში მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 23. მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად. ა) ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 270,3 ათასი ლარი. ბ) საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის 600,9 ათასი ლარი. მუხლი 24. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 25. სარეზერვო ფონდი მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 300.0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
დოკუმენტის კომენტარები