დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ელექტრონულ აუქციონში (პირობებიანი/უპირობო) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/08/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/08/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.153.016717 |
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ელექტრონულ აუქციონში (პირობებიანი/უპირობო) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მე-4 მუხლის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ელექტრონულ აუქციონში (პირობებიანი/უპირობო) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ელექტრონულ აუქციონში (პირობებიანი/უპირობო) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №48 დადგენილება (matsne.gov.ge. 010250000.35.153.016442. 17.04.2018 წ.). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტი
|
ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ელექტრონულ აუქციონში
(პირობებიანი/უპირობო) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი № -------
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები