„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 270
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/08/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.033.017842
270
15/08/2024
ვებგვერდი, 16/08/2024
010320020.22.033.017842
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №270

2024 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 15.09.2016, სარეგისტრაციო კოდი: 010320020.22.033.016898) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 52 მუხლის ,,რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,რ1-რ7“ ქვეპუნქტები:

„რ1) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა – სამსახურის ფუნქციონირებისა და საქმიანობისათვის საჭირო საქონლის, მომსახურების და სამუშაოს შესყიდვის მიზნით, შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა, საჭიროების შემთხვევაში, გეგმის კორექტირება და მისი რეგისტრაცია სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში;

2) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

3) სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა და შესაბამისი დოკუმენტების ატვირთვა სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში;

4) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გამარტივებული შესყიდვის განხორციელებისას, სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმება ელექტრონულად სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით;

5) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება;

6) კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში ხელშეკრულების (მათ შორის, ხელშეკრულების ცვლილების), ასევე ამ ხელშეკრულების შესრულებასთან/შეუსრულებლობასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტების ატვირთვა, სახელშეკრულებო პირობების მონიტორინგი და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება;

7) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით სხვადასხვა კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხების მომზადების უზრუნველყოფა. კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი