დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო ქონების აუქციონისა და კონკურსის ფორმით პრივატიზებისას მონაწილეთათვის მისაგებელი თანხისა და აუქციონზე შესასვლელი ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-3/173 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო |
| მიღების თარიღი | 23/05/1996 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 26/08/1996 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000020.01(2).000.000018 |
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის
ბრძანება №1-3/173
1996 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ქონების აუქციონისა და კონკურსის ფორმით პრივატიზებისას მონაწილეთათვის მისაგებელი თანხისა და აუქციონზე შესასვლელი ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების დამტკიცებისა და პრივატიზების პროცესში შესაძლო შეცდომების გამორიცხვის საკოორდინაციო-საკონტროლო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 21 მარტის №235 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 1.6. 2.3. და 4.1.4. პუნქტების შესაბამისად ვბრძანებ:
1. სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას კონკურსის (აუქციონის) მონაწილეთათვის მისაგებელი თანხა განისაზღვროს:
1.1. იურიდიულ პირთათვის - 50 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხა ეროვნულ ვალუტაში;
1.2. ფიზიკურ პირთათვის - 10 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხა ეროვნულ ვალუტაში;
2. სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონზე შესასვლელი ბილეთის ფასი განისაზღვროს 1 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხით ეროვნულ ვალუტაში;
3. დაევალოს სამინისტროს იურიდიული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს (ბ-ნი გ. ნიშნიანიძე) უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში.
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბ-ნ გ. დიდბერიძეს.
მინისტრი ა. სილაგაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები