რეფრიჟერატორული და თერმოს ვაგონებით შეფუთული ტვირთების ტრანსპორტირების შესახებ

რეფრიჟერატორული და თერმოს ვაგონებით შეფუთული ტვირთების ტრანსპორტირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 152/ნ
დოკუმენტის მიმღები რკინიგზის ტრანსპორტის დეპარტამენტი
მიღების თარიღი 26/05/1996
დოკუმენტის ტიპი სხვა ადმინისტრაციული ორგანო
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, -, 16/01/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000180.01(3).00.000192
152/ნ
26/05/1996
გამოუქვეყნებელი, -, 16/01/1997
000000180.01(3).00.000192
რეფრიჟერატორული და თერმოს ვაგონებით შეფუთული ტვირთების ტრანსპორტირების შესახებ
რკინიგზის ტრანსპორტის დეპარტამენტი

საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარის

ბრძანება № 152/

ქ. თბილისი

1996 წლის 26 მაისი

რეფრიჟერატორული და თერმოს ვაგონებით შეფუთული ტვირთების ტრანსპორტირების შესახებ

ბოლო პერიოდში ბათუმისა და ფოთის პორტებში მოიმატა შეფუთულ ტვირთის რაოდენობამ, რის შედეგადაც იგრძნობა დახურული  ვაგონების ნაკლებობა. ამასთან საქართველოს რკინიგზას გააჩნია 120 რეფრიჟერატორული (არვ) და 40 თერმოს ვაგონი, რომლებიც საქართველოს რკინიგზამ მიიღო ყოფილი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდში სავაგონო პარკის გადანაწილების შედეგად. აღნიშნული ვაგონების პირდაპირი დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია შესაბამისი აღდგენითი სამუშაოების ჩატარების გარეშე. დღეისათვის მათი გამოყენება შეკეთების გარეშე შესაძლებელია დახურულ ვაგონებად.

იმასთან დაკავშირებით, რომ რეფირიჟერატორული (არვ) და თერმოს ვაგონების ტვირთამწეობა არის 40 ტონა, ხოლო დახურული ვაგონისა 60 ტონა, აღნიშნული ვაგონებით ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულება მეტია, ვიდრე დახურული ვაგონებით, ამის გამო კლიენტურა წინააღმდეგია რეფირიჟერატორული (არვ) და თერმოს ვაგონებით გადატანისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვბრძანებ:

1. რეფირიჟერატორული (არვ) და თერმოს ვაგონები გამოყენებული იქნეს, როგორც დახურული ვაგონები და 1 (ერთი) ტონა ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულების ანაზღაურება მოხდეს დახურული 60 ტონიანი ვაგონის 1 (ერთი) ტონა ტვირთის ღირებულების შესაბამისად.

 

საქართველოს რკინიგზის

დეპარტამენტის უფროსი                                                                   ა. ჩხაიძე