„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31/2024
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 16/08/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 010190030.15.008.016745
31/2024
16/08/2024
ვებგვერდი, 19/08/2024
010190030.15.008.016745
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №31/2024

2024 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 26/11/2015, 010190030.15.008.016218) დამტკიცებული რეგლამენტის:

1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) შიდა აუდიტისა და მანდატურის განყოფილება.“.

2. მე-11 მუხლის 27-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის „271274“ პუნქტები:

„271. უზრუნველყოფს ცესკოს შენობაში/სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვას;

272. დახმარებას უწევს ცესკოს თავმჯდომარეს/სხდომის თავმჯდომარეს ცესკოს შენობაში/სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვაში;

273. კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს პირის ცესკოს შენობიდან/ცესკოს სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ ცესკოს/ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების აღსრულებას;

274. ცესკოს შენობაში/სხდომის დარბაზში წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, საჭიროების შემთხვევაში, მიმართავს პოლიციას;“;

3. მე-20 მუხლის:

ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ცესკოს სხდომას, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-8 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული პირების გარდა, ესწრებიან აპარატის სტრუქტურული ერთეულების/სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელები, ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი და პრესსპიკერი, ცესკოს აპარატის შესაბამისი თანამშრომელი (მანდატური), რომელიც უზრუნველყოფს სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვას, აგრეთვე საჭიროებისამებრ, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებით, შესაბამისი განყოფილებების უფროსები და სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით სხვა თანამშრომლები, სპეციალური და სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელები, ასევე კონკრეტული საკითხების განსახილველად, სხდომაზე საკითხის გამომტანი სტრუქტურული ერთეულის მიერ მოწვეული დაინტერესებული მხარეები, რომლებიც საკითხის შესახებ ცესკოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე ტოვებენ სხდომის დარბაზს.“;

ბ) მე-8  პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „81“ პუნქტი:

„81. სხდომის დარბაზში მყოფი პირები ვალდებულნი არიან, შეასრულონ ცესკოს აპარატის შესაბამისი თანამშრომლის (მანდატურის) მითითება სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვის თაობაზე.“;

გ) მე-16 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „161“ პუნქტი:

„161. სხდომის თავმჯდომარე სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვას, საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის შიდა აუდიტისა და მანდატურის განყოფილების შესაბამისი თანამშრომლის/თანამშრომლების (მანდატურის/მანდატურების) დახმარებით.“;

დ) მე-17 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „171“ პუნქტი:

„171. პირი, რომლის მიმართ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ცესკოს სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ, ვალდებულია დატოვოს სხდომის დარბაზი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარე შეაჩერებს სხდომას, რის შემდეგაც ცესკოს აპარატის შესაბამისი თანამშრომელი (მანდატური) მიმართავს პირს, რომლის მიმართ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დარბაზიდან გაძევების შესახებ, რომ დატოვოს ცესკოს სხდომის დარბაზი. თუ აღნიშნული პირი  ცესკოს შესაბამისი თანამშრომლის მიმართვის მიუხედავად არ დატოვებს ცესკოს სხდომის დარბაზს, ცესკოს შესაბამისი თანამშრომელი უზრუნველყოფს გაძევების შესახებ ცესკოს გადაწყვეტილების აღსრულებას, საჭიროების შემთხვევაში, პოლიციის დახმარებით.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი