„საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 23 აგვისტოს №49/2021 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 23 აგვისტოს №49/2021 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 30/2024
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 16/08/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016744
30/2024
16/08/2024
ვებგვერდი, 19/08/2024
010240060.15.008.016744
„საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 23 აგვისტოს №49/2021 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №30/2024

2024 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 23 აგვისტოს №49/2021 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 23 აგვისტოს №49/2021 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 24/08/2021, 010240060.15.008.016577) დამტკიცებული საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის:

1.   მე-3 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) პოლიტიკური თანამდებობის პირი – საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრები და მათი მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრი და აღმასრულებელი ორგანო − მერი, სახელმწიფო რწმუნებული;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.“

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. პოლიტიკური ნეიტრალიტეტი

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან  და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია წარმოადგენს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარების ერთ-ერთ უმთავრეს ქვაკუთხედს და გარანტს.

კეთილსინდისიერი, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ობიექტური, პროფესიონალი და პოლიტიკურად ნეიტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები უზრუნველყოფენ დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის არსებობას.

შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია ადგენს  მოხელეთა მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვის მაღალ ეთიკურ სტანდარტს, რომელიც ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს საზოგადოებაში საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდასა და განმტკიცებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. მოხელეს (გარდა პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრებისა) ეზღუდება პარტიული საქმიანობა.

2. მოხელე თავისუფალი და ნეიტრალურია გადაწყვეტილების მიღებისას და მიჯნავს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრულ უფლებებსა და მოვალეობებს პოლიტიკური პარტიის ინტერესებისგან.

3. მოხელე ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს პოლიტიკური პარტიის კუთვნილებისა და პირადი პოლიტიკური შეხედულებებისაგან დამოუკიდებლად.

4. მოხელე არ იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს პოლიტიკური პარტიის მიზნებისათვის.

5. მოხელეს უფლება არა აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა პარტიული (პოლიტიკური) მიზნებისათვის ან/და ინტერესებისათვის გამოიყენოს.

6. მოხელე (პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრი მხოლოდ საარჩევნო პერიოდში), არ უნდა დაესწროს წვეულებებს, ბანკეტებსა და სადღესასწაულო ღონისძიებებს, რომელიც ორგანიზებულია პოლიტიკური პარტიის, ორგანიზაციის ან იმ პირის მხრიდან, რომელიც ჩართულია საარჩევნო პროცესში.

7. მოხელემ არ უნდა მიიღოს საჩუქარი ან რაიმე სარგებელი პოლიტიკური პარტიის, ორგანიზაციისა ან იმ პირისაგან, რომელსაც აქვს გაცხადებული საარჩევნო მიზანი.

8. მოხელეს (პარტიის მიერ დანიშნულ კომისიის წევრს მხოლოდ საარჩევნო პერიოდში),  ეკრძალება საჯაროდ, მათ შორის სოციალურ მედიაში და სოციალური ქსელების გამოყენებით, საჯარო მოწოდება ან ნებისმიერი ისეთი ქმედება ან/და სოციალური აქტივობა, რომელიც შესაძლებელია, აღქმულ იქნეს საარჩევნო სუბიექტის, პარტიის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, იმ ორგანიზაციის/პირის, რომელსაც აქვს გაცხადებული საარჩევნო მიზანი, ინტერესების გატარებად, მხარდამჭერ ან საწინააღმდეგო განცხადებად, ქმედებად ანდა აქტივობად, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის საარჩევნო სუბიექტის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა (გარდა პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრის პარტიის წარმომადგენლობებში ყოფნისა), პოლიტიკური პროპაგანდა.“.

3. მე-7 მუხლის  მე-5 და მე-9 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი