2024 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე

2024 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 13/08/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2024
ძალაში შესვლის თარიღი 14/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 220010000.11.004.016094
4
13/08/2024
ვებგვერდი, 14/08/2024
220010000.11.004.016094
2024 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №4

2024 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

 

2024 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის და 35-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

მუხლი 1
2024 წლის 14 აგვისტოდან, მიმოქცევაში გაშვებულ იქნეს 2024 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, როგორც გადახდის კანონიერი საშუალება, 2020 წლის გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტის იდენტური დიზაინისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, გამოშვების წლით – „2024“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერის ცვლილების გათვალისწინებითა და თანამდებობის აღმნიშვნელი წარწერის – „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი“ მითითების გარეშე. 
მუხლი 2
საქართველოს ტერიტორიაზე 2024 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოიქცეს წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის მიმოქცევის დანიშნულების ბანკნოტების პარალელურად და ამ ბანკნოტებით ანგარიშსწორება განხორციელდეს შეუფერხებლად.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 14 აგვისტოდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა