გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ

გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 132
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/08/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016053
132
09/08/2024
ვებგვერდი, 14/08/2024
000000000.00.148.016053
გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №132

2024 წლის 9 აგვისტო

ქალაქი გორი

 

გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია საკრებულოს წევრის თამარ მურალოვას და გიორგი შიოშვილის ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს „გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 15 მაისის №82 განკარგულებით სოფელ ხელთუბანში მინიჭებული გეოგრაფიული ობიექტისთვის – №42 ქუჩისთვის და №42 ქუჩის I, II და III ჩიხისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევას და №42 ქუჩისთვის გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის ანასტასია თუმანიშვილის სახელის, ხოლო N42 ქუჩის I, II და III ჩიხისთვის - ანასტასია თუმანიშვილის №42 ქუჩის I, II და III ჩიხის დარქმევას.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია განიხილოს აღნიშნული ინიციატივა. ამასთან, სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024 წლის 21 ივნისის №42 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ისტორიულ ვითარებათა და სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო მიზანშეწონილია სახელწოდების შეცვლა. სწორედ სხვა ობიექტურ გარემოებად უნდა ჩაითვალოს გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის ანასტასია თუმანიშვილის სახელის დარქმევა ძველი გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდების გადარქმევით.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, ასევე, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად,

1. „გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 15 მაისის N82 განკარგულების 79-ე პუნქტით დამტკიცებული №79 დანართში არსებულ გეოგრაფიულ ობიექტს - N42 ქუჩას და №42 ქუჩის I, II და III ჩიხს გადაერქვას სახელწოდება და №42 ქუჩას ეწოდოს გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის ანასტასია თუმანიშვილის სახელი, ხოლო №42 ქუჩის I, II და III ჩიხის- ანასტასია თუმანიშვილის ქუჩის I, II და III ჩიხი.

2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ.№30).

საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე