„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 65
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მიღების თარიღი 12/08/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2024
ძალაში შესვლის თარიღი 15/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 010210060.74.086.016065
65
12/08/2024
ვებგვერდი, 13/08/2024
010210060.74.086.016065
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
 
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება №65

2024 წლის 12 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 11/02/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010210060.74.086.016001) დანართი 7-ით დამტკიცებული „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი“ (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/308 გადაწყვეტილების დანართი)“ .
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 11/02/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010210060.74.086.016001) დანართი 6-ით დამტკიცებულ „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში“ (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილების დანართი) შეტანილ იქნეს ცვლილება და რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინარსიის 121 მუხლი:

„მუხლი 121. რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის კონკურსის შედეგად დანიშვნის წესი

1. ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის     მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოსამართლის რაიონულ (საქალაქო)  და სააპელაციო სასამართლოში კონკურსით დანიშვნისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხელმძღვანელობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.  რაიონულ (საქალაქო)  და სააპელაციო სასამართლოში კანდიდატის მოსამართლედ დანიშვნის მიზნით, კენჭისყრა ტარდება სპეციალური ბარათების (ბიულეტენების) მეშვეობით, რომლებზეც აღინიშნება კანდიდატის ვინაობა და კანდიდატის მიერ საკონკურსო განაცხადში მითითებული ყველა რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის დასახელება.  

3. თითოეული კენჭისყრის დამთავრებისთანავე ცხადდება კენჭისყრის შედეგი და ფიქსირდება ოქმში. ყოველი შემდგომი კენჭისყრისათვის კანდიდატისათვის გათვალისწინებულ ბიულეტინში აღარ ფიქსირდება ის ვაკანტური თანამდებობა, რაზედაც კენჭისყრის შედეგად უკვე განწესდა წინა კანდიდატი.“.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 15 აგვისტოდან.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანინიკოლოზ მარსაგიშვილი