დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამხედრო ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 259 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/08/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120000000.10.003.024654 |
|
სამხედრო ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ
|
| მუხლი 1 |
თავდაცვის კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 183-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული სამხედრო ფიცის ტექსტი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
სამხედრო ფიცი
|
მე, საქართველოს მოქალაქე, შევდივარ რა სამხედრო სამსახურში:
ვფიცავ, პირნათლად მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე; ვფიცავ, კეთილსინდისიერად შევისწავლო სამხედრო საქმე, ღირსეულად განვაგრძო წინაპართა მხედრული ტრადიციები; ვფიცავ, მტკიცედ დავიცვა სამხედრო დისციპლინა, როგორც სახელმწიფოს ძლიერების საფუძველთა საფუძველი; ვფიცავ, შევინახო მონდობილი სამხედრო საიდუმლოება, შევასრულო სამხედრო წესდების ყველა მოთხოვნა და მეთაურის ბრძანება; ვფიცავ, მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისათვის. თუ ამ ფიცს გავტეხ, პასუხისმგებელი ვიქნები ღვთისა და ქვეყნის წინაშე. გვფარავდეს ღმერთი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები