დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 15 მარტის №136 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1273 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 151, 28/12/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/11/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.020.100.22.033.007.974 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.100.22.033.007.974
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1273
2005 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 15 მარტის №136 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილების ,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორებათა განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ” მე-4 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 15 მარტის №136 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №30, მუხ. 284) დამტკიცებულ დანართ №3-ს დაემატოს შემოსულობის სახის განმსაზღვრელი შემდეგი სახაზინო კოდები:
7000 – მიზნობრივი გრანტის სახით მიღებული შემოსავალი;
9921 – ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯის დაბრუნება;
9941 – მიზნობრივი გრანტის კუთხით გაწეული ხარჯის დაბრუნება.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები