დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის №29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 60 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/08/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/08/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140070000.22.034.017488 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის №29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის №29 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 01/04/2019, 140070000.22.034.016856) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა, ასევე, თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობა;“; ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) ამ წესის მე-7 მუხლის 92 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა;“; გ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) დისციპლინური სამართალწარმოების განმახორციელებელი ორგანოსთვის განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდება;“. 2. მე-7 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) მასალები, რომლებიც ადასტურებენ გადაცდომის ფაქტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“; ბ) 91 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 92 პუნქტი: „92. ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაცდომის ფაქტზე დისციპლინური წარმოების დაწყების შემთხვევაში, სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოსამსახურეს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა), ორგანიზატორის საბანკო ანგარიშიდან საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში მოსამსახურის სახელზე რეგისტრირებულ ანგარიშზე განხორციელებული ტრანზაქციების თაობაზე ინფორმაციის 10 სამუშაო დღის ვადაში წარდგენა. სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, მოსამსახურის წერილობითი თანხმობის არსებობისას, თავად გამოითხოვოს ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებიდან.“; გ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. 72 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესის მე-5 მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ა1“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების ფაქტებზე, ასევე, „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტზე, მოსამსახურის მიმართ გამოიყენება დისციპლინური სახდელი – სამსახურიდან დათხოვნა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები